სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა

პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მე­სა­მე მოს­მე­ნით კენ­ჭისყ­რის დროს ჩა­აგ­დო.

კა­ნონპ­რო­ექტს მხო­ლოდ 54 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი და კენ­ჭისყ­რის ამ შე­დე­გით ის ვერ და­ამ­ტკი­ცეს.

დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ ხმა­უ­რის გამო გა­უ­გე­ბა­რი იყო თუ რო­მელ პრო­ექტს ეყ­რე­ბო­და კენ­ჭი და თუ კი რეგ­ლა­მენ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და, გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყრა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კო­ბე­რი­ძის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლებ­ში გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის პრო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლი არ არის. სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის თხოვ­ნით დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იხი­ლავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით ის ვერ დაამტკიცეს.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები