სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ იღებენ საქართველოში ავტორები ჰონორარს - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა და შედეგები
როგორ იღებენ საქართველოში ავტორები ჰონორარს - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა და შედეგები

უკა­ნას­კნე­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წლი­უ­რი ჰო­ნო­რა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 20-ჯერ გა­ი­ზარ­და.

თუ 2011-2012 წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 250 000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და, 2018 წელს ჰო­ნო­რარ­მა 5 100 000 ლარს მი­აღ­წია. გაზ­რდი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. თუ 2012 წელს ასო­ცი­ა­ცი­ის რი­გებ­ში 500 წევ­რამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და, ახლა ამ ციფრ­მა 2 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გია. ასო­ცი­ა­ცია 1999 წელს შე­იქ­მნა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. მას აქვს სა­ავ­ტო­რო ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და იგი ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვაა. ასო­ცი­ა­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თა­ვად უფ­ლე­ბისმფლო­ბე­ლე­ბის ანუ ავ­ტო­რე­ბის, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მიერ და ამ ასო­ცი­ა­ცი­ას გა­და­ცე­მუ­ლი აქვს სა­მარ­თა­ვად სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბი ამ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­გან. სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა ნიშ­ნავს იმას, რომ ასო­ცი­ა­ცია ამ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის სა­ხე­ლით მო­სარ­გებ­ლე­ებ­ზე გას­ცემს ნე­ბარ­თვებს, ანუ ლი­ცენ­ზი­ებს, გარ­კვე­უ­ლი სა­ზღა­უ­რის სა­ნაც­ვლოდ. შემ­დგომ­ში გა­დახ­დი­ლი სა­ზღა­უ­რი ნა­წილ­დე­ბა ამ ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს შო­რის. რაც უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი და გა­ყიდ­ვა­დია ნა­წარ­მო­ე­ბი, მით უფრო მეტი ხვდე­ბა მის ავ­ტორს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გიგა კო­ბა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ასო­ცი­ა­ცია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს უფ­ლე­ბის­დამ­ცვე­ლებს წარ­მო­ად­გენს და ეს ერთი მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პის დაც­ვით ხდე­ბა.

„ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს მსგავ­სი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკონ­ტრო­ლოს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვართ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რო­მელ­საც რე­პერ­ტუ­ა­რის ურ­თი­ერ­თწარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქვია. ანუ, ერთი მხრივ, თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­დას­ცემს და­ნარ­ჩენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს უფ­ლე­ბას, რომ სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნონ ად­გი­ლობ­რი­ვი რე­პერ­ტუ­ა­რი და მე­ო­რე მხრივ, იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს რე­პერ­ტუ­ა­რი მარ­თოს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მოკ­ლედ, ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ ვმარ­თოთ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს რე­პერ­ტუ­ა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მათი სა­ხე­ლით გავ­ცეთ ნე­ბარ­თვე­ბი. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ამ მხრივ გვაქვს 202 ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ეს არის 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი,“ - გან­მრა­ტავს გიგა კო­ბა­ლა­ძე.

ვინ არი­ან ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი და რო­გორ ხდე­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბა?

ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან ხე­ლოვ­ნე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის და მეც­ნი­ე­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. წევ­რო­ბა არის უსას­ყიდ­ლო და სა­წევ­რო გა­და­სა­ხადს არ მო­ი­თხოვს. ისი­ნი არე­გის­ტრი­რე­ბენ სა­კუ­თარ ნა­წარ­მო­ე­ბებს ჩვენს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და შემ­დგომ­ში ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აი­სა­ხე­ბა ერ­თი­ან ბა­ზა­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია ხე­დავს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და შე­სა­ბა­მი­სად აგ­რო­ვებს ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე ჰო­ნო­რარს, მათი გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ქვე­ყა­ნა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი ნა­წილ­დე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე უცხო­ელ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებ­ზე. ად­გი­ლობ­რივ ავ­ტო­რებს ჰო­ნო­რა­რი სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბათ, უცხო­ე­ლე­ბის ჰო­ნო­რა­რი კი მათ უფ­ლე­ბის დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში იგ­ზავ­ნე­ბა და შემ­დგომ­ში ისი­ნი ანა­წი­ლე­ბენ თან­ხას თა­ვად ავ­ტო­რებ­ზე.

ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი­სა და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი შე­დე­გი?

2012 წლი­დან ასო­ცი­ა­ცამ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო რე­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი. უკა­ნას­კნე­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წლი­უ­რი ჰო­ნო­რა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 20-ჯერ გა­ი­ზარ­და. თუ 2011-2012 წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 250 000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და, 2018 წელს ჰო­ნო­რა­რი თით­ქმის 5 100 000 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. 2012 წელს, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში 500 წევ­რამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და, ახლა ამ ციფრ­მა 2 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­და ამ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ვერ გროვ­დე­ბო­და ჰო­ნო­რა­რი და არ ხდე­ბო­და ავ­ტო­რე­ბის­თვის გა­დახ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე იყო. ხში­რად გან­ზრახ კი არ არ­ღვევ­დნენ, არა­მედ ამის შე­სა­ხებ არც იცოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რომ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა გა­დამ­ხდე­ლის­თვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. მე­ო­რე მხრივ, ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს, რომ მათ ჰო­ნო­რა­რი უნდა მო­ე­თხო­ვათ. ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში 100-მდე სეგ­მენ­ტუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ა­ნი ნა­ბი­ჯი იყო 2012 წლამ­დე დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფე­ბის დრა­მა­ტუ­ლი შემ­ცი­რე­ბა. შე­დე­გად პი­რო­ბი­თად 10-ის ნაც­ვლად გაჩ­ნდა 500 გა­დამ­ხდე­ლი და მეტი ჰო­ნო­რა­რი მოგ­როვ­და.

უკე­თე­სი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა თუ არ­სე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წი­ლიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის საკ­მა­ოდ დიდი ჯა­რი­მაა, უბ­რა­ლოდ მისი და­კის­რე­ბა ხდე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად.

რო­გო­რი მე­ქა­ნიზ­მით ხდე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტრო­ლი?

დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ სრუ­ლად ვა­კონ­ტრო­ლებთ თბი­ლის­სა და აჭა­რას. ცოტა მო­ვი­სუს­ტებთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით რე­სურ­სი არ გვყოფ­ნის. რა­დი­ო­კომ­პა­ნი­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი გვიგ­ზავ­ნი­ან მათ მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სიას. კვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ასე­ვე არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ონ­ლა­ინ პლათ­ფორ­მა, რო­მელ­ზეც გა­მო­ყე­ნე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ტვირ­თა­ვენ.

თუმ­ცა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვეყ­რდნო­ბით. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ე­თე­რო ბა­დის მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც 11 ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ამო­ნი­ტო­რინ­გებს და გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი გა­და­ი­ცა მათ ეთერ­ში. ამა­ვე კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყეთ, რომ რეს­ტორ­ნებ­ში ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის აღ­რი­ცხვა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. უკვე დას­რუ­ლე­ბის ფა­ზა­შია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რეს­ტორ­ნებ­ში და­ყენ­დე­ბა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც მოხ­დე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ჩა­წე­რა და აღ­რი­ცხვა, ისე­ვე, რო­გორც ტე­ლე­ე­თე­რე­ბის ჩა­წე­რა ხდე­ბა.

რა მე­თო­დო­ლო­გი­ით ხდე­ბა ტა­რი­ფე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა?

45 სეგ­მენ­ტია, სა­დაც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ტა­რი­ფი აქვს. და­ან­გა­რი­შე­ბის მე­თო­დო­ლო­გია კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, რა­დიო ან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ტა­რი­ფი ან­გა­რიშ­დე­ბა მათი შე­მო­სავ­ლის პრო­ცენ­ტის მი­ხედ­ვით და ეს პრო­ცენ­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ სა­ე­თე­რო დრო­ის რა ნა­წილს იკა­ვებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით და­ცუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. კაფე-ბა­რე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტა­რი­ფი ან­გა­რიშ­დე­ბა და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. კვად­რა­ტუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ით­ვლე­ბა ტა­რი­ფი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­სა და მსგავ სივ­რცე­ებ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბულ ფარ­თობ­ზე და ასე შემ­დეგ.

რო­გორ ხდე­ბა ავ­ტო­რებ­ზე ჰო­ნო­რა­რის გა­ნა­წი­ლე­ბა?

ჩვენ ვართ კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი და ჩვენ­ზე მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის შემ­დეგ, ვი­ტო­ვებთ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცენტს და შემ­დეგ ვა­ნა­წი­ლებთ ჰო­ნო­რარს თი­თო­ე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად. ჰო­ნო­რა­რის გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თუ რა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს მათ. ჰო­ნო­რა­რის გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რია. რის­თვი­საც ვი­ყე­ნებთ არა­ერთ ტექ­ნი­კურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მას.

რამ­დე­ნად გამჭვირ­ვა­ლეა ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დის პრო­ცე­სი?

ასო­ცი­ა­ცია სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის დად­გე­ნილ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის სა­ხით ქვეყ­ნდე­ბა ბაჭ­დუ­რად და ურიგ­დე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს, ან­გა­რი­ში ელექტრო­ნუ­ლი სა­ხით ქვეყ­ნდე­ბა ვებ გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს აქვს მას­ზე წვდო­მა. ის ასე­ვე ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, საქპა­ტენტს და ავ­ტორ­თა და კომ­პო­ზი­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცი­ას (CISAC). გარ­და ამი­სა, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ წევ­რს შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი პინ­ფორ­მა­ცია მის სა­ხელ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის შე­სა­ხებ. აქვე უნდა ვთქვა, რომ 2015 წელს, სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა ლი­დე­რის პო­ზი­ცია პოსტ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­საც დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს, და ძი­რი­თა­დი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი სწო­რად გამჭვირ­ვა­ლო­ბა იყო.

ქარ­თველ ავ­ტო­რებს ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ერი­ცხე­ბათ ჰო­ნო­რა­რე­ბი?

20-22 ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ჰო­ნო­რარს გვი­რი­ცხავს. თან­ხის დიდი ნა­წი­ლი პოსტსაბ­ჭთა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დის. თუმ­ცა ჰო­ნო­რარს გვი­რი­ცხავს აშშ, გერ­მა­ნია, ია­პო­ნია და სხვა ქვეყ­ნე­ბიც.

ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა რამ­დე­ნად მა­ღა­ლია?

ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი შე­მეც­ნე­ბით და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში. გვინ­და, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის გზით სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ლე­გა­ლუ­რი კულ­ტუ­რა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ.

ვუ­შებთ ჟურ­ნალს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ბევრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სე­მი­ნარ­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას ვა­ტა­რებთ. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, გა­მო­ვე­ცით სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი, „მემე, მემე, გვა­პოვ­ნი­ნე“, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში, საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ფარ­გლებ­ში შე­ვი­და, ასე­ვე ეს წიგ­ნი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ იღებენ საქართველოში ავტორები ჰონორარს - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა და შედეგები

როგორ იღებენ საქართველოში ავტორები ჰონორარს - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა და შედეგები

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში ავტორების მიერ გამომუშავებული წლიური ჰონორარი დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა.

თუ 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 250 000 ლარს არ აღემატებოდა, 2018 წელს ჰონორარმა 5 100 000 ლარს მიაღწია. გაზრდილია საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის წევრების რაოდენობაც. თუ 2012 წელს ასოციაციის რიგებში 500 წევრამდე ფიქსირდებოდა, ახლა ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა.

აღნიშნული შედეგი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სწორი და მიზანმიმართული საქმიანობის შედეგია. ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და ფუნქციონირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მას აქვს საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი და იგი ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში. ძირითადი ფუნქცია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვაა. ასოციაცია დაფუძნებულია თავად უფლებისმფლობელების ანუ ავტორების, შემსრულებლების მიერ და ამ ასოციაციას გადაცემული აქვს სამართავად საავტორო და მომიჯნავე უფლებები ამ უფლების მფლობელებისგან. სამართავად გადაცემა ნიშნავს იმას, რომ ასოციაცია ამ უფლების მფლობელების სახელით მოსარგებლეებზე გასცემს ნებართვებს, ანუ ლიცენზიებს, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ. შემდგომში გადახდილი საზღაური ნაწილდება ამ ასოციაციის წევრებს შორის. რაც უფრო პოპულარული და გაყიდვადია ნაწარმოები, მით უფრო მეტი ხვდება მის ავტორს შეგროვებული ჰონორარიდან.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განმარტებით, ასოციაცია მთელი მსოფლიოს უფლებისდამცველებს წარმოადგენს და ეს ერთი მარტივი პრინციპის დაცვით ხდება.

„ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე აკონტროლოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების გამოყენება. ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ხელშეკრულებით, რომელსაც რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება ჰქვია. ანუ, ერთი მხრივ, თითოეული ასეთი ორგანიზაცია გადასცემს დანარჩენ ორგანიზაციებს უფლებას, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების ასოციაციებმა წარმოადგინონ ადგილობრივი რეპერტუარი და მეორე მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ დანარჩენი მსოფლიოს რეპერტუარი მართოს საკუთარ ტერიტორიაზე. მოკლედ, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვმართოთ მთელი მსოფლიოს რეპერტუარი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი სახელით გავცეთ ნებართვები. მსოფლიო მასშტაბით ამ მხრივ გვაქვს 202 ხელშეკრულება. ეს არის 5 მილიონზე მეტი ავტორი და შემსრულებელი, რამდენიმე ასეული მილიონი ნაწარმოები,“ - განმრატავს გიგა კობალაძე.

ვინ არიან ასოციაციის წევრები და როგორ ხდება გაწევრიანება?

ასოციაციის წევრები არიან ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების წარმომადგენლები. წევრობა არის უსასყიდლო და საწევრო გადასახადს არ მოითხოვს. ისინი არეგისტრირებენ საკუთარ ნაწარმოებებს ჩვენს ასოციაციაში და შემდგომში ეს ნაწარმოებები აისახება ერთიან ბაზაში, რომელსაც ყველა ორგანიზაცია ხედავს მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად აგროვებს ამ ნაწარმოებებზე ჰონორარს, მათი გამოყენების მიხედვით. ქვეყანაში შეგროვებული ჰონორარი ნაწილდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ უფლების მფლობელებზე. ადგილობრივ ავტორებს ჰონორარი საკუთარ ანგარიშზე ერიცხებათ, უცხოელების ჰონორარი კი მათ უფლების დამცველ ორგანიზაციებში იგზავნება და შემდგომში ისინი ანაწილებენ თანხას თავად ავტორებზე.

ასოციაციის წევრებისა და მოგროვებული ჰონორარის რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

2012 წლიდან ასოციაცამ აქტიურად დაიწყო რეფორმების პროცესი. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში ავტორების მიერ გამომუშავებული წლიური ჰონორარი დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 250 000 ლარს არ აღემატებოდა, 2018 წელს ჰონორარი თითქმის 5 100 000 ლარამდე გაიზარდა. 2012 წელს, ასოციაციაში 500 წევრამდე ფიქსირდებოდა, ახლა ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა.

დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ შედეგის მისაღწევად. ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ გროვდებოდა ჰონორარი და არ ხდებოდა ავტორებისთვის გადახდა, საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე იყო. ხშირად განზრახ კი არ არღვევდნენ, არამედ ამის შესახებ არც იცოდნენ. შესაბამისად, ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო საინფორმაციო კამპანია, რომ ინფორმაცია ყველა გადამხდელისთვის მიგვეწოდებინა. მეორე მხრივ, ინფორმაცია მივაწოდეთ უფლების მფლობელებს, რომ მათ ჰონორარი უნდა მოეთხოვათ. ამ კამპანიის ფარგლებში 100-მდე სეგმენტური შეხვედრა გაიმართა. მეორე მნიშვნელოანი ნაბიჯი იყო 2012 წლამდე დადგენილი ტარიფების დრამატული შემცირება. შედეგად პირობითად 10-ის ნაცვლად გაჩნდა 500 გადამხდელი და მეტი ჰონორარი მოგროვდა.

უკეთესი შედეგი გვექნება თუ არსებული და საკმაოდ კარგი კანონის აღსრულების ნაწილიც გაუმჯობესდება. საავტორო უფლების დარღვევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა, უბრალოდ მისი დაკისრება ხდება ძალიან იშვიათად.

როგორი მექანიზმით ხდება ნაწარმოებების გამოყენების კონტროლი?

დღესდღეობით ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ თბილისსა და აჭარას. ცოტა მოვისუსტებთ სხვა რეგიონებში, სადაც ჯერჯერობით რესურსი არ გვყოფნის. რადიოკომპანიები და ტელევიზიები გვიგზავნიან მათ მიერ გამოყენებული ნაწარმოებების სიას. კვების დაწესებულებებისთვის ასევე არსებობს სპეციალური ონლაინ პლათფორმა, რომელზეც გამოყენებულ ნაწარმოებებს ტვირთავენ.

თუმცა მხოლოდ კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ვეყრდნობით. ტელეკომპანიების საეთერო ბადის მონიტორინგის კუთხით ვთანამშრომლობთ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც 11 ტელეკომპანიას ამონიტორინგებს და გვაწვდის ინფორმაციას, რა მუსიკალური ნაწარმოები გადაიცა მათ ეთერში. ამავე კომპანიასთან თანამშრომლობა დავიწყეთ, რომ რესტორნებში ცოცხლად შესრულებული ნაწარმოებების აღრიცხვა გავაუმჯობესოთ. უკვე დასრულების ფაზაშია მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც რესტორნებში დაყენდება მოწყობილობები, რომლითაც მოხდება მუსიკალური ნაწარმოების ჩაწერა და აღრიცხვა, ისევე, როგორც ტელეეთერების ჩაწერა ხდება.

რა მეთოდოლოგიით ხდება ტარიფების დაანგარიშება?

45 სეგმენტია, სადაც საავტორო უფლება გამოიყენება და თითოეულს თავისი ტარიფი აქვს. დაანგარიშების მეთოდოლოგია კი განსხვავებულია. მაგალითად, რადიო ან ტელეკომპანიებისთვის ტარიფი ანგარიშდება მათი შემოსავლის პროცენტის მიხედვით და ეს პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ საეთერო დროის რა ნაწილს იკავებს საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები. კაფე-ბარებისა და რესტორნების შემთხვევაში ტარიფი ანგარიშდება დასაჯდომი ადგილების მიხედვით. კვადრატულობის მიხედვით ითვლება ტარიფი სავაჭრო ცენტრებსა და მსგავ სივრცეებში გახმოვანებულ ფართობზე და ასე შემდეგ.

როგორ ხდება ავტორებზე ჰონორარის განაწილება?

ჩვენ ვართ კერძო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენზე მოქმედებს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება. გადასახადების გადახდის შემდეგ, ვიტოვებთ ადმინისტრირების პროცენტს და შემდეგ ვანაწილებთ ჰონორარს თითოეული ნაწარმოების გამოყენების ინტენსივობის პროპორციულად. ჰონორარის განაწილება ხდება მოსარგებლეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თუ რა ნაწარმოებები გამოიყენეს მათ. ჰონორარის განაწილების პროცესი საკმაოდ რთული და კომპლექსურია. რისთვისაც ვიყენებთ არაერთ ტექნიკურ უზრუნველყოფას და კომპიუტერულ პროგრამას.

რამდენად გამჭვირვალეა ჰონორარის გადახდის პროცესი?

ასოციაცია სრულად აკმაყოფილებს გამჭვირვალობისთვის დადგენილ მსოფლიო სტანდარტებს. შეგროვებული და განაწილებული ჰონორარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყოველწლიური ანგარიშის სახით ქვეყნდება ბაჭდურად და ურიგდება ასოციაციის წევრებს, ანგარიში ელექტრონული სახით ქვეყნდება ვებ გვერდის მეშვეობით და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს მასზე წვდომა. ის ასევე ეგზავნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს და ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციას (CISAC). გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ წევრს შეუფერხებლად მიეწოდება დეტალური პინფორმაცია მის სახელზე შეგროვებული ჰონორარის შესახებ. აქვე უნდა ვთქვა, რომ 2015 წელს, საქართველომ მოიპოვა ლიდერის პოზიცია პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, და ძირითადი შეფასების კრიტერიუმი სწორად გამჭვირვალობა იყო.

ქართველ ავტორებს ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ერიცხებათ ჰონორარები?

20-22 ქვეყანაა, რომელიც ჰონორარს გვირიცხავს. თანხის დიდი ნაწილი პოსტსაბჭთა ქვეყნებიდან შემოდის. თუმცა ჰონორარს გვირიცხავს აშშ, გერმანია, იაპონია და სხვა ქვეყნებიც.

ზოგადად, ქვეყანაში საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერება რამდენად მაღალია?

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული შემეცნებით და საგანმანათლებლო პროცესებში. გვინდა, ცნობიერების ამაღლების გზით საავტორო უფლებების გამოყენების ლეგალური კულტურა ჩამოვაყალიბოთ.

ვუშებთ ჟურნალს საავტორო უფლებების შესახებ. ბევრ საგანმანათლებლო სემინარსა და სამუშაო შეხვედრას ვატარებთ. პირველად ისტორიაში, გამოვეცით საავტორო უფლებებზე ზღაპრების კრებული, „მემე, მემე, გვაპოვნინე“, რომელიც სკოლებში, საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში შევიდა, ასევე ეს წიგნი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გავრცელდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ