შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყეს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე გაისროლეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ცნობისთვის, პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო" დააყაჩაღეს.