სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თავში სიმსივნე აქვს, აუტანელ ტკივილებს ებრძვის... ყოველ ათ წუთში ეტლიდან ადგომას სთხოვს..." - დევნილი წყვილის გაუსაძლისი ყოფა გურიაში
"თავში სიმსივნე აქვს, აუტანელ ტკივილებს ებრძვის... ყოველ ათ წუთში ეტლიდან ადგომას სთხოვს..." - დევნილი წყვილის გაუსაძლისი ყოფა გურიაში

გო­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "დრო­ას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კატო კო­ტო­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ოზურ­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის შე­სა­ხებ წერს:

"არ ვიცი, ამ ხალ­ხზე მო­ყო­ლა სა­ი­დან და­ვი­წყო... ან ღირს თუ არა ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა. შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი დღეს, ცოლ-ქმა­რი, მაკა და ემ­ზა­რი. სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

ქმა­რი 47 წლი­საა, თავ­ში სიმ­სივ­ნე აქვს და აუ­ტა­ნელ ტკი­ვი­ლებს ებ­რძვის, არ ეს­მის და გა­რე­სამ­ყა­როს­თან თით­ქმის არ კონ­ტაქ­ტობს, მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ­თვის გა­სა­გე­ბი მი­მი­კე­ბით და ჟეს­ტე­ბის ენით. ეგეც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად.

ცოლი - მაკა, სულ რა­ღაც 40 წლი­საა, ჩემ­ზე 7 წლით დიდი, და ალ­ბათ 27 წლით უფ­როსს გავ­და, ცხოვ­რე­ბის­გან ისეა და­ტან­ჯუ­ლი. რო­გორც მი­თხრა აფხა­ზე­თი­დან არის დევ­ნი­ლი, ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი რო­მაა, გე­მით რომ გა­მო­ყავთ ხალ­ხი, აი, იმ გე­მის ერთ-ერთი მგზავ­რია.

როცა არც წვიმს და არც ქა­რია, მაკა და ემ­ზა­რი სახ­ლის წინ სხე­დან ასე... მთე­ლი დღე. ყო­ველ ათ წუთ­ში ერთხელ სთხოვს ეტ­ლი­დან ად­გო­მას, ერთ წუთს ჩერ­დე­ბა და ჯდე­ბა ისევ. და მერე სი­გა­რეტს უკი­დებს. ჩემი იქ ყოფ­ნი­სას იმ­დენ­ჯერ გან­მე­ორ­და პრო­ცე­სი, ერთხე­ლაც ვთხო­ვე სუ­რათს გა­და­გი­ღებთ-მეთ­ქი. რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­დი­ა­ნი და თან მზრუნ­ვე­ლო­ბით სავ­სე კად­რე­ბი იყო.

პა­ტა­რა გულო ყავთ, 11 წლის, შე­იძ­ლე­ბა იცო­დეთ კი­დეც მისი ვი­დეო, თუ არა­და ლინკს კო­მენ­ტა­რებ­ში დავ­დებ. "სი­კე­თის ქა­ლა­ქი", ემიგ­რან­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ეხ­მა­რე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად. ოჯახს მარ­თლა ძა­ლი­ან უჭირს, საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ჭურ­ჭე­ლი... ბევ­რი რამ ჭირ­დე­ბათ ყო­ველ­დღი­უ­რად. მცი­რე მუდ­მი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი კი აქვთ (მემ­გო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით), მაგ­რამ პამ­პერ­სებს და წამ­ლებ­საც კი არ ყოფ­ნი­სო. ძა­ლი­ან მძი­მე ის­ტო­რი­ებს მო­მიყ­ვა, იმ­დენ­ჯერ აუც­რემ­ლი­ან­და თვა­ლე­ბი, ისე­თი დამ­ღლე­ლი და აუ­ტა­ნე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ჰქო­ნია, ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოც, გული მო­მიკ­ვდა... იქ­ნებ რამე მო­ვი­ფიქ­რო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვეხ­მა­რო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თავში სიმსივნე აქვს, აუტანელ ტკივილებს ებრძვის... ყოველ ათ წუთში ეტლიდან ადგომას სთხოვს..." - დევნილი წყვილის გაუსაძლისი ყოფა გურიაში

"თავში სიმსივნე აქვს, აუტანელ ტკივილებს ებრძვის... ყოველ ათ წუთში ეტლიდან ადგომას სთხოვს..." - დევნილი წყვილის გაუსაძლისი ყოფა გურიაში

გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" წარმომადგენელი კატო კოტოლაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოზურგეთში მცხოვრები ოჯახის გაუსაძლისი ყოფის შესახებ წერს:

"არ ვიცი, ამ ხალხზე მოყოლა საიდან დავიწყო... ან ღირს თუ არა ყველაფრის მოყოლა. შემთხვევით გავიცანი დღეს, ცოლ-ქმარი, მაკა და ემზარი. სოფელ მაკვანეთში ცხოვრობენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ქმარი 47 წლისაა, თავში სიმსივნე აქვს და აუტანელ ტკივილებს ებრძვის, არ ესმის და გარესამყაროსთან თითქმის არ კონტაქტობს, მხოლოდ ოჯახის წევრებთან აქვს კომუნიკაცია, მათთვის გასაგები მიმიკებით და ჟესტების ენით. ეგეც ძალიან იშვიათად.

ცოლი - მაკა, სულ რაღაც 40 წლისაა, ჩემზე 7 წლით დიდი, და ალბათ 27 წლით უფროსს გავდა, ცხოვრებისგან ისეა დატანჯული. როგორც მითხრა აფხაზეთიდან არის დევნილი, ცნობილი კადრები რომაა, გემით რომ გამოყავთ ხალხი, აი, იმ გემის ერთ-ერთი მგზავრია.

როცა არც წვიმს და არც ქარია, მაკა და ემზარი სახლის წინ სხედან ასე... მთელი დღე. ყოველ ათ წუთში ერთხელ სთხოვს ეტლიდან ადგომას, ერთ წუთს ჩერდება და ჯდება ისევ. და მერე სიგარეტს უკიდებს. ჩემი იქ ყოფნისას იმდენჯერ განმეორდა პროცესი, ერთხელაც ვთხოვე სურათს გადაგიღებთ-მეთქი. რაღაცნაირი სევდიანი და თან მზრუნველობით სავსე კადრები იყო.

პატარა გულო ყავთ, 11 წლის, შეიძლება იცოდეთ კიდეც მისი ვიდეო, თუ არადა ლინკს კომენტარებში დავდებ. "სიკეთის ქალაქი", ემიგრანტები და ადგილობრივი ეკლესია ეხმარება პერიოდულად. ოჯახს მართლა ძალიან უჭირს, საკვები, ტანსაცმელი, ჭურჭელი... ბევრი რამ ჭირდებათ ყოველდღიურად. მცირე მუდმივი შემოსავალი კი აქვთ (მემგონი სოციალური დახმარების სახით), მაგრამ პამპერსებს და წამლებსაც კი არ ყოფნისო. ძალიან მძიმე ისტორიებს მომიყვა, იმდენჯერ აუცრემლიანდა თვალები, ისეთი დამღლელი და აუტანელი ყოველდღიურობა ჰქონია, ხალხის დამოკიდებულების გამოც, გული მომიკვდა... იქნებ რამე მოვიფიქრო, როგორ შეიძლება დავეხმარო".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს