სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ..." - რა ვიცით გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის მამაკაცზე
"თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ..." - რა ვიცით გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის მამაკაცზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. 12 მარტს სუს-მა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ლის რა­ი­ონ­ში 29 წლის ქარ­თველ­მა - ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ამ, რო­მე­ლიც დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თავი მო­იკ­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში კვა­რა­ცხე­ლია, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­თა­ნაც მას სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რის შემ­დე­გად რუ­სებ­მა მან­ქა­ნა გა­მო­ი­ძა­ხეს, ახალ­გაზ­რდა ჩას­ვეს და ნა­ბა­კე­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

გა­ლე­ლე­ბის თქმით­ვე, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას ისი­ნი უზა­რაშ­ვი­ლის გვა­რით იც­ნობ­დნენ, კვა­რა­ცხე­ლია კი მისი დე­დის გვა­რია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ნა­ბა­კევ­სა და ბარ­ღებს შო­რის არ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუნ­კერ­ში ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მე­ლიც ირაკ­ლი უზა­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს შე­ეს­წრო ამ­ბობს, რომ მას­სა და სამ­ხედ­რო­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ის მან­ქა­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვეს.

"იქვე ვცხოვ­რობ და და­ვი­ნა­ხე რო­გორ და­ა­კა­ვეს ეს ბიჭი, ნა­ბა­კევ­ში, სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ზუგ­დიდ­ში უნ­დო­და გად­მოს­ვლა. სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბაც მოხ­და, რის შემ­დე­გაც მან­ქა­ნა მო­ვი­და... და­ა­კა­ვეს და მან­ქა­ნა­ში კი არ ჩას­ვეს - ჩა­აგ­დეს. შემ­დეგ რო­გორც გა­ირ­კვა, ნა­ბა­კევ­ში არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს... მერე თქვეს, რომ ექი­მი სჭირ­დე­ბო­დათ, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი ცუ­დად გამ­ხდა­რა. მი­უყ­ვა­ნეს კი­დევ ექთ­ნე­ბი, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქო­ნია და ვე­რაფ­რით უშ­ვე­ლეს...

მერე ით­ქვა, რომ სო­ფელ აჩიგ­ვა­რა­დან ყო­ფი­ლა. დედ-მა­მი­სე­ულ სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობ­და და ზუგ­დიდ­ში ხან­და­ხან გა­და­დი­ო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ნის ამ­ბე­ბის გა­სარ­კვე­ვად...

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, და­კა­ვე­ბუ­ლი თავს არ და ვერ მო­იკ­ლავ­და, ისე­ვე, რო­გორც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, თუ რა? ე.წ. სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად, უფრო სწო­რად, თით­ქმის ყო­ველ­თვის ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. ჩვენ მათ­გან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ გვიკ­ვირს. ასე, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებთ, რო­გორ თითო-თი­თოდ გვხო­ცა­ვენ და ფი­ზი­კუ­რად გვის­წორ­დე­ბი­ან..." - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ძა­ლით შე­აგ­დეს მან­ქა­ნა­ში" - რას ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, მის და­კა­ვე­ბას შე­ეს­წრნენ

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რეზო ქო­ბა­ლია აცხა­დებს, გარ­დაც­ვლი­ლი ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჩიგ­ვა­რა­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და.

“ნა­ბა­კე­ვი-თა­გი­ლო­ნის ე.წ. სა­ზღვარ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის პე­რი­მეტრზე და­ა­კა­ვეს. დევ­ნი­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სე­ნაკ­ში, იქა­უ­რი გოგო ჰყავ­და მე­უღ­ლედ, თუმ­ცა, ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ, ერთი შვი­ლი ჰყავთ, 9 წლის გო­გო­ნა... ირაკ­ლი აჩიგ­ვა­რა­ში ცხოვ­რობ­და, მშობ­ლე­ბის სახ­ლში და ხან­და­ხან ზუგ­დიდ­ში გად­მო­დი­ო­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო რა­ღა­ცებ­ზე და ამ­ჯე­რა­დაც ამას აპი­რებ­და... დედ-მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. არც და-ძმა ჰყავს..." - ამ­ბობს ქო­ბა­ლია.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ კვი­რა ღა­მეს, 10 მარტს, და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის თა­გი­ლო­ნი­დან მი­იყ­ვა­ნეს ექი­მი ნა­ბა­კე­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი ეტყო­ბა.

ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, გად­მოს­ვე­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არც კი და­წყე­ბუ­ლა, რად­გან რუ­სუ­ლი მხა­რე კავ­შირ­ზე არ გა­მო­დის.

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მთა­ვა­რი ფოტო: dimadeddima.wordpress.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ..." - რა ვიცით გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის მამაკაცზე

"თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ..." - რა ვიცით გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის მამაკაცზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 12 მარტს სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა - ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ადგილობრივების თქმით, სინამდვილეში კვარაცხელია, რუსმა სამხედროებმა დააკავეს, რომლებთანაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგად რუსებმა მანქანა გამოიძახეს, ახალგაზრდა ჩასვეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზის მიმართულებით წაიყვანეს.

გალელების თქმითვე, ირაკლი კვარაცხელიას ისინი უზარაშვილის გვარით იცნობდნენ, კვარაცხელია კი მისი დედის გვარია. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი ახალგაზრდა რუსმა სამხედროებმა ნაბაკევსა და ბარღებს შორის არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ბუნკერში ჰყავდათ დატყვევებული...

ადგილობრივი, რომელიც ირაკლი უზარაშვილის დაკავების ფაქტს შეესწრო ამბობს, რომ მასსა და სამხედროებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

"იქვე ვცხოვრობ და დავინახე როგორ დააკავეს ეს ბიჭი, ნაბაკევში, სოფლის შუაგულში რუსმა სამხედროებმა. სავარაუდოდ, ზუგდიდში უნდოდა გადმოსვლა. სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, რის შემდეგაც მანქანა მოვიდა... დააკავეს და მანქანაში კი არ ჩასვეს - ჩააგდეს. შემდეგ როგორც გაირკვა, ნაბაკევში არსებულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს... მერე თქვეს, რომ ექიმი სჭირდებოდათ, რადგან დაკავებული ცუდად გამხდარა. მიუყვანეს კიდევ ექთნები, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობა ჰქონია და ვერაფრით უშველეს...

მერე ითქვა, რომ სოფელ აჩიგვარადან ყოფილა. დედ-მამისეულ სახლში მარტო ცხოვრობდა და ზუგდიდში ხანდახან გადადიოდა, სავარაუდოდ, ბინის ამბების გასარკვევად...

დარწმუნებული ვართ, დაკავებული თავს არ და ვერ მოიკლავდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვართ, რომ ცემაში შემოაკვდათ. პირველი შემთხვევაა, თუ რა? ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე დაკავებულებს ძალიან ხშირად, უფრო სწორად, თითქმის ყოველთვის ფიზიკურად უსწორდებიან. ჩვენ მათგან ფიზიკური ძალადობა არ გვიკვირს. ასე, თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ თითო-თითოდ გვხოცავენ და ფიზიკურად გვისწორდებიან..." - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვიდეო: "ძალით შეაგდეს მანქანაში" - რას ჰყვებიან ადგილობრივები, რომლებიც აფხაზეთში ახალგაზრდის გარდაცვალებამდე, მის დაკავებას შეესწრნენ

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, რეზო ქობალია აცხადებს, გარდაცვლილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჩიგვარაში მარტო ცხოვრობდა.

“ნაბაკევი-თაგილონის ე.წ. საზღვარზე, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, მდინარე ენგურის პერიმეტრზე დააკავეს. დევნილად რეგისტრირებულია სენაკში, იქაური გოგო ჰყავდა მეუღლედ, თუმცა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ერთი შვილი ჰყავთ, 9 წლის გოგონა... ირაკლი აჩიგვარაში ცხოვრობდა, მშობლების სახლში და ხანდახან ზუგდიდში გადმოდიოდა საყოფაცხოვრებო რაღაცებზე და ამჯერადაც ამას აპირებდა... დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს. არც და-ძმა ჰყავს..." - ამბობს ქობალია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ კვირა ღამეს, 10 მარტს, დაკავებულისთვის თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო... არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები ეტყობა.

ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლის თქმით, გადმოსვენებაზე საუბარი არც კი დაწყებულა, რადგან რუსული მხარე კავშირზე არ გამოდის.

სახელმწიფო უწყებების განცხადებით, ყველა არსებული ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.

მთავარი ფოტო: dimadeddima.wordpress.com

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი