სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კრწანისის" სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
"კრწანისის" სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ახალ­წვე­უ­ლის ქა­ზიმ გახ­რა­მა­ნო­ვის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ ორი პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ ორი პირი და­ა­კა­ვა. საქ­მე ეხე­ბა მხარ­დამ­ჭერ ცენ­ტრ „კრწა­ნის­ში” სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შო­რის მომ­ხდარ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და გა­მო­ძალ­ვის ფაქტს.

და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა­თის წა­რედ­გი­ნე­ბათ ბრა­ლი, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე“, - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახალ­წვე­უ­ლი ქა­ზიმ გახ­რა­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს უკვე 5 თვეა კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში გა­დის, სხვა ახალ­წვე­უ­ლებს ოფიც­რის თან­დას­წრე­ბით, თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­სა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კრწანისის" სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

"კრწანისის" სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე