სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ასაიდუმლოებდა - 1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია
საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ასაიდუმლოებდა - 1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია

AMBEBI.GE ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის კო­მენ­ტა­რებს, სა­დაც მკი­თხვე­ლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რის, ნა­თე­სა­ვის ან ოჯა­ხის წევ­რის შე­სა­ხებ გვთხოვს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ახ­ლა­ხანს, ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­დეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის გვარ-სა­ხე­ლი, რომ­ლე­ბიც 1942 წელს სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დახ­ვრი­ტეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და შემ­დეგ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს საქ­მე "Соверше́нно секре́тно"-ს სტა­ტუ­ტით ინა­ხე­ბო­და. გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო თა­ვად დახ­ვრე­ტილ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­სა­იმ­დუ­ლოა და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

მათ შო­რის არი­ან ის ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე შინ­მო­უს­ვლე­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ და ვის შე­სა­ხე­ბაც მკი­თხვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას გვთხოვ­და...

1941 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­თა­და­რი­გო პოლ­კი (ლე­გი­ო­ნი), რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში ფოთ­ში გა­და­ის­რო­ლეს. 1942 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში კი, იქი­დან ზღვით სიმ­ფე­რო­პოლ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გერ­მა­ნი­ის ავი­ა­ცია აქ­ტი­უ­რად ბომ­ბავ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ის პო­ზი­ცი­ებს.

"პოლ­კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რამ­დენ­ჯერ­მე უკან და­ე­ხია, შემ­დეგ ისევ ძვე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბას ცდი­ლობ­და... რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ბრძო­ლის დროს ფრონ­ტის ხაზი და­ტო­ვა. მათ­გან ზოგი, სწო­რედ ამ დროს ბრძო­ლის ველ­ზე და­ი­ღუ­პა, ნა­წი­ლი კი, ვინც ცო­ცხა­ლი დარ­ჩა და გაქ­ცე­ვა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი, სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალ­მა გა­ა­სა­მარ­თლა" - ამ­ბობს კო­მი­სი­ის წევ­რი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი, რომ­ლის ცნო­ბი­თაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, სია სრულ­ყო­ფი­ლია თუ არა.

საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მა­შინ პოლ­კის ჯა­რის­კა­ცებს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯა. საბ­ჭო­თა არ­მი­ე­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლის­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი უმაღ­ლე­სი ზო­მის სას­ჯე­ლი 1942 წლის 20 და 23 იან­ვარს აღას­რუ­ლეს, სხვე­ბის შე­სა­ხებ კი არ­სე­ბობს ცნო­ბა, რომ ისი­ნიც დახ­ვრი­ტეს, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. რამ­დე­ნი­მე მათ­განს 7 და 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ ფრონ­ტის ხაზ­ზე ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ მათი რე­სურ­სიც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

1942 წელს დახ­ვრე­ტი­ლი და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სია:

იო­სებ გი­ორ­გის ძე იმერ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში. წო­დე­ბა - ლე­ი­ტე­ნან­ტი.

ავ­ქსენ­ტი გრი­გო­რის ძე უთურ­გა­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში. სას­ჯე­ლის ზომა 7 წელი.

კონ­სან­ტი­ნე სერ­გე­ის ძე ჯოგ­ლი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუ­ლაშ­ში.

შალ­ვა ნა­უ­მის ძე შალ­ვა­ნი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში.

გი­ორ­გი მი­ხე­ი­ლის ძე ძიგ­ვაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცი­ხე­ლა­ურ­ში.

ივა­ნე თე­ო­დო­რეს ძე ლა­პი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მირ­ზა­ან­ში. სას­ჯე­ლის ზომა – 10 წელი.

გი­ორ­გი ვიქ­ტო­რის ძე არ­სე­ნი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, წუ­ლუ­კი­ძის (დღე­ვან­დე­ლი ხონი) რა­ი­ონ­ში. სას­ჯე­ლის ზომა 7 წელი.

თურ­მან მა­ი­სე­ის ძე შან­ში­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში. წო­დე­ბა – ლე­ი­ტე­ნან­ტი. ივა­ნე კი­რი­ლეს ძე სა­ნა­დი­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 19189 წელს, ვა­ნის რა­ი­ონ­ში. ავია-დი­ვი­ზია;

შოთა ვლა­დი­მი­რის ძე ფარ­ცხა­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, წუ­ლუ­კი­ძის (ხო­ნის) რა­ი­ონ­ში, ე.წ. სტარ­ში­ნის (შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბას) თა­ნა­შემ­წე.

სერ­გეი ან­დრე­ის ძე მეტ­რე­ვე­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში.

ზა­ქა­რია (იგი­ვე ნი­კო­ლაი, ასე­ვე, კაკო) მზე­ქა­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ონ­ში.

ზა­ქა­რია, იგი­ვე შაქ­რო კე­გი­აშ­ვი­ლი (ან კე­ტი­აშ­ვი­ლი) ვა­სი­ლის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­ტან­ში.

ვახ­ტანგ ალექ­სან­დრეს ძე კავ­თო­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი

მიტო გიგ­ლას ძე ტა­გი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ტან­ში.

ვა­სი­ლი ნი­კო­ლა­ის ძე ბა­ლი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, ქა­ლაქ გორ­ში. ვლა­დი­მირ ლე­ვა­ნის ძე იო­სე­ბაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კი­ცინ­ში.

ფე­ი­ზუ­ლი ხუ­ლუსო­ვის ძე ჩხუ­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯალ­ბოშ­ვი­ლატ­ში (?!).

ივა­ნე პავ­ლეს ძე მო­დე­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კოლხში.

ლე­ვან ივა­ნეს ძე ზა­ზი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძა­ტარ­ში (?!).

ილია ალექ­სის ძე ამი­რე­ჯი­ბი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ შა­ში­ან­ში.

მარკ ვა­სი­ლის ძე ლოს­კუ­ტო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1923 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ული­ა­ნოვ­კა­ში. თე­ლა­ვის სკო­ლის კურ­სან­ტი. სას­ჯე­ლის ზომა 10 წელი.

გი­ორ­გი სე­მი­ო­ნის ძე იმერ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში. წო­დე­ბა – უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი.

კონ­სტან­ტი­ნე ხიმ­ში­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში. წო­დე­ბა – უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი.

დი­მიტ­რი ისა­ა­კის ზე ბურ­დი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში.

მი­ხე­ილ ია­სო­ნის ძე იმერ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში.

ლე­ვან ივა­ნეს ძე თო­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში.

რო­მან თე­დო­რეს ძე ბა­ტი­აშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზი
0
ბებიაჩემის 2 ძმა ქუთაისელი ზვიადაძეები ქერჩში დაიკარგნენ და დღემდე არაფერი არ ვიცით, თუმცა იმ ქვეყნად ერთად იქნებიან თერთმეტივე...
ტერეზა მეი
0

ambebi.ge-ს: უკანდახევა ან დეზერტირობა არაფერ შუაშია. გიორგი იმერლიშვილი, გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი, ლევან თორაძე ე.წ. "ასპირანტთა საქმესთან" დაკავშირებით დაიჭირეს და დახვრიტეს... გადაამოწმეთ ინფორმაციები, სანამ გამოაქვეყნებდეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ასაიდუმლოებდა - 1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია

საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ასაიდუმლოებდა - 1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია

AMBEBI.GE ინტერესით ადევნებს თვალს მეორე მსოფლიო ომის თემაზე მომზადებული სტატიების კომენტარებს, სადაც მკითხველი უგზო-უკვლოდ დაკარგული წინაპრის, ნათესავის ან ოჯახის წევრის შესახებ გვთხოვს ინფორმაციას.

ახლახანს, ქერჩის კომისიის წევრებმა AMBEBI.GE-ს მიაწოდეს რამდენიმე ქართველი მეომრის გვარ-სახელი, რომლებიც 1942 წელს სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, ეს საქმე "Соверше́нно секре́тно"-ს სტატუტით ინახებოდა. გასაიდუმლოებული იყო თავად დახვრეტილთა მონაცემები. საბჭოთა ხელისუფლებამ განაჩენი გაასაიმდულოა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატუსი მიანიჭა.

მათ შორის არიან ის ქართველი მეომრები, რომლებიც დღემდე შინმოუსვლელად ითვლებოდნენ და ვის შესახებაც მკითხველი ინფორმაციის მოძიებას გვთხოვდა...

1941 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა სათადარიგო პოლკი (ლეგიონი), რომელიც ოქტომბერში ფოთში გადაისროლეს. 1942 წლის იანვრის დასაწყისში კი, იქიდან ზღვით სიმფეროპოლში გადაიყვანეს, სადაც გერმანიის ავიაცია აქტიურად ბომბავდა საბჭოთა არმიის პოზიციებს.

"პოლკი იძულებული გახდა, რამდენჯერმე უკან დაეხია, შემდეგ ისევ ძველი პოზიციების დაკავებას ცდილობდა... როგორც ჩანს, რამდენიმე მათგანმა ბრძოლის დროს ფრონტის ხაზი დატოვა. მათგან ზოგი, სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე დაიღუპა, ნაწილი კი, ვინც ცოცხალი დარჩა და გაქცევაში იყო შემჩნეული, სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა" - ამბობს კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი, რომლის ცნობითაც ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, სია სრულყოფილია თუ არა.

საბჭოთა ხელმძღვანელობამ მაშინ პოლკის ჯარისკაცებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. საბჭოთა არმიელების ერთი ნაწილისთვის გამოტანილი განაჩენი უმაღლესი ზომის სასჯელი 1942 წლის 20 და 23 იანვარს აღასრულეს, სხვების შესახებ კი არსებობს ცნობა, რომ ისინიც დახვრიტეს, თუმცა, კონკრეტული თარიღი უცნობია. რამდენიმე მათგანს 7 და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ფრონტის ხაზზე ვითარების დაძაბვის გამო, იძულებული გახდნენ მათი რესურსიც გამოეყენებინათ.

1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია:

იოსებ გიორგის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1907 წელს, გურჯაანის რაიონში. წოდება - ლეიტენანტი.

ავქსენტი გრიგორის ძე უთურგაიძე - დაბადებული 1912 წელს თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. სასჯელის ზომა 7 წელი.

კონსანტინე სერგეის ძე ჯოგლიძე - დაბადებული 1915 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში.

შალვა ნაუმის ძე შალვანიძე - დაბადებული 1915 წელს ქალაქ ქუთაისში.

გიორგი მიხეილის ძე ძიგვაშვილი - დაბადებული 1907 წელს ვანის რაიონის სოფელ ციხელაურში.

ივანე თეოდორეს ძე ლაპიაშვილი - დაბადებული 1910 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ მირზაანში. სასჯელის ზომა – 10 წელი.

გიორგი ვიქტორის ძე არსენიძე - დაბადებული 1910 წელს, წულუკიძის (დღევანდელი ხონი) რაიონში. სასჯელის ზომა 7 წელი.

თურმან მაისეის ძე შანშიაშვილი - დაბადებული 1914 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. წოდება – ლეიტენანტი. ივანე კირილეს ძე სანადირაძე, დაბადებული 19189 წელს, ვანის რაიონში. ავია-დივიზია;

შოთა ვლადიმირის ძე ფარცხალაძე - დაბადებული 1918 წელს, წულუკიძის (ხონის) რაიონში, ე.წ. სტარშინის (შეესაბამებოდა პოლკოვნიკის წოდებას) თანაშემწე.

სერგეი ანდრეის ძე მეტრეველი - დაბადებული 1912 წელს, ხაშურის რაიონში.

ზაქარია (იგივე ნიკოლაი, ასევე, კაკო) მზექალაშვილი - დაბადებული 1918 წელს, ყვარლის რაიონში.

ზაქარია, იგივე შაქრო კეგიაშვილი (ან კეტიაშვილი) ვასილის ძე - დაბადებული 1919 წელს თელავის რაიონის სოფელ ლატანში.

ვახტანგ ალექსანდრეს ძე კავთოლაშვილი - დაბადებული 1919 წელს, ქარელის რაიონი

მიტო გიგლას ძე ტაგიაშვილი - დაბადებული 1919 წელს, თელავის რაიონის სოფელ მატანში.

ვასილი ნიკოლაის ძე ბალიაშვილი - დაბადებული 1919 წელს, ქალაქ გორში. ვლადიმირ ლევანის ძე იოსებაშვილი, დაბადებული 1921 წელს, გორის რაიონის სოფელ კიცინში.

ფეიზული ხულუსოვის ძე ჩხუბაძე - დაბადებული 1916 წელს, ქედის რაიონის სოფელ ჯალბოშვილატში (?!).

ივანე პავლეს ძე მოდებაძე - დაბადებული 1911 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ კოლხში.

ლევან ივანეს ძე ზაზიაშვილი - დაბადებული 1915 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძატარში (?!).

ილია ალექსის ძე ამირეჯიბი - დაბადებული 1903 წელს, გურჯაანის სოფელ შაშიანში.

მარკ ვასილის ძე ლოსკუტოვი - დაბადებული 1923 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში. თელავის სკოლის კურსანტი. სასჯელის ზომა 10 წელი.

გიორგი სემიონის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

კონსტანტინე ხიმშიაშვილი - დაბადებული 1917 წელს, ქალაქ ქუთაისში. წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

დიმიტრი ისააკის ზე ბურდიაშვილი - დაბადებული 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში.

მიხეილ იასონის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1913 წელს, გურჯაანის რაიონში.

ლევან ივანეს ძე თორაძე - დაბადებული 1915 წელს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში.

რომან თედორეს ძე ბატიაშვილი - დაბადებული 1913 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში.