სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძესთან" არსებული ხიდის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძესთან" არსებული ხიდის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მეტ­რო­სად­გურ "გო­ცი­რი­ძეს­თან" არ­სე­ბუ­ლი ხი­დის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მო­უ­წო­დებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბამ­დე სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას­თან ან თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­და­ა­მოწ­მოს.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გან­ვმარ­ტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ამ ეტაპ­ზე კი, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის­თვის არა­ვი­თარ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ოს აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა, მას შემ­დეგ რაც სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოგ­ვაწ­ვდის აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" იწყებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ხოლო თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი - სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლის მო­წყო­ბას, რათა ხი­დის ბურ­ჯე­ბი მო­მა­ვალ­ში არ და­ა­ზი­ა­ნოს გრუნ­ტის წყლებ­მა.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მო­უ­წო­დებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს, რომ ისეთ სპე­ცი­ფი­ურ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რო­გო­რიც არის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მოს სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას­თან ან თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევს", – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძესთან" არსებული ხიდის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძესთან" არსებული ხიდის მდგომარეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "გოცირიძესთან" არსებული ხიდის მდგომარეობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია გავრცელებამდე სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან გადაამოწმოს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ ხიდს 2019 წელს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის აღნიშნულ დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჯები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს", – ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი