სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ
ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რის, ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­სახ­ლი­სათ­ვის ახა­ლი ფუნ­ქცია გა­ნი­სა­ზღვრა და ის სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე გახ­და.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­სათ­ვის ახა­ლი ფუნ­ქცია გა­ნი­სა­ზღვრა - ეს არის სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე. შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას მთავ­რო­ბა გა­მოს­ცემს“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ლაშა ჟვა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა.

"ეს არ გახ­ლავთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს არის შე­თან­ხმე­ბა პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის, რომ ძი­რი­თად ნა­წილს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­სას და­ერ­ქვას სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფი, სა­დაც დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­და­ნაც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და მეც გახ­ლდით ერთ-ერთ სხდო­მა­ზე, სა­დაც იყო მსჯე­ლო­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჟვა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, რა სა­ხის ცე­რე­მო­ნი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სა­სახ­ლის „ძი­რი­თად ნა­წილ­ში“, ჟვა­ნი­ას თქმით, რომ ეს იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი და მა­ღა­ლი დო­ნის სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა".

ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­სახ­ლის შე­ნო­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი უნდა გამ­ხდა­რი­ყო და არა ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე. რო­გორც ბა­თი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის იდეა „სა­ქარ­თვე­ლო - რუს­თა­ვე­ლის სახ­ლი“ იყო. მისი თქმით, ეს სა­სახ­ლე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის რა­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ა­ნი, ტუ­რის­ტი იქ­ნე­ბო­და თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი, ქვეყ­ნის შე­სა­ხებ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­და.

არ­ქი­ტექ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, დღეს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბამ უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა.

„ჩემი პი­რა­დი აზრი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შე­ნო­ბა კულ­ტუ­რის ცენ­ტრი ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, მთავ­რო­ბას მი­აჩ­ნია, რომ მი­ღე­ბე­ბი სა­ჭი­რო საქ­მეა, მაგ­რამ მე მი­მაჩ­ნია, რომ უპირ­ვე­ლე­სი საქ­მეა ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის სა­კი­თხი. ამი­ტომ ეს შე­ნო­ბა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი იყო, რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლო - რუს­თა­ვე­ლის სახ­ლი“ ანუ ჩვე­ნი რა­ო­ბა, ჩვე­ნი როლი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­ში და მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის როლი ჩვენ­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს იქ­ნე­ბო­და უმ­თავ­რე­სი ობი­ექ­ტი მთელ ქარ­თულ კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში. სკო­ლის მო­წა­ფე იქ­ნე­ბო­და, ტუ­რის­ტი, უცხო ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი, მეფე იქ­ნე­ბო­და თუ პრე­ზი­დენ­ტი - ამ შე­ნო­ბა­ში ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბო­და მი­ე­ღო სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო. ამ შე­ნო­ბა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი როლი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ჩვენ ჯერ კი­დევ მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში შევ­ძე­ლით, რე­ნე­სან­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ით აღგ­ვე­ზარ­და თა­ო­ბე­ბი. ეს შოთა რუს­თა­ველ­მა გა­ა­კე­თა. ეს იდე­ო­ლო­გია ცი­დან არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა, ეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ა­თე პლან­ზე გა­და­ვი­და, წინა პლან­ზე სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა და ბან­კე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და გიგა ბა­თი­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს, 17:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტის ხელ­მომ­წე­რე­ბი­სათ­ვის მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მი­ღე­ბა აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუჩა 1-ში მდე­ბა­რე „სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ავლაბრის რეზიდენციაში მაღალი დონის სტუმრების მიღება მოხდება.

"ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს ავლაბრის რეზიდენციისას დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კითხვაზე, რა სახის ცერემონიები გაიმართება სასახლის „ძირითად ნაწილში“, ჟვანიას თქმით, რომ ეს იქნება უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების მიღება".

ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე. როგორც ბათიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შენობის იდეა „საქართველო - რუსთაველის სახლი“ იყო. მისი თქმით, ეს სასახლე ქართული კულტურის რაობის ამსახველი უნდა ყოფილიყო, სადაც თითოეულ ადამიანი, ტურისტი იქნებოდა თუ ოფიციალური სტუმარი, ქვეყნის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებდა.

არქიტექტორის შეფასებით, დღეს ქართული კულტურის მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და უფრო პრიორიტეტული სტუმრების მიღება იქნება.

„ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო - რუსთაველის სახლი“ ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში - ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში. სკოლის მოწაფე იქნებოდა, ტურისტი, უცხო ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტუმარი, მეფე იქნებოდა თუ პრეზიდენტი - ამ შენობაში ყველას შეეძლებოდა მიეღო სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს საქართველო. ამ შენობაში პერმანენტულად შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები იმიტომ, რომ ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შევძელით, რენესანსული იდეოლოგიით აღგვეზარდა თაობები. ეს შოთა რუსთაველმა გააკეთა. ეს იდეოლოგია ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს. ახლა ეს ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები