სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ფულს სძალავდა
შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ფულს სძალავდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ს. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სა­ხე­ლით, სის­ტე­მა­ტუ­რად სძა­ლავ­და ფულს რუს­თავ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი კერ­ძო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის მფლო­ბელს, თან­ხის არ მი­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში კი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­თა და ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით, ასე­ვე, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის იძუ­ლე­ბით და­ხურ­ვით ემუქ­რე­ბო­და.

კლი­ნი­კის მფლო­ბე­ლი გა­მომ­ძალ­ველს სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხას სის­ტე­მა­ტუ­რად უხ­დი­და. მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში კი მან დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

პო­ლი­ცი­ამ, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.ს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი და 181-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

VIDEO: "ჩემი დედა მო**** თუ სა­მუ­და­მოდ იარ­ლი­ყით არ დაგ­ტო­ვო შე ბო***" - რო­გორ სძა­ლავ­და მა­მა­კა­ცი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სა­ხე­ლით ფულს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის მფლო­ბელს

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ფულს სძალავდა

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ფულს სძალავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

VIDEO: "ჩემი დედა მო**** თუ სამუდამოდ იარლიყით არ დაგტოვო შე ბო***" - როგორ სძალავდა მამაკაცი ქურდული სამყაროს სახელით ფულს სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს

"მთელი სოფელი შოკშია... მკვლელმა ავთოს დეიდას დაურეკა, დისშვილი მოგიკალიო" - ვინ იყო ჩოხატაურში მოკლული 26 წლის ბიჭი

მკვლელობა ჩოხატაურში - 26 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლეს

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა