სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა
კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხოვ­ლე­ში, ერთ-ერთი სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ეზო­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უძ­ვე­ლე­სი სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ზუ­რაბ ზა­ქა­რაშ­ვი­ლი დის კუთ­ვნი­ლი სახ­ლის ეზო­ში ორ­მოს თხრი­და, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმე­ზე სა­მარხს მი­აგ­ნო.

ზუ­რაბ ზა­ქა­რაშ­ვი­ლი AMBEBi.GE-სთან იხ­სე­ნებს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ახალ­გაზ­რდა ქალს თავ­თან ბრინ­ჯა­ოს თმის სა­მაგ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­საც მა­ხა­თის მსგავ­სი ფორ­მა აქვს, ასე­ვე სა­მარხში აღ­მოჩ­ნდა თი­ხის ფი­ა­ლა, დოქი და მე­წა­მუ­ლი ფე­რის ყელ­სა­ბა­მი. სა­მარხში ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ერთი, შე­საძ­ლოა ბავ­შვის ან ცხო­ვე­ლის ძვლე­ბია ნა­პოვ­ნი.

„ეზო­ში მი­წას ვჭრი­დი, ორმო უნდა ამო­მე­თხა­რა, რო­დე­საც ეს სა­მარ­ხი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით, 1 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ქვე­ბი რომ გა­მოჩ­ნდა, ად­გი­ლი მო­ვა­სუფ­თა­ვე და ვნა­ხე, რომ პა­ტა­რა სა­მარ­ხი იყო. სა­მარ­ხის სი­გა­ნე, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 სან­ტი­მე­რია. ზე­მო­დან არა­ფე­რი არ ეფა­რა, მი­წით იყო და­ფა­რუ­ლი. ქალი, რო­მე­ლიც სა­მარხშია ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი, მოხ­რი­ლია, თავი მუხ­ლებ­თან აქვს და ემ­ბრი­ო­ნის პო­ზა­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

ასე­ვე ვნა­ხე წვრი­ლი ნეკ­ნე­ბი, სა­ვა­უ­რა­უ­დოდ, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ან ცხო­ვე­ლის იქ­ნე­ბა, თუმ­ცა აღარ გავ­თხა­რე, რომ არ და­მე­შა­ლა. სა­მარ­ხი რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, სწო­რედ ისე დავ­ტო­ვე.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი მძი­ვე­ბი მე­წა­მუ­ლი ფე­რი­საა და ძა­ლი­ან წვრი­ლია. არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა ფორ­მა აქვს მი­ცე­მუ­ლი. ძეწ­კვს თან ერ­თვის ძვლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა ფორ­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც სიძ­ვე­ლის­გან ნა­წი­ლობ­რივ დაშ­ლი­ლია" - აღ­ნიშ­ნა ზურა ზა­ქა­რაშ­ვილ­მა.

სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა აღ­მო­ჩე­ნა ხე­ლუხ­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვეს. ისი­ნი გეგ­მა­ვენ, რომ სა­მარ­ხის დე­ტა­ლუ­რად შე­სას­წავ­ლად კას­პის მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა

კასპში, სახლის მეპატრონემ ეზოში სამუშაოების დროს, ქალის და ბავშვის სამარხი აღმოაჩინა

კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ერთ-ერთი სახლის მეპატრონეებმა ეზოში სამშენებლო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. ზურაბ ზაქარაშვილი დის კუთვნილი სახლის ეზოში ორმოს თხრიდა, როდესაც რამდენიმე მეტრის სიღრმეზე სამარხს მიაგნო.

ზურაბ ზაქარაშვილი AMBEBi.GE-სთან იხსენებს, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალს თავთან ბრინჯაოს თმის სამაგრი აღმოაჩინა, რომელსაც მახათის მსგავსი ფორმა აქვს, ასევე სამარხში აღმოჩნდა თიხის ფიალა, დოქი და მეწამული ფერის ყელსაბამი. სამარხში ასევე სავარაუდოდ, კიდევ ერთი, შესაძლოა ბავშვის ან ცხოველის ძვლებია ნაპოვნი.

„ეზოში მიწას ვჭრიდი, ორმო უნდა ამომეთხარა, როდესაც ეს სამარხი აღმოვაჩინე. დაახლოებით, 1 მეტრის სიღრმეზე ქვები რომ გამოჩნდა, ადგილი მოვასუფთავე და ვნახე, რომ პატარა სამარხი იყო. სამარხის სიგანე, დაახლოებით, 70 სანტიმერია. ზემოდან არაფერი არ ეფარა, მიწით იყო დაფარული. ქალი, რომელიც სამარხშია ჩასვენებული, მოხრილია, თავი მუხლებთან აქვს და ემბრიონის პოზაშია დაკრძალული.

ასევე ვნახე წვრილი ნეკნები, სავაურაუდოდ, მცირეწლოვანი ბავშვის ან ცხოველის იქნება, თუმცა აღარ გავთხარე, რომ არ დამეშალა. სამარხი როგორც აღმოვაჩინე, სწორედ ისე დავტოვე.

აღმოჩენილი მძივები მეწამული ფერისაა და ძალიან წვრილია. არის დამუშავებული და სხვადასხვა ფორმა აქვს მიცემული. ძეწკვს თან ერთვის ძვლისგან დამზადებული პატარ-პატარა ფორმებიც, რომლებიც სიძველისგან ნაწილობრივ დაშლილია" - აღნიშნა ზურა ზაქარაშვილმა.

სახლის მეპატრონეებმა აღმოჩენა ხელუხლებელ მდგომარეობაში დატოვეს. ისინი გეგმავენ, რომ სამარხის დეტალურად შესასწავლად კასპის მუზეუმის სპეციალისტებს დაუკავშირდნენ.

"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო

"გოგონა იყო ჭარბი წონით, თანმხლები დაავადების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია" - რას ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდით გარდაცვლილ 24 წლის პაციენტზე და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო

"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით... მივმართავთ სასამართლოს" - რას ყვება კოვიდით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი