ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა!
2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა! 109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ტალახაძემ აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა.
ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს (ატაცში - ვერცხლი, აკვრაში - ბრინჯაო) დაეუფლა. გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ქართველმა ძალოსნებმა ორჭიდის ჯამში 478 კგ და 447 კგ დაძლიეს. მესამე ადგილი სომეხმა რუბენ ალექსანიანმა (440 კგ) დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა დააჯილდოეს.