სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - ბათუმის ციხეში პატიმარებმა თვითდაზიანება მიიყენეს
"უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - ბათუმის ციხეში პატიმარებმა თვითდაზიანება მიიყენეს

ბა­თუ­მის ნო­მერ მე­სა­მე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხე­ში არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. წე­რილ­ში, რო­მელ­შიც პა­ტიმ­რებ­მა ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნეს, დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ ყოფ­ნა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ისი­ნი სას­მე­ლი წყლის, სუფ­თა ჰა­ე­რი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე, ტუ­ა­ლე­ტებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე წე­რენ.

"ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად, უკ­ლებ­ლივ მთე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბელ სა­კან­ში გვი­თი­შა­ვენ წყალს ღა­მის 3 სა­ათ­ზე და გვირ­თა­ვენ დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე. წყლის გა­თიშ­ვის პე­რი­ოდ­ში ჩვენ გან­ვიც­დით მძი­მე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას. ჩვენ ამ სა­ა­თე­ბის მან­ძილ­ზე ვერ ვიკ­მა­ყო­ფი­ლებთ წყურ­ვილს, რაც იწ­ვევს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბა­სა და გა­ნად­გუ­რე­ბას.

ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე დღემ­დე ჰა­ე­რის გამ­წო­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა მუდ­მი­ვად ითი­შე­ბა ღა­მის 3 სა­ათ­ზე და ირ­თვე­ბა დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე.

ჩვენ მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუდ­მი­ვი გა­მოწ­ვე­ვა და აგ­რე­სია. ყვე­ლა გზით ცდი­ლო­ბენ, გა­მოგ­ვიყ­ვა­ნონ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და დაგ­ვი­მა­ტონ სას­ჯე­ლი. უკა­ნო­ნოდ გვიკ­რძა­ლა­ვენ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებ­სა და პა­ემ­ნებს ოჯახ­თან. ასე­ვე უკა­ნო­ნოდ გვან­თავ­სე­ბენ ვან­და­ლურ საკ­ნებ­სა და კარ­ცე­რებ­ში" - წე­რენ პა­ტიმ­რე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში ბა­თუ­მის ცი­ხის პა­ტიმ­რე­ბი პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს შვე­ლა­სა და რე­ა­გი­რე­ბას სთხო­ვენ.

და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ცოტ­ნე ანა­ნი­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­მი­ვე პა­ტი­მა­რი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, მათ აქვთ თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ხე­ლის არე­ში. ამ­ჟა­მად ისი­ნი სხვა­დას­ხვა საკ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. სა­მი­ვე ძა­ფე­ბით იყო გა­დაბ­მუ­ლი. ერთს, რო­მე­ლიც ად­ვო­კატს შეხ­ვდა, მავ­თუ­ლი­თაც ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლეს წყლი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მა, ასე­ვე სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ცი­ხის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელ­თან", - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ანა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - ბათუმის ციხეში პატიმარებმა თვითდაზიანება მიიყენეს

"უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - ბათუმის ციხეში პატიმარებმა თვითდაზიანება მიიყენეს

ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ. წერილში, რომელშიც პატიმრებმა ციხიდან გამოგზავნეს, დეტალურადაა აღწერილი რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. უფრო კონკრეტულად, ისინი სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე, ტუალეტებში სათვალთვალო კამერების არსებობაზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე წერენ.

"ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე ყოველდღიურად, უკლებლივ მთელი დაწესებულების ყველა საცხოვრებელ საკანში გვითიშავენ წყალს ღამის 3 საათზე და გვირთავენ დილის 07:30 საათზე. წყლის გათიშვის პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩვენ ამ საათების მანძილზე ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც იწვევს ჩვენი ჯანმრთელობის მოსპობასა და განადგურებას.

ამ დაწესებულებაში წლების მანძილზე დღემდე ჰაერის გამწოვი საშუალება მუდმივად ითიშება ღამის 3 საათზე და ირთვება დილის 07:30 საათზე.

ჩვენ მიმართ ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია. ყველა გზით ცდილობენ, გამოგვიყვანონ მდგომარეობიდან და დაგვიმატონ სასჯელი. უკანონოდ გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებსა და პაემნებს ოჯახთან. ასევე უკანონოდ გვანთავსებენ ვანდალურ საკნებსა და კარცერებში" - წერენ პატიმრები.

გავრცელებულ წერილში ბათუმის ციხის პატიმრები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავარ პროკურატურას და სხვა შესაბამის უწყებებს შველასა და რეაგირებას სთხოვენ.

დაშავებული პატიმრების მოსანახულებლად აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ცოტნე ანანიძე იმყოფებოდა.

"სამივე პატიმარი მოვინახულე, მათ აქვთ თვითდაზიანებები ხელის არეში. ამჟამად ისინი სხვადასხვა საკნებში იმყოფებიან. სამივე ძაფებით იყო გადაბმული. ერთს, რომელიც ადვოკატს შეხვდა, მავთულითაც ჰქონდა დაზიანება მიყენებული. მიზეზად დაასახელეს წყლისა და ვენტილაციის პრობლემა, ასევე სიტყვიერი შელაპარაკება ციხის ერთ-ერთ თანამშრომელთან", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ