ავტორი:

მამაკაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა

მამაკაცი, რომელიც კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა

მამაკაცი, რომელიც კორპუსის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, სამართალამცველებთან მოლაპარაკების შემდეგ, სახურავიდან ჩამოვიდა.

ლუკა ფეიქრიშვილი შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვდა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიცია უთვალთვალებს, რის გამოც ქალაქში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ეძლევა.

ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი გახარიასთან შეხვედრის მოთხოვნით სიმაღლიდან გადმოხტომით რამდენიმე თვის წინაც იმუქრებოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი