სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური
ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რო­მელ­საც მო­დის სფე­რო­ში უდი­დე­სი წონა აქვს და ცნო­ბილ გა­მო­ცე­მებს არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ რო­გორც „ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში“, ბრი­ტა­ნელ-ამე­რი­კე­ლი ანა ვინ­ტუ­რია. „კარე“ და შავი სათ­ვა­ლე მის­თვის ერ­თგვარ „სა­ფირ­მო ნიშ­ნად“ იქცა - ვარ­ცხნი­ლო­ბა მას 14 წლის ასა­კის შემ­დეგ არ შე­უც­ვლია.

ვინ­ტუ­რი 1988 წლი­დან ცნო­ბი­ლი მო­დის გა­მო­ცე­მის Vogue რე­დაქ­ტო­რია და ამას­თან, რო­გორც მო­დის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი გავ­ლე­ნა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე საკ­მა­ოდ დი­დია. ვინ­ტუ­რი და­ეხ­მა­რა მარკ ჯე­ი­კობსს, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო ლუი ვი­ტონ­თან, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ კი ჯონ გა­ლი­ა­ნო სწო­რედ ვინ­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით და­უბ­რუნ­და მო­დის სფე­როს. დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის მის აზრს კო­ლექ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

უკა­რე­ბა და მომ­თხოვ­ნი ხა­სი­ა­თის გამო ანას მეტ­სა­ხე­ლად „ბირ­თვუ­ლი ვინ­ტუ­რი“ შე­არ­ქვეს.

მის­მა ყო­ფილ­მა პი­რად­მა ასის­ტენ­ტმა ლო­რენ ვე­ის­ბერ­გმა 2003 წელს ბესტსე­ლე­რი რო­მა­ნი „ეშ­მაკს აც­ვია პრა­და“ და­წე­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წიგ­ნის მი­ხედ­ვით ფილ­მი გა­და­ი­ღეს, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რის, მი­რან­და პრის­ლის როლს მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. პრის­ლის პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ანა ვინ­ტუ­რია.

ანას მამა, ჩარლზ ვინ­ტუ­რი გა­ზე­თის Evening Standard რე­დაქ­ტო­რი იყო და მის­გან გა­მომ­ცემ­ლის­თვის სა­ჭი­რო ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვა მი­ი­ღო.

ვინ­ტუ­რი მო­დით მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და, მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტის კა­რი­ე­რა ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნა­ლებ­ში და­ი­წყო, 1980-იანი წლე­ბი­დან კი Vogue-ის სა­თა­ვე­შია.

„ტე­ლეგ­რა­ფი“ წერს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ვინ­ტუ­რის ბევ­რმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა არ იცის.

ვინ­ტურს 2 ძმა - პატ­რი­კი და ჯე­იმ­სი და ერთი და ჰყავს, ნორა. მე­სა­მე ძმა, ჯე­რალ­დი ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­ე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. პატ­რიკ ვინ­ტუ­რი გა­მო­ცე­მა „გარ­დი­ან­ში“ მუ­შა­ობს.

„ვო­გის“ რე­დაქ­ტო­რი ყო­ველ დი­ლას 5 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, რომ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლამ­დე ჩოგ­ბურ­თი ითა­მა­შოს. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა იმ­დე­ნად უყ­ვარს, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბა ჩოგ­ბურ­თის შე­ჯიბ­რე­ბებს.

„ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი“ წვე­უ­ლე­ბებ­ზე მხო­ლოდ 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა და ყო­ველ ღამე 10:15 სა­ათ­ზე წვე­ბა და­სა­ძი­ნებ­ლად.

თუ ვინ­ტურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გსურთ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს ეძებს.

„არ მომ­წონს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერ­ზე მე­თან­ხმე­ბი­ან. მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ კა­მა­თი, ან შე­უძ­ლი­ათ არ და­მე­თან­ხმონ ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა­ზე, უნდა ჰქონ­დეთ ხედ­ვა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­ზეც აი­სა­ხე­ბა. მა­მა­ჩემს სჯე­რო­და, რომ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწერ­ლე­ბი მი­ი­ღო Standard-ში, ვცდი­ლობ, მის მსგავ­სად მო­ვიქ­ცე,“ - ამ­ბობს ანა.

მარ­თა­ლია, „ბირ­თვულ ვინ­ტურს“ უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ შვი­ლე­ბი მისი სი­სუს­ტეა. ყო­ფი­ლი ქმრის­გან, დე­ვიდ შე­ფე­რის­გან ორი შვი­ლი ჰყავს - ჩარლ­ზი და კეტ­რი­ნი. გო­გო­ნა „დე­ი­ლი მე­ი­ლის­თვის“ წერს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ დე­დის საქ­მი­ა­ნო­ბას მო­დის სფე­რო­ში არ გაჰ­ყვე­ბა.

ანა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბა­რაკ ობა­მა­სა და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის­თვის თან­ხის მო­ძი­ე­ბა­ში.

ვინ­ტუ­რი შე­სა­შუ­რი პუნ­ქტუ­ა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას ხში­რად ნა­ხავთ პო­დი­უმ­თან ჯერ კი­დევ ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში, რო­დე­საც მარ­ტო მჯდა­რი ელო­დე­ბა ჩვე­ნე­ბის და­წყე­ბას.

„ტე­ლეგ­რაფ­თან“ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ნიუ-იორ­კი, რად­გან ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც ხალ­ხს მუ­შა­ო­ბა სურს.

„მიყ­ვარს იმი­ტო­მაც, რომ აქ მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­ი­დან­ღაც არის ჩა­სუ­ლი, არა­ვინ გან­გი­კი­თხავს აქ­ცენ­ტის გამო, არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ვინ იყო მა­მა­შე­ნი...“ - აღ­ნიშ­ნა ვინ­ტურ­მა.

მისი ქო­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 მლნ დო­ლა­რია, წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი კი 2 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რომელსაც მოდის სფეროში უდიდესი წონა აქვს და ცნობილ გამოცემებს არაერთხელ დაუსახელებიათ როგორც „ყველაზე გავლენიანი ქალი მოდის ინდუსტრიაში“, ბრიტანელ-ამერიკელი ანა ვინტურია. „კარე“ და შავი სათვალე მისთვის ერთგვარ „საფირმო ნიშნად“ იქცა - ვარცხნილობა მას 14 წლის ასაკის შემდეგ არ შეუცვლია.

ვინტური 1988 წლიდან ცნობილი მოდის გამოცემის Vogue რედაქტორია და ამასთან, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, მისი გავლენა მსოფლიოს წამყვან დიზაინერებზე საკმაოდ დიდია. ვინტური დაეხმარა მარკ ჯეიკობსს, მუშაობა დაეწყო ლუი ვიტონთან, ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შემდეგ კი ჯონ გალიანო სწორედ ვინტურის დახმარებით დაუბრუნდა მოდის სფეროს. დიზაინერებისთვის მის აზრს კოლექციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკარება და მომთხოვნი ხასიათის გამო ანას მეტსახელად „ბირთვული ვინტური“ შეარქვეს.

მისმა ყოფილმა პირადმა ასისტენტმა ლორენ ვეისბერგმა 2003 წელს ბესტსელერი რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ დაწერა, მოგვიანებით წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარი გმირის, მირანდა პრისლის როლს მერილ სტრიპი ასრულებს. პრისლის პროტოტიპი სწორედ ანა ვინტურია.

ანას მამა, ჩარლზ ვინტური გაზეთის Evening Standard რედაქტორი იყო და მისგან გამომცემლისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა მიიღო.

ვინტური მოდით მოზარდობის პერიოდში დაინტერესდა, მოდის ჟურნალისტის კარიერა ბრიტანულ ჟურნალებში დაიწყო, 1980-იანი წლებიდან კი Vogue-ის სათავეშია.

„ტელეგრაფი“ წერს რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ვინტურის ბევრმა თაყვანისმცემელმა არ იცის.

ვინტურს 2 ძმა - პატრიკი და ჯეიმსი და ერთი და ჰყავს, ნორა. მესამე ძმა, ჯერალდი ბავშვობის ასაკში ავტოავარიის შეეგად გარდაიცვალა. პატრიკ ვინტური გამოცემა „გარდიანში“ მუშაობს.

„ვოგის“ რედაქტორი ყოველ დილას 5 საათზე იღვიძებს, რომ სამსახურში წასვლამდე ჩოგბურთი ითამაშოს. სპორტის ეს სახეობა იმდენად უყვარს, რომ რეგულარულად ესწრება ჩოგბურთის შეჯიბრებებს.

„ყინულის დედოფალი“ წვეულებებზე მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში რჩება და ყოველ ღამე 10:15 საათზე წვება დასაძინებლად.

თუ ვინტურთან თანამშრომლობა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძლიერ პიროვნებებს ეძებს.

„არ მომწონს ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მეთანხმებიან. მჭირდება ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ კამათი, ან შეუძლიათ არ დამეთანხმონ ყველა მოსაზრებაზე, უნდა ჰქონდეთ ხედვა, რომელიც ჟურნალზეც აისახება. მამაჩემს სჯეროდა, რომ ძლიერი პიროვნებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან არაჩვეულებრივი მწერლები მიიღო Standard-ში, ვცდილობ, მის მსგავსად მოვიქცე,“ - ამბობს ანა.

მართალია, „ბირთვულ ვინტურს“ უწოდებენ, თუმცა ამბობს, რომ შვილები მისი სისუსტეა. ყოფილი ქმრისგან, დევიდ შეფერისგან ორი შვილი ჰყავს - ჩარლზი და კეტრინი. გოგონა „დეილი მეილისთვის“ წერს, თუმცა ამბობს, რომ დედის საქმიანობას მოდის სფეროში არ გაჰყვება.

ანა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. ის მონაწილეობდა ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიებისთვის თანხის მოძიებაში.

ვინტური შესაშური პუნქტუალობით გამოირჩევა. მას ხშირად ნახავთ პოდიუმთან ჯერ კიდევ ცარიელ დარბაზში, როდესაც მარტო მჯდარი ელოდება ჩვენების დაწყებას.

„ტელეგრაფთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ნიუ-იორკი, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც ხალხს მუშაობა სურს.

„მიყვარს იმიტომაც, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი საიდანღაც არის ჩასული, არავინ განგიკითხავს აქცენტის გამო, არავინ დაინტერესდება ვინ იყო მამაშენი...“ - აღნიშნა ვინტურმა.

მისი ქონება, დაახლოებით, 35 მლნ დოლარია, წლიური შემოსავალი კი 2 მლნ დოლარს შეადგენს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს