სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ლაშასგან მივიღე წერილი, ეს ჰგავდა ანდერძს..." - ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ქმრისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს
"ლაშასგან მივიღე წერილი, ეს ჰგავდა ანდერძს..." - ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ქმრისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მე­რის ლაშა გო­გი­ას მე­უღ­ლე ნანა თო­დუა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ქმრის, ლაშა გო­გი­ა­სა და ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას სთხოვს.

რო­გორც ნანა თო­დუა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ლაშა გო­გი­ა­ზე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის სა­ფუძ­ველს კი, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­უღ­ლის მიერ ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა აძ­ლევს. ტექ­სტის ში­ნა­არ­სის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თო­დუა თავს იკა­ვებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ის ან­დერძს ჰგავ­და.

"დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით ჩუ­მად. ახლა აივ­სო მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა. სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ და გა­ჩუ­მე­ბას არ ვა­პი­რებთ. ვფიქ­რობ, რომ საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა ყვე­ლას - ლა­შა­საც და ჩემს შვი­ლებ­საც, იმე­დია, მათ თმის ღერი არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბათ. ლა­შას­გან მი­ვი­ღე წე­რი­ლი. არ მინ­და ში­ნა­არსზე ვი­სა­უბ­რო, თუმ­ცა ეს ჰგავ­და ან­დერძს. მე თუ რამე მო­მი­ვი­და... არ გა­ვაგ­რძე­ლებ. რას უნდა ნიშ­ნავ­დეს, თუ არა საფრ­თხეს. მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენს თავს ხდებ, . გა­მო­ი­ძი­ონ რა ფული ჰქონ­და ლა­შას მე­რო­ბამ­დე და მე­რო­ბის შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნა მან.

თო­დუ­ამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბას ითხოვს და სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს. თო­დუა ლაშა გო­გი­ას და­კა­ვე­ბა­სა და მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ას უკავ­ში­რებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დი­დის ყო­ფილ მერს, ლაშა გო­გი­ა­სა და ვიცე-მერს, გია გუ­ლორ­და­ვას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის ჯგუ­ფუ­რად აღე­ბას ედა­ვე­ბი­ან. თენ­გიზ ქო­ბა­ლი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ხუტა ბა­ღა­თუ­რი­ას კი ბრა­ლი ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ლაშასგან მივიღე წერილი, ეს ჰგავდა ანდერძს..." - ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ქმრისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

"ლაშასგან მივიღე წერილი, ეს ჰგავდა ანდერძს..." - ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ქმრისა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა შესაბამის უწყებებს პატიმრობაში მყოფი ქმრის, ლაშა გოგიასა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

როგორც ნანა თოდუა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ლაშა გოგიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამის საფუძველს კი, როგორც მან აღნიშნა, მეუღლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი შეტყობინება აძლევს. ტექსტის შინაარსის გასაჯაროებისგან თოდუა თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ანდერძს ჰგავდა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩუმად. ახლა აივსო მოთმინების ფიალა. სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ვაგრძელებთ და გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ საფრთხე გვემუქრება ყველას - ლაშასაც და ჩემს შვილებსაც, იმედია, მათ თმის ღერი არ ჩამოუვარდებათ. ლაშასგან მივიღე წერილი. არ მინდა შინაარსზე ვისაუბრო, თუმცა ეს ჰგავდა ანდერძს. მე თუ რამე მომივიდა... არ გავაგრძელებ. რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა საფრთხეს. მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიძიონ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდებ, . გამოიძიონ რა ფული ჰქონდა ლაშას მერობამდე და მერობის შემდეგ", - აღნიშნა მან.

თოდუამ რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს და სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობს. თოდუა ლაშა გოგიას დაკავებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან. თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ