ავტორი:

დღის ფოტო: ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი, ნათესავებმა სოფელ ორსანტიადან დაიტირეს

დღის ფოტო: ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი, ნათესავებმა სოფელ ორსანტიადან დაიტირეს

ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში, ოტობას დამაკავშირებელ ხიდთან, ნათესავები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი ჯ.თ-ს სახლიდან გამოსვენებას ელოდებიან.

გარდაცვლილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 50-მდე მეტრშია. ნათესავების თქმით, ისინი აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გამოღმა ნაპირიდან მიაგონ პატივი მიცვალებულს.

„კარგად ჩანს სახლი, საიდანაც მიცვალებული უნდა გამოასვენონ და აქედან მაინც დავიტირებთ. დღეს უნდა დაკრძალონ ოტობაიაში და აქედან გადმოსვენების პროცესს ვნახავთ.

იმ სოფელში ვარ გაზრდილი, ექვსი წელია რაც არ გადავსულვარ იმიტომ, რომ ზუგდიდში ვარ გათხოვილი და ოკუპირებულ აფხაზეთში რომ გადავიდე, შესაბამისი საბუთი არ მაქვს.

გარდაცვლილი ჩემი ბიძაშვილია, რომელსაც ვერ ვტირი. აქამდე ხიდთან მოასვენებდნენ მიცვალებულს და ისე შეგვეძლო დატირება, ახლა რუსმა სამხედროებმა ესეც აკრძალეს..." - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

კორონავირუსის გადატანიდან ვაქცინის მიღებამდე დაწესებული 120-დღიანი პერიოდი შეიძლება შემცირდეს - რა განაცხადა პაატა იმნაძემ?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო