სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თიკა ჯამბურიას ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია უცნობის გარეშე - რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა
თიკა ჯამბურიას ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია უცნობის გარეშე - რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა

სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც დღეს თიკა ჯამ­ბუ­რია მარ­ტო ას­რუ­ლებს, ადრე დუ­ე­ტი იყო, რო­მელ­საც თიკა უც­ნობ­თან ერ­თად მღე­რო­და. "გა­ვუს­წროთ დროს" ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტში პირ­ველ ად­გილ­ზე იყო. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლია, ტექ­სტის - პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც თიკა ჯამ­ბუ­რია ამ­ბობს, მისი ძვე­ლი და ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც სოფო ტო­რო­შე­ლი­ძემ შექ­მნა, ვი­დე­ორ­გო­ლიც გა­და­ი­ღო. ახა­ლი ვერ­სია გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლია, შე­მო­დის ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ელე­მენ­ტე­ბი, ჟღერს საყ­ვი­რი...

თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მომ­ღე­რალ­მა ამ ძვე­ლი ჰი­ტის გა­ახ­ლე­ბა და რა­ტომ -უც­ნო­ბის გა­რე­შე, ამა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე სა­უბ­რობს:

- ჩემი და უც­ნო­ბის დუ­ე­ტი "გა­ვუს­წროთ დროს" ახლა უკვე სხვაგ­ვა­რად ჟღერს, სხვა ვერ­სი­აა. გარ­და იმი­სა, რომ მას­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ, "ლა­ივ­შეს­რუ­ლე­ბა­საც" მო­ის­მენს მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­ცე­მა "აკუს­ტი­კა­ში". ჩემს ბენდთან ერ­თად შე­ვას­რუ­ლებ.

ცოტა ხნის წინ, პრო­დი­უ­სერ­მა ნატო დუმ­ბა­ძემ მი­თხრა, რომ სიმ­ღე­რა "გა­ვუს­წროთ დროს" ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, შენს ად­გი­ლას მის ახალ ვერ­სი­ას გა­ვა­კე­თებ­დიო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძველ სიმ­ღე­რებ­ში მას ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ, იდეა მო­მე­წო­ნა და სოფო ტო­რო­შე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი. სო­ფომ მი­თხრა, - მეც მინ­დო­და, შენ­თვის იგი­ვე მეთ­ქვა, რომ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი ჩა­გე­წე­რაო... მოკ­ლედ, ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც ყვე­ლა შევ­თან­ხმდით და ერ­თობ­ლი­ვად გა­ვა­კე­თეთ.

ხოლო თუ რო­დის და რო­გორ ჩა­ი­წე­რა დუ­ე­ტი, მომ­ღე­რა­ლი ამას ასე იხ­სე­ნებს: "სავ­რა­უ­დოდ, 2003 წელი იყო, საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "არტ-იმე­დი" არ­სე­ბობ­და, რო­მელ­მაც რი­ყე­ზე მო­ა­წყო კონ­ცერ­ტი "პე­პე­ლა" - სცე­ნა­ზე ულა­მა­ზე­სი პე­პე­ლა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, გა­მოვ­დი­ო­დით... მე და უც­ნო­ბიც გა­მო­ვე­დით და ეს დუ­ე­ტი შვას­რუ­ლეთ. მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი და ჩემი პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე იყო.

ეს სიმ­ღე­რა თა­ვი­დან ნა­ტომ შე­მირ­ჩია, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­თან მი­ვი­და და თვი­თონ­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ უც­ნობ­თან ერ­თად, დუ­ეტ­ში მემ­ღე­რა. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და. უც­ნო­ბი, მა­შინ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, და­თან­ხმდა შე­თა­ვა­ზე­ბას, იდეა მა­საც მო­ე­წო­ნა, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო".

- რა­ტომ და­თან­ხმდა უც­ნო­ბი ეს სიმ­ღე­რა შენ­თან ერ­თად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა?

- მა­შინ მეც პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე ვი­ყა­ვი, დუ­ე­ტიც არ ჰქონ­და და თან, სიმ­ღე­რა არ იყო ცუდი. როცა ვიმ­ღე­რე და მო­ის­მი­ნა, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მერე ერ­თად ჩავ­წე­რეთ, რამ­დე­ნი­მე დღე ვწერ­დით, რად­გა­ნაც იდე­ა­ლუ­რი გვინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო და ასე­თიც გა­მო­ვი­და, ჩა­წე­რას ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. მშვი­დად და წყნა­რად ვმუ­შა­ობ­დით. მერე ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა­საც ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ იმ კონ­ცერ­ტის ვი­დეო ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ისე "დატ­რი­ალ­და", რომ ამან ვფიქ­რობ, ცოტა დაგ­ვა­მუხ­რუ­ჭა და დარ­ჩა ის სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბა. სიმ­ღე­რა მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებ­ში პირ­ველ ად­გი­ლას იყო. მიყ­ვარს ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კაბა მეც­ვა, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რას­თან ერ­თად, თა­ვი­სე­ბუ­რად იმ ვი­დე­ორ­გო­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა - ყუ­რა­დღე­ბას ნამ­დვი­ლად იქ­ცევ­და. თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი კაბა იყო, რო­მელ­საც ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­და მიკ­რუ­ლი. მახ­სოვს, დიდი მან­ქა­ნით მო­ი­ტა­ნეს სცე­ნამ­დე, რომ ყვა­ვი­ლე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და არ ჩა­მოც­ვე­ნო­და. იმ მწვა­ნე კა­ბით სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი­ვით გა­მო­ვე­დი. უბ­რა­ლოდ, ახლა სოლო ვერ­სი­აა, რო­მელ­შიც მარ­ტო მე ვმღე­რი.

- ახა­ლი ვერ­სი­ის ჩა­წე­რი­სას უც­ნობს რა­ტომ არ შეს­თა­ვა­ზე - ისევ ერ­თად გემ­ღე­რათ?

- მინ­დო­და, დუ­ეტ­ში ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხე, მის შვილ­საც ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი ვერ შედ­გა.

- ამ სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში მა­საც ხომ მი­უ­ძღვის წვლი­ლი, რომ მო­ის­მენს, პრე­ტენ­ზია არ გა­უჩ­ნდე­ბა?

- ამის შე­სა­ხებ, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­საც ვკი­თხე და ნატო დუმ­ბა­ძე­საც. პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბაო და გა­დავ­წყვი­ტე, ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მო­ვი­ქე­ცი. ხომ გი­თხა­რით, კლი­პის გა­და­ღე­ბაც მინ­და, სა­დაც მე არ გა­მოვ­ჩნდე­ბი, სხვა მინ­და, ვა­თა­მა­შო. სიმ­ღე­რა Youtube-ზე უკვე დევს და მსმე­ნელ­მა კარ­გად მი­ი­ღო.

ვინც მო­ის­მი­ნა, მოს­წონს. საყ­ვირ­ზე ილია ში­ო­ლაშ­ვი­ლი უკ­რავს, არან­ჟი­რე­ბა ნიკა მარ­გვე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის.

- აღ­ნიშ­ნე, - მა­შინ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში ვი­ყა­ვიო. ახლა რა­ტომ არ სარ­გებ­ლობ ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რო­ბით?

- ძნე­ლია ამ­დე­ნი წელი ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ასეთ პიკს მგო­ნი, ამე­რი­კა­შიც ვერ ინარ­ჩუ­ნე­ბენ მუ­სი­კო­სე­ბი. პო­პუ­ლა­რო­ბის რა­ღაც ეტაპს რომ მი­აღ­წევ, მერე ნელ-ნელა დაბ­ლა ჩა­მო­დი­ხარ. თუმ­ცა მა­ინც მი­ხა­რია, რომ ხალ­ხს ვახ­სო­ვარ, რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, არ ვჩერ­დე­ბი. დღეს ჩვენს სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცი­აც არ არის ისე, რო­გორც ადრე და მომ­ღე­რა­ლიც სტი­მულს კარ­გავ. ამას­თან, შე­მო­სა­ვა­ლიც არ არის იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც უნდა იყოს.

- ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი - რას საქ­მი­ა­ნობ?

- რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ხომ ვამ­ბობ, სულ ვმუ­შა­ობ, ვმღე­რი დიმა კო­ბე­შა­ვი­ძეს­თან, გა­მოვ­დი­ვართ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე. გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი. ასე­ვე ვცდი­ლობ, ვის­წავ­ლო, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლი­თაც სიმ­ღე­რა­ზე ვი­მუ­შა­ვებ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. მინ­და, თვი­თონ შევ­ქმნა ის, ამა­ზე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ.

- შენი შვი­ლის ასაკ­ში უკვე ცნო­ბი­ლი პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი იყა­ვი. შენს გო­გო­ნას აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი? არ გინ­და, ისე­თი­ვე "მუ­სი­კა­ლუ­რი" ბავ­შვო­ბა ჰქონ­დეს, რო­გო­რიც შენ გქონ­და?

- ნინა 8 წლის ხდე­ბა მა­ის­ში. ჩემ­გან ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მორ­ცხვია, სცე­ნა დი­დად არ უყ­ვარს და ამი­ტომ არც ვა­ძა­ლებ. და­დის "მზი­ურ­ში", სკო­ლა­ში, კარ­გად სწავ­ლობს, მეც ვცდი­ლობ, რომ რაც მოს­წონს და უყ­ვარს, იმა­ში ხელი მე­ტად შე­ვუ­წყო. ბოლო დროს მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი მო­ინ­დო­მა. ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, - პი­ა­ნის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა­ღაც არ გა­მო­მი­ვი­და, ნი­ნას თა­ვი­სით გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი მუ­სი­კო­სი იყოს, რაც ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თიკა ჯამბურიას ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია უცნობის გარეშე - რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა

თიკა ჯამბურიას ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია უცნობის გარეშე - რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა

სიმღერა, რომელსაც დღეს თიკა ჯამბურია მარტო ასრულებს, ადრე დუეტი იყო, რომელსაც თიკა უცნობთან ერთად მღეროდა. "გავუსწროთ დროს" ყველა მუსიკალურ ჩარტში პირველ ადგილზე იყო. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილია, ტექსტის - პოეტი რატი ამაღლობელი.

როგორც თიკა ჯამბურია ამბობს, მისი ძველი და ცნობილი სიმღერის ახალ ვერსიაზე, რომელიც სოფო ტოროშელიძემ შექმნა, ვიდეორგოლიც გადაიღო. ახალი ვერსია გათანამედროვებულია, შემოდის ელექტრონული მუსიკის ელემენტები, ჟღერს საყვირი...

თუ რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ამ ძველი ჰიტის გაახლება და რატომ -უცნობის გარეშე, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ასე საუბრობს:

- ჩემი და უცნობის დუეტი "გავუსწროთ დროს" ახლა უკვე სხვაგვარად ჟღერს, სხვა ვერსიაა. გარდა იმისა, რომ მასზე კლიპის გადაღებას ვაპირებ, "ლაივშესრულებასაც" მოისმენს მაყურებელი გადაცემა "აკუსტიკაში". ჩემს ბენდთან ერთად შევასრულებ.

ცოტა ხნის წინ, პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ მითხრა, რომ სიმღერა "გავუსწროთ დროს" ყველას ძალიან უყვარდა, პოპულარული იყო, შენს ადგილას მის ახალ ვერსიას გავაკეთებდიო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ სიმღერებში მას ახლაც სიამოვნებით უსმენენ, იდეა მომეწონა და სოფო ტოროშელიძეს დავუკავშირდი. სოფომ მითხრა, - მეც მინდოდა, შენთვის იგივე მეთქვა, რომ ახალი ვარიანტი ჩაგეწერაო... მოკლედ, ჩანაფიქრი გამოვიდა, რადგანაც ყველა შევთანხმდით და ერთობლივად გავაკეთეთ.

ხოლო თუ როდის და როგორ ჩაიწერა დუეტი, მომღერალი ამას ასე იხსენებს: "სავრაუდოდ, 2003 წელი იყო, საპროდიუსერო კომპანია "არტ-იმედი" არსებობდა, რომელმაც რიყეზე მოაწყო კონცერტი "პეპელა" - სცენაზე ულამაზესი პეპელა იყო გაკეთებული, რომელზეც ქართველი მომღერლები, გამოვდიოდით... მე და უცნობიც გამოვედით და ეს დუეტი შვასრულეთ. მაშინ 12 წლის ვიყავი და ჩემი პროდიუსერი ნატო დუმბაძე იყო.

ეს სიმღერა თავიდან ნატომ შემირჩია, ჯემალ სეფიაშვილთან მივიდა და თვითონვე გადაწყვიტა, რომ უცნობთან ერთად, დუეტში მემღერა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. უცნობი, მაშინ პოპულარობის პიკზე იყო, დათანხმდა შეთავაზებას, იდეა მასაც მოეწონა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო".

- რატომ დათანხმდა უცნობი ეს სიმღერა შენთან ერთად შეესრულებინა?

- მაშინ მეც პოპულარობის პიკზე ვიყავი, დუეტიც არ ჰქონდა და თან, სიმღერა არ იყო ცუდი. როცა ვიმღერე და მოისმინა, ძალიან მოეწონა. მერე ერთად ჩავწერეთ, რამდენიმე დღე ვწერდით, რადგანაც იდეალური გვინდოდა, ყოფილიყო და ასეთიც გამოვიდა, ჩაწერას ჯემალ სეფიაშვილიც ესწრებოდა. მშვიდად და წყნარად ვმუშაობდით. მერე ვიდეოს გადაღებასაც ვაპირებდით, მაგრამ იმ კონცერტის ვიდეო ისეთი პოპულარული გახდა, ისე "დატრიალდა", რომ ამან ვფიქრობ, ცოტა დაგვამუხრუჭა და დარჩა ის საკონცერტო შესრულება. სიმღერა მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილას იყო. მიყვარს ის ჩანაწერი, სადაც ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი კაბა მეცვა, რომელმაც სიმღერასთან ერთად, თავისებურად იმ ვიდეორგოლის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა - ყურადღებას ნამდვილად იქცევდა. თეონა თავართქილაძის მიერ შექმნილი კაბა იყო, რომელსაც ცოცხალი ყვავილები ჰქონდა მიკრული. მახსოვს, დიდი მანქანით მოიტანეს სცენამდე, რომ ყვავილები არ დაზიანებულიყო და არ ჩამოცვენოდა. იმ მწვანე კაბით სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავივით გამოვედი. უბრალოდ, ახლა სოლო ვერსიაა, რომელშიც მარტო მე ვმღერი.

- ახალი ვერსიის ჩაწერისას უცნობს რატომ არ შესთავაზე - ისევ ერთად გემღერათ?

- მინდოდა, დუეტში ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დავკავშირებოდი, ვერაფრით მოვახერხე, მის შვილსაც ვუთხარი, მაგრამ ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა.

- ამ სიმღერის პოპულარობაში მასაც ხომ მიუძღვის წვლილი, რომ მოისმენს, პრეტენზია არ გაუჩნდება?

- ამის შესახებ, ჯემალ სეფიაშვილსაც ვკითხე და ნატო დუმბაძესაც. პრობლემა არ იქნებაო და გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი, როგორც მოვიქეცი. ხომ გითხარით, კლიპის გადაღებაც მინდა, სადაც მე არ გამოვჩნდები, სხვა მინდა, ვათამაშო. სიმღერა Youtube-ზე უკვე დევს და მსმენელმა კარგად მიიღო.

ვინც მოისმინა, მოსწონს. საყვირზე ილია შიოლაშვილი უკრავს, არანჟირება ნიკა მარგველაშვილს ეკუთვნის.

- აღნიშნე, - მაშინ პოპულარობის პიკში ვიყავიო. ახლა რატომ არ სარგებლობ ისეთივე პოპულარობით?

- ძნელია ამდენი წელი ასეთი პოპულარობა შეინარჩუნო, ასეთ პიკს მგონი, ამერიკაშიც ვერ ინარჩუნებენ მუსიკოსები. პოპულარობის რაღაც ეტაპს რომ მიაღწევ, მერე ნელ-ნელა დაბლა ჩამოდიხარ. თუმცა მაინც მიხარია, რომ ხალხს ვახსოვარ, რაღაცებს ვაკეთებ, ვცდილობ, არ ვჩერდები. დღეს ჩვენს სფეროში კონკურენციაც არ არის ისე, როგორც ადრე და მომღერალიც სტიმულს კარგავ. ამასთან, შემოსავალიც არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს.

- ამ ეტაპზე კონკრეტულად რით ხარ დაკავებული - რას საქმიანობ?

- როგორც მომღერალი, ხომ ვამბობ, სულ ვმუშაობ, ვმღერი დიმა კობეშავიძესთან, გამოვდივართ კორპორატიულ საღამოებზე. გვაქვს კონცერტები. ასევე ვცდილობ, ვისწავლო, სპეციალური პროგრამები, რომლითაც სიმღერაზე ვიმუშავებ, ძალიან მაინტერესებს. მინდა, თვითონ შევქმნა ის, ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობ.

- შენი შვილის ასაკში უკვე ცნობილი პატარა მომღერალი იყავი. შენს გოგონას აქვს მუსიკალური მონაცემები? არ გინდა, ისეთივე "მუსიკალური" ბავშვობა ჰქონდეს, როგორიც შენ გქონდა?

- ნინა 8 წლის ხდება მაისში. ჩემგან ცოტა განსხვავებულია. მორცხვია, სცენა დიდად არ უყვარს და ამიტომ არც ვაძალებ. დადის "მზიურში", სკოლაში, კარგად სწავლობს, მეც ვცდილობ, რომ რაც მოსწონს და უყვარს, იმაში ხელი მეტად შევუწყო. ბოლო დროს მუსიკაზე სიარული მოინდომა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ჩემი ოცნება იყო, - პიანისტი ვყოფილიყავი, რაღაც არ გამომივიდა, ნინას თავისით გაუჩნდა სურვილი მუსიკოსი იყოს, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა...

"ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფო რეჟიმში, ერთი 50-მა ექიმმა დამირეკა" - რას ყვება კოვიდით ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს