სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თქვენ დრომ გამოგარჩიათ... ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება" - ლადო აფხაზავას შეხვედრა "თიბისის" სტიპენდიანტებთან
"თქვენ დრომ გამოგარჩიათ... ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება" - ლადო აფხაზავას შეხვედრა "თიბისის" სტიპენდიანტებთან

„მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტი, სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში "თი­ბი­სის" სტი­პენ­დი­ან­ტებს შეხ­ვდა და მათ გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

ლექ­ცი­ას თბი­ლი­სე­ლი და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. "თი­ბი­სის" პრო­ექ­ტმა მო­იც­ვა ყვე­ლა სფე­რო და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­სა და ბარ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მხატ­ვრე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი თუ სპორ­ტსმე­ნე­ბი "თი­ბი­სიმ" იპო­ვა და მათ გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ლექ­ცი­ა­ზე დამ­სწრე სტი­პენ­დი­ან­ტებს AMBEBI.GE გა­ე­სა­უბ­რა და მათი ინ­ტე­რე­სე­ბის, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო.

მე-11 კლა­სე­ლი ლუკა კლდი­აშ­ვილს კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აქვს გა­დად­გმუ­ლი და ამ კუ­თხით ბევრ თა­ნა­ტოლ­საც დახ­მა­რე­ბია.

„და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ პროგ­რა­მი­რე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბით. ეს სფე­რო ჩემ­თვის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და ული­მი­ტო­ბის გან­ცდის ად­გი­ლია. აქ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და ვა­კე­თებ იმას, რაც მინ­და. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ შევ­ქმნა რა­ღაც ახა­ლი, რაც შემ­დგომ­ში ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­რე­ბა და ცხოვ­რე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს. ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩემი შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აკუს­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლე­ბის აღ­დგე­ნა. გარ­და ამი­სა, სკო­ლა­ში შევ­ქმე­ნი კლუ­ბი, სა­დაც მსურ­ვე­ლებს ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას და ვას­წავ­ლი­დი სხვა­დას­ხვა გზებს, თუ რო­გორ უნდა გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ უნა­რე­ბი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ - გვი­ამ­ბობს ლუკა კლდი­აშ­ვი­ლი.

მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სე­ლია. მის­თვის „თი­ბი­სის“ სტი­პენ­დი­ან­ტის სტა­ტუ­სი დიდი მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი გახ­და:

„ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გა­კეთ­და. ერთ-ერთი იყო ორ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი ფე­მი­ნიზ­მზე, გენ­დერულ თა­ნას­წრო­ბა­ზე, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლამ გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია და გავ­ხდი თი­ბი­სის სტი­პენ­დი­ან­ტი“ - გვიხ­სნის მა­რი­ა­მი.

გვან­ცა აბე­სა­ძე - სა­გა­რე­ჯოს მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან მისი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის კონ­კურ­სში წარ­დგე­ნი­ლი მქონ­და პრო­ექ­ტი „ბადი“ - ბუ­ნებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი. საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ საკ­ვე­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად, რაც ზრდის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას. ჩემი პრო­ექ­ტით ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოვ­ხვდი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი სტი­პენ­დი­ან­ტო­ბაც.“

ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი თბი­ლი­სი ვე­კუ­ას სკო­ლი­დან, მო­თხრო­ბებ­სა და რო­მა­ნებს წერს.

„შარ­შან დავ­წე­რე პირ­ვე­ლი რო­მა­ნი, რომ­ლი­თაც ერთ-ერთ კონ­კურ­სში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ვი­ყა­ვი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტი, რის შემ­დე­გაც, ჩემ­მა სკო­ლამ რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია. თი­ბი­სის სტი­პენ­დი­ან­ტო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩემ­თვის“ - აღ­ნიშ­ნავს ანუ­კი.

ლადო აფხა­ზა­ვამ დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო მსმე­ნე­ლებს მისი და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, გა­იხ­სე­ნა თუ რა გა­ა­კე­თა ბავ­შვებ­თან ერ­თად სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და აუხ­სნა ახალ­გზარ­დებს, რომ მათი ნე­ბის­მი­ე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს.

„თქვენ დრომ გა­მო­გარ­ჩი­ათ, გი­ლო­ცავთ სტი­პენ­დი­ან­ტო­ბას, ეს არის დიდი აღი­ა­რე­ბა და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა. ამით ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბით გზის გაკ­ვლე­ვა­ში. რო­გორც ერთი სან­თლი­დან შე­იძ­ლე­ბა ათა­სო­ბით სან­თლის ან­თე­ბა, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი მა­გა­ლი­თით სხვა უამ­რავ თა­ნა­ტოლს მივ­ცეთ მო­ტი­ვა­ცია და მათი წარ­მა­ტე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდეთ“ - აღ­ნიშ­ნა პე­და­გოგ­მა მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­რი­სას.

მას­წავ­ლებ­ლო­ბის 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის, 375 პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კი­დევ ერთი რჩე­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ასე­თია - არა­სო­დეს და­ნებ­დნენ!

„ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც იგ­რძნობთ, რომ ის შე­გე­ზღუ­დათ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იბ­რძო­ლოთ მის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ეს არა მარ­ტო პი­რა­დად თქვენ­თვის, არა­მედ თქვე­ნი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის, თქვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უნდა გა­ა­კე­თოთ“ - აღ­ნიშ­ნა ლექ­ცი­ა­ზე ლადო აფხა­ზა­ვამ.

მას­წავ­ლე­ბელ­მა „თი­ბი­სის“ სტი­პენ­დი­ან­ტებს აუხ­სნა, რომ არ უნდა იცხოვ­რონ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ისა­უბ­რა ქველ­მოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და სთხო­ვა, რომ ამ ასა­კი­დან­ვე შე­ეჩ­ვი­ონ მცი­რე­დი თან­ხის გა­ღე­ბას სხვე­ბის­თვის.

სა­უბ­რის ბო­ლოს, ლადო აფხა­ზა­ვამ ბავ­შვებს „მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და აუხ­სნა მათ, რომ თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებ­საც მის­ცენ შან­სი ამ ჯილ­დო­ზე წარ­სად­გე­ნად. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გია, რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ და­ფა­სე­ბა­სა და აღი­ა­რე­ბას.

„თი­ბი­სის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი“ 2019 წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტია. 200-მა სტი­პენ­დი­ან­ტმა პირ­ვე­ლი სტი­პენ­დია უკვე მი­ი­ღო და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ი­ღებს.

„სა­ქარ­თვე­ლო ტა­ლან­ტე­ბის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა და­ი­კარ­გა იმის გამო, რომ არ ჰქონ­და ხელ­შე­წყო­ბა. ქველ­მოქ­მე­დე­ბას არ აქვს სა­ზღვა­რი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა, მათ მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. ეს უნდა იყოს არა­მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტი“ - აცხა­დებს თი­ბი­სი ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

სტი­პენ­დი­ან­ტე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ბავ­შვე­ბის ხვა­დას­ხვა შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი. და­ი­გეგ­მე­ბა ახალ­გზარ­დე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ისე­თი ლექ­ცი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც სტი­პენ­დი­ან­ტი ბავ­შვე­ბის ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

R

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თქვენ დრომ გამოგარჩიათ... ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება" - ლადო აფხაზავას შეხვედრა "თიბისის" სტიპენდიანტებთან

"თქვენ დრომ გამოგარჩიათ... ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება" - ლადო აფხაზავას შეხვედრა "თიბისის" სტიპენდიანტებთან

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა თიბისი გალერეაში "თიბისის" სტიპენდიანტებს შეხვდა და მათ განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ლექციას თბილისელი და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სტიპენდიანტები ესწრებოდნენ. "თიბისის" პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო. საქართველოს მთასა და ბარში მცხოვრები პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები თუ სპორტსმენები "თიბისიმ" იპოვა და მათ განვითარებისათვის ფინანსურად ეხმარება.

საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ლექციაზე დამსწრე სტიპენდიანტებს AMBEBI.GE გაესაუბრა და მათი ინტერესების, ინიციატივებისა და გამოწვევების შესახებ გაიგო.

მე-11 კლასელი ლუკა კლდიაშვილს კომპიუტერულ მეცნიერებებში უკვე სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული და ამ კუთხით ბევრ თანატოლსაც დახმარებია.

„დაინტერესებული ვარ პროგრამირებითა და კომპიუტერული მეცნიერებით. ეს სფერო ჩემთვის კრეატიულობისა და ულიმიტობის განცდის ადგილია. აქ თავისუფალი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ყოველთვის ვცდილობ შევქმნა რაღაც ახალი, რაც შემდგომში ადამიანებს დაეხმარება და ცხოვრებას გაუმარტივებს. ლეონარდო და ვინჩის კონკურსში ვმონაწილეობდი ჩემი შექმნილი ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც შეეძლო დაზიანებული აკუსტიკური სიგნალების აღდგენა. გარდა ამისა, სკოლაში შევქმენი კლუბი, სადაც მსურველებს ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას და ვასწავლიდი სხვადასხვა გზებს, თუ როგორ უნდა განევითარებინათ უნარები კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით“ - გვიამბობს ლუკა კლდიაშვილი.

მარიამ რეხვიაშვილი ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. მისთვის „თიბისის“ სტიპენდიანტის სტატუსი დიდი მოტივაციის მიმცემი გახდა:

„ჩემი ინიციატივით სკოლაში რამდენიმე პროექტი გაკეთდა. ერთ-ერთი იყო ორდღიანი ტრენინგი ფემინიზმზე, გენდერულ თანასწრობაზე, ოჯახურ ძალადობაზე, სხვადასხვა აქტივობებით. აქედან გამომდინარე, სკოლამ გამიწია რეკომენდაცია და გავხდი თიბისის სტიპენდიანტი“ - გვიხსნის მარიამი.

გვანცა აბესაძე - საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლიდან მისი პროექტის შესახებ გვიამბობს:

„საერთაშორისო გამომგონებლების კონკურსში წარდგენილი მქონდა პროექტი „ბადი“ - ბუნებრივად აქტიური საკვები დანამატი. საკვებ დანამატებს ხშირად გამოიყენებენ საკვების ხარისხის ასამაღლებლად, რაც ზრდის პროდუქტიულობას. ჩემი პროექტით ფინალისტებს შორის მოვხვდი, რამაც განაპირობა ჩემი სტიპენდიანტობაც.“

ანუკი შატაკიშვილი თბილისი ვეკუას სკოლიდან, მოთხრობებსა და რომანებს წერს.

„შარშან დავწერე პირველი რომანი, რომლითაც ერთ-ერთ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. ვიყავი კონკურსის ფინალისტი, რის შემდეგაც, ჩემმა სკოლამ რეკომენდაცია გამიწია. თიბისის სტიპენდიანტობა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა ჩემთვის“ - აღნიშნავს ანუკი.

ლადო აფხაზავამ დეტალურად უამბო მსმენელებს მისი და მისი მოსწავლეების მიერ განხორციელებული ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტების შესახებ, გაიხსენა თუ რა გააკეთა ბავშვებთან ერთად სოფლის განვითარებისთვის და აუხსნა ახალგზარდებს, რომ მათი ნებისმიერი ინიციატივა ძალიან ბევრს ნიშნავს.

„თქვენ დრომ გამოგარჩიათ, გილოცავთ სტიპენდიანტობას, ეს არის დიდი აღიარება და დიდი პასუხისმგებლობა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი გაკეთებული საქმეების სხვებისთვის გაზიარება. ამით ადამიანებს დავეხმარებით გზის გაკვლევაში. როგორც ერთი სანთლიდან შეიძლება ათასობით სანთლის ანთება, ასევე შეიძლება ჩვენი მაგალითით სხვა უამრავ თანატოლს მივცეთ მოტივაცია და მათი წარმატებების მონაწილე გავხდეთ“ - აღნიშნა პედაგოგმა მოსწავლეებთან საუბრისას.

მასწავლებლობის 10-წლიანი გამოცდილების, 375 პროექტის ავტორისა და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებლის კიდევ ერთი რჩევა მოსწავლეებისთვის ასეთია - არასოდეს დანებდნენ!

„ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება, როდესაც იგრძნობთ, რომ ის შეგეზღუდათ, აუცილებლად უნდა იბრძოლოთ მის დასაბრუნებლად. ეს არა მარტო პირადად თქვენთვის, არამედ თქვენი გარშემომყოფებისთვის, თქვენი თანატოლებისა და თანამოქალაქეებისთვის უნდა გააკეთოთ“ - აღნიშნა ლექციაზე ლადო აფხაზავამ.

მასწავლებელმა „თიბისის“ სტიპენდიანტებს აუხსნა, რომ არ უნდა იცხოვრონ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ისაუბრა ქველმოქმედების მნიშვნელობაზე და სთხოვა, რომ ამ ასაკიდანვე შეეჩვიონ მცირედი თანხის გაღებას სხვებისთვის.

საუბრის ბოლოს, ლადო აფხაზავამ ბავშვებს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აუხსნა მათ, რომ თავიანთ მასწავლებლებსაც მისცენ შანსი ამ ჯილდოზე წარსადგენად. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული პედაგოგია, რომლებიც იმსახურებენ დაფასებასა და აღიარებას.

„თიბისის სტიპენდიანტები“ 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 200-მა სტიპენდიანტმა პირველი სტიპენდია უკვე მიიღო და მთელი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მიიღებს.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“ - აცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

სტიპენდიანტების პროექტის ფარგლებში, ბავშვების ხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მთელი წლის განმავლობაში იქნებიან ჩართული. დაიგეგმება ახალგზარდების ინტერესებზე მორგებული ისეთი ლექციები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სტიპენდიანტი ბავშვების ცოდნისა და გამოცდილების განვითარება იქნება.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი