სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!
გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის წე­რი­ლი არ მი­მი­წე­რია. წერ­ტი­ლი! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შს მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო "ფეიკ წე­რი­ლი", გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ხე­ლი "ამ თე­მა­ში არ იქ­ნე­ბო­და".

"და­ვე­ლო­დე­ბი სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს გა­მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის თემა და შემ­დგომ, რა თქმა უნდა, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გავ­ცემ პა­სუხს. მე მქონ­და ამა­ზე ჩემი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია და გარ­კვე­ულ­წი­ლად ემო­ცი­უ­რი, რომ­ლის გა­მე­ო­რე­ბა დღეს შე­მიძ­ლია, თუმ­ცა თავს შე­ვი­კა­ვებ. რა მო­ტი­ვი ჰქონ­და ხა­რა­ზა­ძეს, ეს მას უნდა ჰკი­თხოთ, ეს ჩემ­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რია. მე მაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მე ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ბო­ლომ­დე. მე­ო­რე - რა თქმა უნდა, მე ბევ­რად უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ არ ვიყო იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რა­ზეც ვარ. მე­სა­მე - იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ით­ქვა და შემ­დეგ გა­და­ით­ქვა. და­ვე­ლო­დე­ბი კი­დევ რას იკად­რე­ბენ, მხა­რე რას იკად­რებს, თუნ­დაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე. მე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის წე­რი­ლი არ მი­მი­წე­რია და არც გა­მიგ­ზავ­ნია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის რა­ი­მე წე­რი­ლი. წერ­ტი­ლი! ამის შემ­დგომ ყვე­ლა სა­ხის სა­უბ­რე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა იმ ლო­გი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა ქმე­დე­ბე­ბი, ნა­ბი­ჯე­ბი, ან რა სა­ხის ლო­გი­კით იქ­ნე­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. მე ვამ­ბობ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის წე­რი­ლი არ მი­მი­წე­რა და არ გა­მიგ­ზავ­ნია. მე ამ ის­ტო­რი­ას­თან შე­ხე­ბაც არ მქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ „ტვპირ­ვე­ლის“ ეთერ­ში.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ წე­რი­ლით აქ­ცენ­ტე­ბის გა­და­ტა­ნა მოხ­და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვი­დან "ფეიკ ნი­უს­ზე"

"მე ამას" "ფეიკ წე­რილს" ვე­ძა­ხი, ეს წე­რი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და მისი ავ­ტო­რო­ბა ვი­ღა­ცას ჩემ­თვის არ და­ებ­რა­ლე­ბი­ნა, გი­ორ­გი გა­ხა­რია ამ თე­მა­ში სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბო­და. ამის შემ­დეგ გავ­ხდი იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ რა­ღა­ცა­ში უბ­რა­ლოდ ჩა­მე­ხე­და.

ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, ამ წე­რი­ლით აქ­ცენ­ტე­ბის გა­და­ტა­ნა მოხ­და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვი­დან "ფეიკ ნი­უს­ზე", ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია. ვი­ჯე­ქით პარ­ლა­მენ­ტში, ვმსჯე­ლობ­დით ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტზე და უცებ ჩნდე­ბა „ფეიკ წე­რი­ლი“ და აქ­ცენ­ტე­ბი გა­და­დის სხვა რა­მე­ზე. რა იყო იმ დღის მთა­ვა­რი თემა? - იმ დღის მთა­ვა­რი თემა იყო ერთ-ერთი მსხვი­ლი ბიზ­ნეს ჯგუ­ფი, მისი გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და პარ­ლა­მენ­ტში ამ პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა. უცებ ჩნდე­ბა "ფეიკ წე­რი­ლი", მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა, შემ­დგომ მისი ავ­ტო­რი და დღის მთა­ვა­რი თემა ეს ხდე­ბა. გა­თავ­და, ეს იყო მი­ზა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც კი და­ი­წყებს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბას ის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ვინც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჩვე­ნე­ბას მის­ცემს.

"ამ წე­რი­ლის ის­ტო­რი­ას და­ეს­მე­ბა წერ­ტი­ლი. რა თქმა უნდა, რო­გორც კი შე­მად­გენ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ი­წყებს გა­მო­ძი­ე­ბას. გა­ხა­რია იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი, ვინც ამ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მივა, და­კი­თხვა­ზე დაჯ­დე­ბა და ჩვე­ნე­ბას მის­ცემს. რას ელო­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა ეს პრო­კუ­რორს ჰკი­თხეთ. მე რო­გორც ვიცი, შე­მად­გენ­ლო­ბა არ აქვთ. ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მაქვს წე­რი­ლი, ეს წე­რი­ლი გა­ვაგ­ზავ­ნე სა­დღაც და შუ­ა­მა­ვა­ლი ვინ იყო არ ვი­ტყვი. იცით რამ­დე­ნი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა შე­მიძ­ლია ასე?- მათ შო­რის თქვენს წი­ნა­აღ­მდე­გაც", - გა­ნუ­ცხა­და გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!

გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია, წერტილი!

მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია. წერტილი! - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო "ფეიკ წერილი", გიორგი გახარიას სახელი "ამ თემაში არ იქნებოდა".

"დაველოდები სადამდე შეიძლება მივიდეს გამოგონილი ისტორიების თემა და შემდგომ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე ამ ყველაფერზე გავცემ პასუხს. მე მქონდა ამაზე ჩემი პირველი რეაქცია, აბსოლუტურად ღია და გარკვეულწილად ემოციური, რომლის გამეორება დღეს შემიძლია, თუმცა თავს შევიკავებ. რა მოტივი ჰქონდა ხარაზაძეს, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. მე მაქვს თმენის ვალდებულება და მე ამ ვალდებულებას განვახორციელებ ბოლომდე. მეორე - რა თქმა უნდა, მე ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნებოდი, რომ არ ვიყო იმ პოზიციაზე, რაზეც ვარ. მესამე - იყო განცხადებები, რომელიც ითქვა და შემდეგ გადაითქვა. დაველოდები კიდევ რას იკადრებენ, მხარე რას იკადრებს, თუნდაც მამუკა ხაზარაძე. მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი. წერტილი! ამის შემდგომ ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები, ან რა სახის ლოგიკით იქნება გაგრძელებული. მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერა და არ გამიგზავნია. მე ამ ისტორიასთან შეხებაც არ მქონია", - განაცხადა გახარიამ „ტვპირველის“ ეთერში.

მისივე შეფასებით, ამ წერილით აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან "ფეიკ ნიუსზე"

"მე ამას" "ფეიკ წერილს" ვეძახი, ეს წერილი რომ არ ყოფილიყო და მისი ავტორობა ვიღაცას ჩემთვის არ დაებრალებინა, გიორგი გახარია ამ თემაში საერთოდ არ იქნებოდა. ამის შემდეგ გავხდი იძულებული, რომ რაღაცაში უბრალოდ ჩამეხედა.

ერთმნიშვნელოვნად, ამ წერილით აქცენტების გადატანა მოხდა შინაარსობრივი განხილვიდან "ფეიკ ნიუსზე", ეს მიზანი მიღწეულია. ვიჯექით პარლამენტში, ვმსჯელობდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე და უცებ ჩნდება „ფეიკ წერილი“ და აქცენტები გადადის სხვა რამეზე. რა იყო იმ დღის მთავარი თემა? - იმ დღის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი, მისი გარკვეული პოზიციები და პარლამენტში ამ პოზიციების დაცვა. უცებ ჩნდება "ფეიკ წერილი", მედიაზე ზეწოლა, შემდგომ მისი ავტორი და დღის მთავარი თემა ეს ხდება. გათავდა, ეს იყო მიზანი", - განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, როგორც კი დაიწყებს პროკურატურა გამოძიებას ის იქნება პირველი ვინც აღნიშნულ საკითხზე ჩვენებას მისცემს.

"ამ წერილის ისტორიას დაესმება წერტილი. რა თქმა უნდა, როგორც კი შემადგენლობა იქნება, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. გახარია იქნება პირველი, ვინც ამ გამოძიებაზე მივა, დაკითხვაზე დაჯდება და ჩვენებას მისცემს. რას ელოდება პროკურატურა ეს პროკურორს ჰკითხეთ. მე როგორც ვიცი, შემადგენლობა არ აქვთ. ადამიანი ამბობს, რომ მაქვს წერილი, ეს წერილი გავაგზავნე სადღაც და შუამავალი ვინ იყო არ ვიტყვი. იცით რამდენი ჩვენების მიცემა შემიძლია ასე?- მათ შორის თქვენს წინააღმდეგაც", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები