სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 9 აპ­რი­ლის მემ­რო­რი­ალ­თან, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მგო­ნი, რომ ვინც მიედ-მო­ე­დე­ბა და აქ­ცენტს აკე­თებს სხვა­დას­ხვა ვი­თომ "სკან­და­ლურ" ამ დღის მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­გო­რიც არის პრო­ტო­კო­ლის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, ან სვამს კი­თხვას: 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი­დან პა­ნაშ­ვი­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თუ რა­ტომ გავ­ყე­ვი პატ­რი­არ­ქს და ამას "გა­პარ­ვად" აღიქ­ვამს, ან კი­დევ ჩემს შეც­დო­მა­ზე (9 აპ­რი­ლის და­ღუ­პულ­თა სიის წა­კი­თხვი­სას ერთი გვა­რის უნებ­ლი­ეთ გა­მო­ტო­ვე­ბი­სა) ამახ­ვი­ლებს მთელ ყუ­რა­დღე­ბას .... იმან, მთა­ვა­რი ვერ გა­ი­გო და ვერ გა­ი­აზ­რა, რაც მოხ­და დღეს: 28 წლის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ზე­ი­მით აღი­ნიშ­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტის ხელ­მო­წე­რა. უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რი მოწ­ვე­ულ იქნა და მათი წვლი­ლი - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­თა­უ­რო­ბით- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა­ში აღი­ა­რე­ბულ იქნა! ამი­თი შე­რი­გე­ბის, ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მის, ნდო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ ერთი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა!გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი 9 აპ­რი­ლის ძალა არ და­იჩ­რდი­ლე­ბა და არც შე­ნელ­დე­ბა!" - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­ზი­დენ­ტი დღეს 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან პატ­რი­არ­ქთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი თქვა და ტე­რი­ტო­რია 30 წლის წი­ნან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

ამის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეში ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის მა­მამ, არ­კა­დი ჭო­ვე­ლი­ძემ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა. სა­სახ­ლე­ში, სა­დაც პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტის ხელ­მომ­წე­რე­ბი­სათ­ვის მი­ღე­ბა იმარ­თე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს 1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ამო­ი­კი­თხა. არ­კა­დი ჭო­ვე­ლი­ძის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის ხსე­ნე­ბა გა­მორ­ჩა, რა­მაც მა­მა­მი­სის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია და ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემრორიალთან, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადებით ეხმაურება:

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ "სკანდალურ" ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას "გაპარვად" აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!" - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი დღეს 9 აპრილის მემორიალთან პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და ტერიტორია 30 წლის წინანდელი მოვლენების შეფასების გარეშე დატოვა.

ამის შემდეგ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა, რამაც მამამისის პროტესტი გამოიწვია და ღონისძიება დატოვა.

"რეგულაციები ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს - ფეხბურთის სტადიონზე, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე" - სალომე ზურაბიშვილი

"აშშ-ს ბევრი საფიქრალი აქვს, დიახ, საქართველო მსოფლიოს ცენტრი არ არის - თქვენ მათ რადარზე არ ხართ" - ესტონეთის ექსპრეზიდენტი

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე