სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა
"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად მარ­თვის სწავ­ლა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილს ნელ-ნელა უფრო დახ­ვე­წი­ლად მარ­თავს. ამ­ბობს, რომ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შეც და­დი­ო­და...

- ამ­ჟა­მად "მერ­სე­დეს C300" მყავს - შარ­შან შე­ვი­ძი­ნე. სა­ერ­თოდ, უფრო მე­ტად მა­მა­კა­ცუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მომ­წონს, ვიდ­რე "გო­გოშ­კუ­რი". ეს მან­ქა­ნა შემ­თხვე­ვით ვნა­ხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. "მერ­სე­დე­სი" იდე­ა­ლუ­რი კლა­სის ბრენ­დია, კომ­ფორ­ტუ­ლი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩემი მან­ქა­ნაა - ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ისე, ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, "მუს­ტან­გი" მყო­ლო­და. სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი მომ­წონს, თუნ­დაც - "შევ­რო­ლე­ტი". ოც­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ავიხ­დენ, ოღონდ - ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით (იღი­მის).

- ავ­ტო­მო­ბილს რო­მე­ლი ასა­კი­დან მარ­თავ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლი­დან ვიცი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი. შარ­შან, ვიდ­რე ამ მან­ქა­ნას შე­ვი­ძენ­დი, ვა­პი­რებ­დი, ჯერ მარ­თვის მოწ­მო­ბა ამე­ღო და ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­დეგ მე­ყი­და, რად­გან ვი­ცო­დი, მერე მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა­ზე აღარ ვიზ­რუ­ნებ­დი, მაგ­რამ მა­ინც ისე მოხ­და, რომ ჯერ მან­ქა­ნა ვი­ყი­დე (იცი­ნის), შემ­დეგ დრო გა­მოვ­ნა­ხე და მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია იყო: ბო­ლოს პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რომ მა­ჩე­რებ­დნენ, უკვე "სი­ნაგ­ლე­საც" ხომ ჰქონ­და სა­ზღვა­რი (იცი­ნის)? მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ავ­ტო­მო­ბილს თა­ვი­სუფ­ლად ვმარ­თავ. ვი­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა აქვს და ამას წა­ი­კი­თხავს, მიხ­ვდე­ბა, რას ვგუ­ლის­ხმობ (იღი­მის).

- ეს შენი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია?

- არა. ავ­ტო­მო­ბი­ლი პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის წინ შე­ვი­ძი­ნე. სხვა­თა შო­რის, ისიც სპორ­ტუ­ლი იყო, მაგ­რამ უფრო მე­ტად - ქა­ლუ­რი. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­ლდათ და კარ­გად მემ­სა­ხუ­რა.

- რო­გორც მივ­ხვდი, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს, რად­გან ამ­დე­ნი ხანი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე და­დი­ო­დი...

- (იცი­ნის) სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მა­ჩე­რე­ბენ, რად­გან ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, წე­სე­ბი და­ვიც­ვა და ავ­ტო­მო­ბი­ლი ისე ვმარ­თო, რომ საფრ­თხე არ შევ­ქმნა... იმ პე­რი­ოდ­შიც იშ­ვი­ა­თად მა­ჩე­რებ­დნენ, მაგ­რამ მპა­ტი­ობ­დნენ. მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რად­გან დამ­ჯე­რი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე ვარ.

- პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გცნო­ბენ, ხომ?

- კი, ეს ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს.

- რა რე­აქ­ცია აქვთ, რო­დე­საც სა­ჭეს­თან შენ გხე­და­ვენ?

- და­დე­ბი­თი. სულ ვამ­ბობ­დი, ვი­ღაც ისე­თი შემ­ხვდე­ბა, ვი­საც არ მოვ­წონ­ვარ და მარ­თვის მოწ­მო­ბის უქონ­ლო­ბას არ მა­პა­ტი­ებს-მეთ­ქი (იცი­ნის), მაგ­რამ ასე­თი არა­ვინ შემ­ხვედ­რია.

- არა­სო­დეს და­უ­ჯა­რი­მე­ბი­ხარ?

- ახლა, რაც მარ­თვის მოწ­მო­ბა მაქვს, ჯა­რი­მე­ბი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­დან მომ­დის, რად­გან სწრა­ფი მან­ქა­ნა მყავს - რო­გორც ამ­ბო­ბენ, დიდი ძრა­ვა აქვს და სიჩ­ქა­რის­თვის ხში­რად გა­და­მი­ჭარ­ბე­ბია. თუ და­სავ­ლე­თის­კენ მივ­დი­ვარ, არ არ­სე­ბობს, ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი­დან ჯა­რი­მე­ბი არ მო­მი­ვი­დეს.

- სის­წრა­ფე გიყ­ვარს? ვინ­მეს­თან შე­ჯიბ­რე­ბის სურ­ვი­ლი გაგ­ჩე­ნია?

- ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვარ. სის­წრა­ფე მიყ­ვარს, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­მა­ტებ, რო­დე­საც ვიცი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბი და არც თა­ვად შე­ვუქ­მნი საფრ­თხეს ვინ­მეს, ანუ როცა გზა­ზე ბევ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ მოძ­რა­ობს.

- სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია შე­გქმნია?

- ღმერ­თის წყა­ლო­ბით - არა და იმე­დია, არც შე­მექ­მნე­ბა.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას სწრა­ფად აზ­როვ­ნებ?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან სწრა­ფი ინ­სტინ­ქტი მაქვს, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, არ მღა­ლა­ტობს.

- ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებ­დი?

- კი, შევ­ძლებ­დი. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნა მყავ­და, შემ­დეგ კი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი. ადა­მი­ანს მან­ქა­ნა კომ­ფორ­ტს გიქ­მნის. კარ­გია, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი გყავს, თუმ­ცა მის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი თავს.

- სა­ცო­ბებს რო­გორ არ­თმევ თავს?

- თუ სა­ცო­ბე­ბია, მა­შინ­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზა­ზე ვფიქ­რობ - სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა, რომ მოკ­ლე გზით წა­ვი­დე, რად­გან ჩემ­თვის დრო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. თან, დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ მიყ­ვარს. თუ სა­ცობს თავს ვერ ვაღ­წევ, რა ვქნა? მუ­სი­კას ვრთავ და ვე­ლო­დე­ბი, გზა რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ან როცა მარ­თლა დიდი სა­ცო­ბია, საქ­მეს ტე­ლე­ფო­ნით ვაგ­ვა­რებ - სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფო­ნით არ ვსარ­გებ­ლობ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა

"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუას გაცნობიერებული აქვს, რომ ავტომობილის სრულფასოვნად მართვის სწავლა წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთადაა შესაძლებელი. საკუთარ ავტომობილს ნელ-ნელა უფრო დახვეწილად მართავს. ამბობს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ქალაქში მართვის მოწმობის გარეშეც დადიოდა...

- ამჟამად "მერსედეს C300" მყავს - შარშან შევიძინე. საერთოდ, უფრო მეტად მამაკაცური ავტომობილები მომწონს, ვიდრე "გოგოშკური". ეს მანქანა შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა. "მერსედესი" იდეალური კლასის ბრენდია, კომფორტული. გამონაკლისი არც ჩემი მანქანაა - ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, "მუსტანგი" მყოლოდა. სპორტული მანქანები მომწონს, თუნდაც - "შევროლეტი". ოცნებას აუცილებლად ავიხდენ, ოღონდ - ცოტა მოგვიანებით (იღიმის).

- ავტომობილს რომელი ასაკიდან მართავ?

- დაახლოებით 20 წლიდან ვიცი ავტომობილის მართვა. უნდა გამოვტყდე, რომ ცუდად მოვიქეცი, რადგან წლების განმავლობაში, მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. შარშან, ვიდრე ამ მანქანას შევიძენდი, ვაპირებდი, ჯერ მართვის მოწმობა ამეღო და ავტომობილი შემდეგ მეყიდა, რადგან ვიცოდი, მერე მართვის მოწმობის აღებაზე აღარ ვიზრუნებდი, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ჯერ მანქანა ვიყიდე (იცინის), შემდეგ დრო გამოვნახე და მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები ჩავაბარე. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო: ბოლოს პატრულის თანამშრომლები რომ მაჩერებდნენ, უკვე "სინაგლესაც" ხომ ჰქონდა საზღვარი (იცინის)? მართვის მოწმობა ავიღე და ბედნიერი ვარ, რადგან ავტომობილს თავისუფლად ვმართავ. ვისაც მართვის მოწმობა აქვს და ამას წაიკითხავს, მიხვდება, რას ვგულისხმობ (იღიმის).

- ეს შენი პირველი ავტომობილია?

- არა. ავტომობილი პირველად დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე. სხვათა შორის, ისიც სპორტული იყო, მაგრამ უფრო მეტად - ქალური. ძალიან კომფორტული გახლდათ და კარგად მემსახურა.

- როგორც მივხვდი, პატრულის თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს, რადგან ამდენი ხანი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდი...

- (იცინის) სხვათა შორის, ძალიან იშვიათად მაჩერებენ, რადგან ყოველთვის ვცდილობ, წესები დავიცვა და ავტომობილი ისე ვმართო, რომ საფრთხე არ შევქმნა... იმ პერიოდშიც იშვიათად მაჩერებდნენ, მაგრამ მპატიობდნენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან დამჯერი, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.

- პატრულის თანამშრომლები გცნობენ, ხომ?

- კი, ეს ფაქტორი მოქმედებს.

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც საჭესთან შენ გხედავენ?

- დადებითი. სულ ვამბობდი, ვიღაც ისეთი შემხვდება, ვისაც არ მოვწონვარ და მართვის მოწმობის უქონლობას არ მაპატიებს-მეთქი (იცინის), მაგრამ ასეთი არავინ შემხვედრია.

- არასოდეს დაუჯარიმებიხარ?

- ახლა, რაც მართვის მოწმობა მაქვს, ჯარიმები ავტომაგისტრალიდან მომდის, რადგან სწრაფი მანქანა მყავს - როგორც ამბობენ, დიდი ძრავა აქვს და სიჩქარისთვის ხშირად გადამიჭარბებია. თუ დასავლეთისკენ მივდივარ, არ არსებობს, ავტომაგისტრალიდან ჯარიმები არ მომივიდეს.

- სისწრაფე გიყვარს? ვინმესთან შეჯიბრების სურვილი გაგჩენია?

- ძალიან ფრთხილი ვარ. სისწრაფე მიყვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში ვუმატებ, როდესაც ვიცი, რომ მაქსიმალურად დაცული ვიქნები და არც თავად შევუქმნი საფრთხეს ვინმეს, ანუ როცა გზაზე ბევრი ავტომობილი არ მოძრაობს.

- საავარიო სიტუაცია შეგქმნია?

- ღმერთის წყალობით - არა და იმედია, არც შემექმნება.

- ავტომობილის მართვისას სწრაფად აზროვნებ?

- საერთოდ, ძალიან სწრაფი ინსტინქტი მაქვს, რომელიც ჯერჯერობით, არ მღალატობს.

- ავტომობილის გარეშე ცხოვრებას შეძლებდი?

- კი, შევძლებდი. 2 წლის განმავლობაში მანქანა მყავდა, შემდეგ კი ავტომობილის გარეშე დავდიოდი. ადამიანს მანქანა კომფორტს გიქმნის. კარგია, როდესაც საკუთარი ავტომობილი გყავს, თუმცა მის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

- საცობებს როგორ ართმევ თავს?

- თუ საცობებია, მაშინვე ალტერნატიულ გზაზე ვფიქრობ - საიდან შეიძლება, რომ მოკლე გზით წავიდე, რადგან ჩემთვის დრო უმნიშვნელოვანესია. თან, დაგვიანება არ მიყვარს. თუ საცობს თავს ვერ ვაღწევ, რა ვქნა? მუსიკას ვრთავ და ველოდები, გზა როდის გათავისუფლდება ან როცა მართლა დიდი საცობია, საქმეს ტელეფონით ვაგვარებ - სხვა შემთხვევაში, საჭესთან ტელეფონით არ ვსარგებლობ...წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა