სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პოლიციამ გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობაში ბრალდებული დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას აგა­რა­კის გა­ქურდვის ფაქ­ტი გახ­სნა. ბრალ­დე­ბუ­ლი 29 წლის მა­მა­კა­ცია.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი მ.უ. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს დაბა წყნეთ­ში მდე­ბა­რე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას აგა­რაკ­ზე უკა­ნო­ნოდ შე­აღ­წია, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა ნივ­თი მო­ი­პა­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.უ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პოლიციამ გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ფაქტი გახსნა. ბრალდებული 29 წლის მამაკაცია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს