სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლეგენდარული Toyota Corolla და Toyota RAV 4 – „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა
ლეგენდარული Toyota Corolla და Toyota RAV 4 – „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა

TOYOTA-ს პირ­ველ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა დი­ლერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ტო­ი­ო­ტას მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი თა­ო­ბის, ჰიბ­რი­დულ ძრავ­ზე მო­მუ­შა­ვე ლე­გენ­და­რუ­ლი მო­დე­ლე­ბი - Toyota Corolla და Toyota RAV4-ი წა­რუდ­გი­ნა.

TOYOTA-ს ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ, კაფე-რეს­ტო­რან „ვე­რი­კოს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტარ­და, ია­პო­ნი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ტა­და­ჰა­რუ უე­ჰა­რა, „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის“ პრე­ზი­დენ­ტი მი­ცუ­რუ კო­ნი­ში, ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს, ტო­ი­ო­ტას რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა - ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ტო­ი­ო­ტას ორი­ვე უახ­ლე­სი მო­დე­ლი - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის, ასე­ვე, კომ­ფორ­ტის უახ­ლე­სი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის წყა­ლო­ბით - მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლია.

„ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბი თით­ქმის არ მო­იხ­მა­რენ საწ­ვავს და ხში­რად მხო­ლოდ ელექტროძ­რა­ვი­სა და ჰიბ­რი­დუ­ლი ბა­ტა­რე­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ტო­ი­ო­ტა ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლი­დე­რია და მისი ახა­ლი თა­ო­ბის აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი Corolla და RAV4-ი სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე დახ­ვე­წი­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი, მოქ­ნი­ლი და თვით­და­მუხ­ტვა­დია. ორი­ვე მო­დე­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ეფექ­ტუ­რი, სა­ი­მე­დო და მძლავ­რია. იმე­დი გვაქვს, რომ ტო­ი­ო­ტას ეს სი­ახ­ლე ასე­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა.

თუ რამ­დე­ნად გა­ბე­დუ­ლი და დი­ნა­მი­უ­რია მე-12 თა­ო­ბის Toyota Corolla წინა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით და რამ­დე­ნად ძი­რე­უ­ლად არის შეც­ვლი­ლი Toyota RAV 4-ის კონ­ცეფ­ცია, ამა­ში „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ახა­ლი მო­დე­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას თა­ვად დარ­წმუნ­დნენ.

ახა­ლი თა­ო­ბის Toyota Corolla აღ­ჭურ­ვი­ლია 1,6-ლიტ­რი­ა­ნი ბენ­ზი­ნის ძრა­ვი­თა და 1,8-ლიტ­რი­ა­ნი თვით­და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვით - ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა Corolla-ს წარ­მო­ე­ბის მან­ძილ­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ისე­დაც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, სან­დო და გამ­ძლე სე­და­ნად არის ცნო­ბი­ლი.

მე-12 თა­ო­ბის Corolla-ს ვი­ზუ­ალ­ში ეფექტს იძ­ლე­ვა მსუ­ბუქ­შე­ნად­ნო­ბი დის­კე­ბი, გა­ნი­ე­რი რა­დი­ა­ტო­რის ცხა­უ­რი და შუქ­დი­ო­დი­ა­ნი წინა ფა­რე­ბი. უახ­ლეს ავ­ტო­მო­ბილს ტე­ვა­დი, ერ­გო­ნო­მი­უ­ლი სა­ლო­ნი აქვს. მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სენ­სო­რე­ბი და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ნუ­მე­ო­რებლ ეფექტს ქმნის და მის უპი­რა­ტე­სო­ბას უს­ვამს ხაზს.

შთამ­ბეჭ­და­ვია ახა­ლი თა­ო­ბის Toyota RAV4-ი. მისი მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სრუ­ლად ფა­რავს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, რაც ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი პლატ­ფორ­მის - GA-K-ს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ახალ RAV 4-ს უკე­თე­სი მარ­თვა­დო­ბა, კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბის სრუ­ლი გა­რან­ტია, ტე­ვა­დი ინ­ტე­რი­ე­რი და 580 ლიტ­რის მო­ცუ­ლო­ბის სა­ბარ­გუ­ლი აქვს, რაც ამ კლა­სის მო­დე­ლებ­ში წამ­ყვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი და­ბალ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი დი­ზა­ი­ნი და უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ძარა.

ორი­ვე მო­დე­ლის უახ­ლეს ვერ­სი­ა­ში სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ მათ და­ე­მა­ტა ისე­თი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც მძღო­ლებს მეტ კომ­ფორ­ტს სთა­ვა­ზობს. ერთ-ერთი ასე­თი ფუნ­ქცია ავ­ტო­მო­ბი­ლებს შო­რის უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ის მარ­თვა და შე­სა­ბა­მი­სი მა­ნევ­რი­რე­ბაა.

ახა­ლი თა­ო­ბის Toyota RAV4-ი და Toyota Corolla უკვე გა­ყიდ­ვა­შია. ორი­ვე მო­დელს გა­აჩ­ნია ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვე­ბიც, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მო­თხოვ­ნაა. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ტო­ი­ო­ტას მოყ­ვა­რუ­ლე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვე­ბენ იმ ფაქტსაც, რომ „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ ფი­ლო­სო­ფია და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი მთლი­ა­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს.

ახა­ლი თა­ო­ბის Corolla-ს და RAV 4-ის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის, თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა და მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ლეგენდარული Toyota Corolla და Toyota RAV 4 – „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა

ლეგენდარული Toyota Corolla და Toyota RAV 4 – „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა

TOYOTA-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ თავის ერთგულ მომხმარებელსა და ტოიოტას მოყვარულებს ახალი თაობის, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ლეგენდარული მოდელები - Toyota Corolla და Toyota RAV4-ი წარუდგინა.

TOYOTA-ს ახალი თაობის ავტომობილების პრეზენტაციას, რომელიც ღია ცის ქვეშ, კაფე-რესტორან „ვერიკოს“ ტერიტორიაზე ჩატარდა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ტადაჰარუ უეჰარა, „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი მიცურუ კონიში, იაპონიის საელჩოს, ტოიოტას რეგიონული ოფისისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და ავტომოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა - ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ტოიოტას ორივე უახლესი მოდელი - განახლებული დიზაინის, გარემოზე ზრუნვის, ასევე, კომფორტის უახლესი ფუნქციებისა და უსაფრთხოების სისტემების წყალობით - მაქსიმალურად სრულყოფილი და კომფორტულია.

„ტოიოტას ჰიბრიდები თითქმის არ მოიხმარენ საწვავს და ხშირად მხოლოდ ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან. ტოიოტა ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერია და მისი ახალი თაობის აქ წარმოდგენილი Corolla და RAV4-ი სრულყოფილებამდე დახვეწილი, ინოვაციური, მოქნილი და თვითდამუხტვადია. ორივე მოდელი უპრეცედენტოდ ეფექტური, საიმედო და მძლავრია. იმედი გვაქვს, რომ ტოიოტას ეს სიახლე ასევე მიმზიდველი აღმოჩნდება ჩვენი მომხმარებელისთვის“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

თუ რამდენად გაბედული და დინამიურია მე-12 თაობის Toyota Corolla წინა მოდელებთან შედარებით და რამდენად ძირეულად არის შეცვლილი Toyota RAV 4-ის კონცეფცია, ამაში „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მომხმარებლები და ავტომოყვარულები ახალი მოდელების დათვალიერებისას თავად დარწმუნდნენ.

ახალი თაობის Toyota Corolla აღჭურვილია 1,6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითა და 1,8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით - ეს პირველი შემთხვევაა Corolla-ს წარმოების მანძილზე, რომელიც მსოფლიოში ისედაც მაღალი ხარისხის, სანდო და გამძლე სედანად არის ცნობილი.

მე-12 თაობის Corolla-ს ვიზუალში ეფექტს იძლევა მსუბუქშენადნობი დისკები, განიერი რადიატორის ცხაური და შუქდიოდიანი წინა ფარები. უახლეს ავტომობილს ტევადი, ერგონომიული სალონი აქვს. მაღალხარისხიანი სენსორები და უახლესი ტექნოლოგიები განუმეორებლ ეფექტს ქმნის და მის უპირატესობას უსვამს ხაზს.

შთამბეჭდავია ახალი თაობის Toyota RAV4-ი. მისი მკვეთრად გაუმჯობესებული შესაძლებლობები სრულად ფარავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ტოიოტას უახლესი პლატფორმის - GA-K-ს დამსახურებაა. ახალ RAV 4-ს უკეთესი მართვადობა, კომფორტული მგზავრობის სრული გარანტია, ტევადი ინტერიერი და 580 ლიტრის მოცულობის საბარგული აქვს, რაც ამ კლასის მოდელებში წამყვანი მახასიათებელია. აღსანიშნავია მისი დაბალსახურავიანი დიზაინი და უჩვეულოდ მაღალი ძარა.

ორივე მოდელის უახლეს ვერსიაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მათ დაემატა ისეთი ახალი ფუნქციები, რაც მძღოლებს მეტ კომფორტს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია ავტომობილებს შორის უსაფრთხო დისტანციის მართვა და შესაბამისი მანევრირებაა.

ახალი თაობის Toyota RAV4-ი და Toyota Corolla უკვე გაყიდვაშია. ორივე მოდელს გააჩნია ჰიბრიდული ძრავებიც, რაზეც საქართველოში დიდი მოთხოვნაა. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედს გამოთქვამს, რომ ტოიოტას მოყვარულები უყურადღებოდ არ დატოვებენ იმ ფაქტსაც, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ფილოსოფია და ინოვაციური მიდგომები მთლიანად ითვალისწინებს საერთაშორისო გარემოსდაცვით გამოწვევებს.

ახალი თაობის Corolla-ს და RAV 4-ის წარდგენის შემდეგ, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის, თავისი ერთგული მომხმარებლები - საქართველოში მოქმედი კომპანიები დააჯილდოვა და მათ წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი