სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წესები, რომელთა დაცვაც 2020 წლიდან ექსკურსიებზე სკოლებს მოუწევთ
წესები, რომელთა დაცვაც 2020 წლიდან ექსკურსიებზე სკოლებს მოუწევთ

2020 წლი­დან სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ზე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ბავ­შვის კო­დექსშია“ აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ექ­სკურ­სი­ებ­ზე წა­სულ ჯგუ­ფებს თან უნდა ახ­ლდეს პირი, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის კურ­სი
  • ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის ად­გი­ლი, დრო და ხან­გრძლი­ვო­ბა უნდა ეც­ნო­ბოს პო­ლი­ცი­ის, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებს.
  • გარ­და ამი­სა, კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ბავ­შვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხელ­მძღვა­ნელს სრულ­ყო­ფი­ლად უნდა ჰქონ­დეს მო­ნა­წი­ლე­თა მო­ნა­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია ღო­ნის­ძი­ე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რის, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რის და გა­დამ­ზი­და­ვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე, ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლო­ბა­სა და ბავ­შვე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლის სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გეგ­მის შე­სა­ხებ.
  • თუ კი ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფუ­რი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს, დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლებ­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუ­ფებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მიერ არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ექი­მი­სა ან ექთ­ნის 24 სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, იმ პირ­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი სრულ­წლო­ვა­ნი, ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც გავ­ლი­ლი აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის კურ­სი.
  • კო­დექ­სის 66-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ეხე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ბავ­შვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას მათი კვე­ბის მიზ­ნით საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვით უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს. ამ მუხ­ლით დად­გე­ნი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს ბავ­შვის დაც­ვის და მხარ­და­ჭე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი.

კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით დად­გე­ნილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ცნო­ბის­თვის, „ბავ­შვის კო­დექ­სი“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და. „ბავ­შვის კო­დექ­სის“ მთა­ვა­რი ხაზი არის ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დო­კუ­მენ­ტი ბავ­შვის აღ­ზრდი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ოჯა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს აღი­ა­რებს.

ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დად 2020 წე­ლის ივ­ნი­სია გან­სა­ზღვრუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

წესები, რომელთა დაცვაც 2020 წლიდან ექსკურსიებზე სკოლებს მოუწევთ

წესები, რომელთა დაცვაც 2020 წლიდან ექსკურსიებზე სკოლებს მოუწევთ

2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება. ამის შესახებ „ბავშვის კოდექსშია“ აღნიშნული.

  • რეგულაციების თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი
  • ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
  • გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.
  • თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.
  • კოდექსის 66-ე მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება, აღნიშნული, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება სანიტარული პირობების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური.

კოდექსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ცნობისთვის, „ბავშვის კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. „ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. დოკუმენტი ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოს უზრუნველყოფაში ოჯახის განსაკუთრებულ როლს აღიარებს.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ