სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს ასთმური შეტევებისგან" - რა უნიკალურ მედიკამენტზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები
"პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს ასთმური შეტევებისგან" - რა უნიკალურ მედიკამენტზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები

სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში, ხვე­ლა ან სტვე­ნი­თი სუნ­თქვა - ასე­თია სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბაც ას­თმით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე უწევთ. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ა­ვა­დე­ბის ამ­გვარ წნეხს სა­კუ­თარ თავ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 340 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ოთხი­დან ერთ ბავ­შვს ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი ან ას­თმის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა, ას­თმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­საძ­ლოა, დას­რულ­დეს თუ მკურ­ნა­ლო­ბის ის ახა­ლი მე­თო­დი გა­ა­მარ­თლებს, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­შიც ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ბერ­ძნე­თი­დან, ინ­გლი­სი­დან, ბელ­გი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან, ორ ქარ­თულ ჯგუფ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნის ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში მიკ­რო­ბუ­ლი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას მას­ში ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის შეყ­ვა­ნის გზით ცდი­ლო­ბენ. რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა ეს ას­თმით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ნინა ჭა­ნიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- რო­გორც გა­ირ­კვა, ას­თმის მქო­ნე ბავ­შვებ­ში მიკ­რო­ბუ­ლი ბა­ლან­სი დარ­ღვე­უ­ლია. ეს დარ­ღვე­ვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ ბავ­შვებს აკ­ლი­ათ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ეკო­ლო­გი­ურ ნი­შა­ში. ჩვენ გვინ­და, რომ გა­მოვ­ყოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი და შემ­დეგ ისი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ვიყ­ვა­ნოთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ზედა სა­სუნ­თქ გზებ­ში.

ას­თმის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ მი­ზე­ზად შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ ის, რომ სა­სუნ­თქ გზებ­ში დარ­ღვე­უ­ლია ბა­ლან­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვგო­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­ვად­გი­ნოთ ეს ბა­ლან­სი და ბა­ლან­სის აღ­დგე­ნის შე­დე­გად, რა თქმა უნდა, ას­თმუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი შემ­ცირ­დე­ბა ან მთლი­ა­ნად აღ­მო­ი­ფხვრე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა ნინა ჭა­ნიშ­ვილ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ჰი­პო­თე­ზის დამ­ტკი­ცე­ბას, რო­მე­ლიც იმუ­ნო­ლო­გე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს და მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 4 წლის გან­მავ­ლობ­ში შე­ეც­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ვიდ­რე სა­ბო­ლოო მე­დი­კა­მენ­ტი დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, სა­სინ­ჯა­რე და კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს.

„პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ვის­წავ­ლოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი, მათი გე­ნე­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, შემ­დეგ უნდა გა­მოვ­ცა­დოთ ეს ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ქსო­ვი­ლო­ვან კულ­ტუ­რა­ზე - ეს არის ე.წ ინ­ვიტ­რო ანუ სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ცდე­ბი. თუ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­და­ვი­დეთ კლი­ნი­კურ გა­მოც­დებ­ზე.

კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის­თვის, რა თქმა უნდა, მსურ­ვე­ლე­ბი უნდა მო­ი­ძებ­ნონ, უნდა შედ­გეს ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი და ასე­ვე სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფი, რომ შე­ვა­და­როთ სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გე­ბი. ჩვენ გვგო­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და ას­თმუ­რი შე­ტე­ვე­ბი აღარ ჰქონ­დეს“ - აღ­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჰი­პო­თე­ზამ ყვე­ლა შე­საძ­ლო შე­მოწ­მე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მე­დი­კა­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის ეტა­პამ­დე მი­ვი­და, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ინ­ჰა­ლა­ტო­რის ან სპრე­ის სა­ხით იქ­ნე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რაში მდგო­მა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მის უნი­კა­ლუ­რო­ბა, თუ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზეც კი უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლია.

"პირ­ველ რიგ­ში სი­ახ­ლე ის არის, რომ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ვიხ­მა­როთ, ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი ნი­შის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა. ორი­გი­ნა­ლო­ბა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ჩვენ ვი­ყე­ნებთ იმას, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს და ვაბ­რუ­ნებთ უკან ბუ­ნე­ბა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ანუ ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მაა.

ჩვენ არ მო­ვიხ­მართ არც ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს და არც ჰორ­მო­ნა­ლურ პრე­პა­რა­ტებს და სწო­რედ ამით არის ჩვე­ნი მიდ­გო­მა უკე­თე­სი და ამით არის უნი­კა­ლუ­რი, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბულ ბუ­ნებ­რივ ელე­მენ­ტებს, ისევ და­ვაბ­რუ­ნებთ უკვე გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იმ ეკო­ლო­გი­ურ ნი­შა­ში, სა­დაც მისი ნაკ­ლე­ბო­ბაა“ - გან­მარ­ტა ნინა ჭა­ნიშ­ვილ­მა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა და მათ აღარ მო­უ­წევთ იმ ში­შის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, რა­საც ას­თმუ­რი შე­ტე­ვა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ჰქვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს ასთმური შეტევებისგან" - რა უნიკალურ მედიკამენტზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები

"პაციენტი შესაძლოა სრულად განიკურნოს ასთმური შეტევებისგან" - რა უნიკალურ მედიკამენტზე მუშაობენ ქართველი სპეციალისტები

სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა ან სტვენითი სუნთქვა - ასეთია სიმპტომები, რომლებთან გამკლავებაც ასთმით დაავადებულ ადამიანებს კვირაში რამდენჯერმე, უარეს შემთხვევაში კი დღეში რამდენჯერმე უწევთ. მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების ამგვარ წნეხს საკუთარ თავზე დაახლოებით 340 მილიონი ადამიანი განიცდის.

სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ოთხიდან ერთ ბავშვს ასთმური შეტევები ან ასთმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება. თუმცა, ასთმასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, დასრულდეს თუ მკურნალობის ის ახალი მეთოდი გაამართლებს, რომლის შემუშავებაშიც ქართველი სპეციალისტები არიან ჩართულნი გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.

სპეციალისტები საბერძნეთიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან, ორ ქართულ ჯგუფთან ერთად ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში მიკრობული ბალანსის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების გაზრდილი რაოდენობის შეყვანის გზით ცდილობენ. როგორ დაეხმარება ეს ასთმით დაავადებულ ადამიანებს, ამაზე AMBEBI.GE-ს ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების გამგე ნინა ჭანიშვილი ესაუბრა.

- როგორც გაირკვა, ასთმის მქონე ბავშვებში მიკრობული ბალანსი დარღვეულია. ეს დარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბავშვებს აკლიათ ბაქტერიოფაგების რაოდენობა ზედა სასუნთქი გზების ეკოლოგიურ ნიშაში. ჩვენ გვინდა, რომ გამოვყოთ ეს ბაქტერიოფაგები და შემდეგ ისინი ხელოვნურად შევიყვანოთ დაავადებული ბავშვების ზედა სასუნთქ გზებში.

ასთმის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ სასუნთქ გზებში დარღვეულია ბალანსი. შესაბამისად, ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია აღვადგინოთ ეს ბალანსი და ბალანსის აღდგენის შედეგად, რა თქმა უნდა, ასთმური გამოვლინებები შემცირდება ან მთლიანად აღმოიფხვრება“ - აღნიშნა ნინა ჭანიშვილმა.

არსებული ჰიპოთეზის დამტკიცებას, რომელიც იმუნოლოგებისგან მომდინარეობს და მანჩესტერის უნივერსიტეტში გენეტიკური ანალიზის შედეგად არის დადასტურებული, მეცნიერები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 4 წლის განმავლობში შეეცდებიან. თუმცა, ვიდრე საბოლოო მედიკამენტი დღის სინათლეს იხილავს, სასინჯარე და კლინიკური ცდების გავლა მოუწევს.

„პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ ეს ბაქტერიოფაგები, მათი გენეტიკური თვისებები, შემდეგ უნდა გამოვცადოთ ეს ბაქტერიოფაგები ქსოვილოვან კულტურაზე - ეს არის ე.წ ინვიტრო ანუ სინჯარაში ჩასატარებელი ცდები. თუ ექსპერიმენტებში იმუნოლოგიური პარამეტრები გამოსწორდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გადავიდეთ კლინიკურ გამოცდებზე.

კლინიკური გამოცდისთვის, რა თქმა უნდა, მსურველები უნდა მოიძებნონ, უნდა შედგეს ძირითადი ჯგუფი და ასევე საკონტროლო ჯგუფი, რომ შევადაროთ სტანდარტული მკურნალობისა და ბაქტერიოფაგებით მკურნალობის შედეგები. ჩვენ გვგონია, რომ პაციენტი შეიძლება, სრულიად გამოჯანმრთელდეს და ასთმური შეტევები აღარ ჰქონდეს“ - აღნიშნა სპეციალისტმა.

იმ შემთხვევაში თუ ჰიპოთეზამ ყველა შესაძლო შემოწმება წარმატებით გაიარა და მედიკამენტის დამზადების ეტაპამდე მივიდა, ის სავარაუდოდ, მომხმარებლისთვის ინჰალატორის ან სპრეის სახით იქნება მიწოდებული. თუმცა, საინტერესოა, რაში მდგომარეობს აღნიშნული მიდგომის უნიკალურობა, თუ ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული მედიკამენტები საქართველოს ბაზარზეც კი უკვე რამდენიმე ათეული წელია წარმოდგენილია.

"პირველ რიგში სიახლე ის არის, რომ ბაქტერიოფაგები, რომლებიც უნდა ვიხმაროთ, ზედა სასუნთქი გზების ეკოლოგიური ნიშის შესაბამისი იქნება. ორიგინალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიყენებთ იმას, რაც ბუნებაში არსებობს და ვაბრუნებთ უკან ბუნებაში მომატებული რაოდენობით. ანუ ეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ბიოლოგიური მიდგომაა.

ჩვენ არ მოვიხმართ არც ანტიბიოტიკებს და არც ჰორმონალურ პრეპარატებს და სწორედ ამით არის ჩვენი მიდგომა უკეთესი და ამით არის უნიკალური, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებაში არსებულ ბუნებრივ ელემენტებს, ისევ დავაბრუნებთ უკვე გაზრდილი რაოდენობით იმ ეკოლოგიურ ნიშაში, სადაც მისი ნაკლებობაა“ - განმარტა ნინა ჭანიშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ ქართველი მეცნიერები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად წარმატებას მიაღწევენ, მილიონობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და მათ აღარ მოუწევთ იმ შიშის ქვეშ ცხოვრება, რასაც ასთმური შეტევა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი ჰქვია.

"არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს" - ცერცვაძე

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება

"ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში მოუწოდა მოსახლეობას, კოვიდი არაფერიაო... ნუ ახდენთ საფრთხის იგნორირებას" - ცერცვაძე