ავტორი:

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 6-ვე პირი გაათავისუფლეს

საპროტესტო აქციის დროს  დაკავებული 6-ვე პირი გაათავისუფლეს

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალთარღვევის ფაქტზე დაკავებული 6-ვე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი.

როგორც ვახუშტი მეანაბდემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ ითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ", - განაცხადა მენაბდემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ