სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში
შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო 2019-2020 წლის სას­წავ­ლო წლის­თვის პირ­ველკ­ლა­სელ­თა ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის გა­და­ხედ­ვას არ გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

„პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცია უკვე და­ი­წყო და ამ ეტაპ­ზე, რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნონ­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სით. წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა“, - აცხა­დე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შე­ვი­და პე­ტი­ცია, რომ­ლი­თაც 402 მო­ქა­ლა­ქე იმ ბავ­შვე­ბის პირ­ველ კლას­ში მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს, რომ­ლებ­საც 6 წელი პირ­ველ იან­ვრამ­დე შე­უს­რულ­დე­ბათ.

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პე­ტი­ცი­ის გან­ხილ­ვა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტს და­ე­ვა­ლა.

ამას­თან, პირ­ველკ­ლა­სე­ლის სას­კო­ლო ასა­კის შე­საძ­ლო გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი გა­სულ წელ­საც წა­მო­იჭ­რა. რო­გორც 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, გან­ხი­ლუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, მათ შო­რის ის, რომ სკო­ლა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს ბავ­შვის მი­ღე­ბა, რო­მელ­საც 6 წელი 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში უს­რულ­დე­ბა, ან მე­ო­რე - პირ­ველ კლას­ში მი­ღე­ბამ­დე შე­საძ­ლოა, 2-წლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი შე­მო­ი­ღონ.

თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა და მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის და­წყე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა ასა­კი შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნებს, ანუ სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის 6 წელი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში

შეიცვლება თუ არა 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების წესი - რა კომენტარს აკეთებენ განათლების სამინისტროში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019-2020 წლის სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ასაკობრივი ცენზის გადახედვას არ გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.

„პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მიმდინარეობს კანონში არსებული წესით. წელს ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება“, - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პეტიცია, რომლითაც 402 მოქალაქე იმ ბავშვების პირველ კლასში მიღებას მოითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე შეუსრულდებათ.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.

ამასთან, პირველკლასელის სასკოლო ასაკის შესაძლო გადახედვის საკითხი გასულ წელსაც წამოიჭრა. როგორც 2018 წლის სექტემბერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებდა, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე - პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

თუმცა, ცვლილება არ განხორციელებულა და მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი