სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თურმე როგორია კლინიკა, სადაც ბავშვები ბედნიერები არიან - ერთი დედის ბლოგი
თურმე როგორია კლინიკა, სადაც ბავშვები ბედნიერები არიან - ერთი დედის ბლოგი

ბავ­შვის ავად­მყო­ფო­ბა­ზე სა­ში­ნე­ლი დე­დის­თვის ალ­ბათ არა­ფე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, თუ ბავ­შვის­თვის სან­დო პე­დი­ატ­რი არ გყავთ შერ­ჩე­უ­ლი. მე, პი­რა­დად, 2 წელი ასეთ გა­სა­ჭირ­ში ვი­ყა­ვი, ვერ მი­ვა­გე­ნი პე­დი­ატრს, რო­მე­ლიც ბავ­შვს სწორ დი­აგ­ნოზს და­უს­ვამ­და და თან ზედ­მეტ წამ­ლებ­საც არ და­უ­ნიშ­ნავ­და. 2 წლი­ა­ნი ძი­ე­ბი­სა და ასე ვთქვათ, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შემ­დეგ ასე­თი ექი­მიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე და მას შემ­დეგ ბავ­შვის ავად გახ­დო­მი­საც დი­დად აღარ მე­ში­ნია.

ამ ამ­ბი­დან დიდი დრო არ იყო გა­სუ­ლი, რომ გა­ვი­გე თურ­მე სწო­რედ იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ჩვე­ნი პე­დი­ატ­რი გა­და­დი­ო­და, მშობ­ლე­ბის­თვის ტური ეწყო­ბო­და. ასეთ ტუ­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ რო­გორც თავ­შიც ვთქვი, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა დე­დის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ ამი­ტომ წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე.

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში მი­სუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვოც­დი. მშობ­ლებს ტურს კლი­ნი­კის პიარ მე­ნე­ჯე­რი კი არა, თა­ვად ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ცი­ბა­ძე გვი­ტა­რებ­და. ცენ­ტრი აერ­თი­ა­ნებს რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ას, ისე ჰოს­პი­ტა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბას.

ტური, რაღა თქმა უნდა, მიმ­ღე­ბი­დან და­ი­წყო. ე.წ. ტრი­ა­ჟი, სა­დაც მი­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა. ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა სტი­ლიც გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის ანი­მა­ტო­რე­ბის მსგავ­სი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ისი­ნი არ არი­ან მხო­ლოდ ანი­მა­ტო­რე­ბი, არა­მედ გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ბავ­შვის სიმ­ძი­მის მდგო­მა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლად შე­ფა­სე­ბას შეძ­ლე­ბენ.

კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ბავ­შვი ხვდე­ბა ობ­სერ­ვა­ცი­ის ანუ დაკ­ვირ­ვე­ბის ზო­ნა­ში. 12 სა­წო­ლი­ა­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ პა­ტა­რე­ბი ზედ­მეტ სტრეს­ში არ იყ­ვნენ. აპა­რა­ტუ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა სრუ­ლად კა­რა­დებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და და­ფა­რუ­ლი, რომ პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბი ზედ­მე­ტად აი და­ი­ძა­ბონ და მათ­თვის უსი­ა­მოვ­ნო ნივ­თებს არ უყუ­რონ. ობ­სერ­ვა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­დას­ხმის ან სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა. აღე­ბუ­ლი ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ექი­მი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბი­ნა­ზე გა­უშ­ვას თუ შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სოს პა­ცი­ენ­ტი.

ობ­სერ­ვა­ცი­ის ოთახ­შია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ექთ­ნე­ბი­სა და ექი­მე­ბის კუ­თხეც, რაც პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. რად­გან მათ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ძებ­ნა სხვა ოთახ­ში აღარ უწევთ.

აქ­ვეა შო­კის ოთა­ხი, სა­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ შე­მოყ­ვა­ნი­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი თავ­სდე­ბი­ან და მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ხდე­ბა. შო­კის ოთა­ხი ისე­ვეა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­გორც რე­ა­ნი­მა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით შე­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხი ე.წ. სა­თა­ბა­ში­რეა.

ობ­სერ­ვა­ცი­ის ოთახ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი ან ბავ­შვთა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თავ­სდე­ბი­ან ან ბი­ნა­ზე იწე­რე­ბი­ან ექი­მის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით.

ბავ­შვთა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის სრუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შვთა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად წაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი და რე­ა­ნი­მა­ცი­ის პა­ლა­ტა­სა­ვით მო­წყო­ბი­ლი ლიფ­ტით აგ­ვიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი ყუ­რა­დღე­ბა დე­რე­ფან­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია ვე­ლო­სი­პე­დებ­მა, რომ­ლებ­ზეც გა­დას­ხმის შტა­ტი­ვი მაგრდე­ბა და პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებს გა­დას­ხმის გა­კე­თე­ბა დე­რეფ­ნებ­ში სე­ირ­ნო­ბის დრო­საც შე­ეძ­ლე­ბათ.

თა­ვად გან­ყო­ფი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდი აღ­მოჩ­ნდა და რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, გა­ვი­გე, რომ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლია. თი­თო­ე­ულ პა­ლა­ტა­ში არის უარ­ყო­ფი­თი წნე­ვა, რაც ნიშ­ნავს, რომ ოთა­ხი­დან ჰა­ე­რი დე­რეფ­ნებ­ში კი არ გა­დის, არა­მედ სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­რეთ იტუმ­ბე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეს გა­მო­რი­ცხავს. მინ­და გი­თხრათ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად, ში­ნა­გა­ნად დავ­მშვიდ­დი.

ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა პა­ლა­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ტრანსფორ­მი­რე­ბა­დი, კომ­ფორ­ტუ­ლი სა­წო­ლე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ ყვე­ლა ასა­კის პა­ცი­ენ­ტმა თავი კარ­გად იგ­რძნოს. მშობ­ლე­ბის­თვის კი ისე­თი გა­საშ­ლე­ლი სა­ვარ­ძე­ლი იყო, მის სახ­ლში ქო­ნა­ზეც რომ არ ვი­ტყო­დი უარს. ამის გა­ფიქ­რე­ბა იყო და ბა­ტონ­მა და­ვით­მა აღ­ნიშ­ნა კი­დეც, რომ მათი მი­ზა­ნია, კლი­ნი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად სახ­ლის მსგავ­სი იყოს. ასე ბავ­შვე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლია.

პა­ცი­ენ­ტებ­ზე ზრუნ­ვის კი­დევ ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნი იყო ის, რომ თურ­მე პა­ლა­ტებ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 2 სა­ა­თით შე­აქვთ, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის­გან, ეკ­რან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან და­იც­ვან თავი. მო­მე­წო­ნა დე­დე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლოც, სა­დაც ცოტა გან­ტვირ­თვა­სა და ყა­ვის მშვი­დად და­ლე­ვას შეძ­ლე­ბენ. ვნა­ხეთ უახ­ლე­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც, რომ­ლის ანა­ლო­გიც თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა.

მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი კი თურ­მე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მე­ლო­და. მო­საც­დე­ლი სივ­რცე სრუ­ლად სა­თა­მა­შო­ე­ბი­თაა სავ­სე. ექი­მე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში კი სა­ო­ცა­რი გა­ს­ა­სინ­ჯი სა­წო­ლე­ბი დაგ­ვხვდა. ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­გი­და პან­და­ზე ან მარ­ტორ­ქა­ზე გა­სინ­ჯვა­ზე ბავ­შვმა უარი თქვას ან იწუ­წუ­ნოს. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სულ 7 პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი იქ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა და­მა­ტე­ბით გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მხო­ლოდ ჩა­წე­რილ პა­ცი­ენ­ტებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

ტუ­რის ბო­ლოს კი სა­ჩუქ­რე­ბი, ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბიც მი­ვი­ღეთ და სახ­ლში დამ­შვი­დე­ბუ­ლე­ბი წა­მო­ვე­დით. ამის მერე მე­ცო­დი­ნე­ბა, ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სად უნდა წა­ვიყ­ვა­ნო ჩემი შვი­ლი, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბაც ეფექ­ტუ­რი იყოს და და­მა­ტე­ბით სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც არ გა­და­ე­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თურმე როგორია კლინიკა, სადაც ბავშვები ბედნიერები არიან - ერთი დედის ბლოგი

თურმე როგორია კლინიკა, სადაც ბავშვები ბედნიერები არიან - ერთი დედის ბლოგი

ბავშვის ავადმყოფობაზე საშინელი დედისთვის ალბათ არაფერია. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ბავშვისთვის სანდო პედიატრი არ გყავთ შერჩეული. მე, პირადად, 2 წელი ასეთ გასაჭირში ვიყავი, ვერ მივაგენი პედიატრს, რომელიც ბავშვს სწორ დიაგნოზს დაუსვამდა და თან ზედმეტ წამლებსაც არ დაუნიშნავდა. 2 წლიანი ძიებისა და ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების შემდეგ ასეთი ექიმიც აღმოვაჩინე და მას შემდეგ ბავშვის ავად გახდომისაც დიდად აღარ მეშინია.

ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ გავიგე თურმე სწორედ იმ კლინიკაში, სადაც ჩვენი პედიატრი გადადიოდა, მშობლებისთვის ტური ეწყობოდა. ასეთ ტურებზე სიარული დიდად არ მიყვარს, მაგრამ როგორც თავშიც ვთქვი, ბავშვის ჯანმრთელობა დედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ წასვლა გადავწყვიტე.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მისული პირველივე წუთიდან სასიამოვნოდ გავოცდი. მშობლებს ტურს კლინიკის პიარ მენეჯერი კი არა, თავად ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე გვიტარებდა. ცენტრი აერთიანებს როგორც ამბულატორიას, ისე ჰოსპიტალურ განყოფილებას.

ტური, რაღა თქმა უნდა, მიმღებიდან დაიწყო. ე.წ. ტრიაჟი, სადაც მისული პაციენტების პირველადი შეფასება ხდება. ამ განყოფილებაში იმუშავებენ თანამშრომლები, რომელთა სტილიც გასართობი ცენტრის ანიმატორების მსგავსი იქნება. თუმცა ისინი არ არიან მხოლოდ ანიმატორები, არამედ გადამზადებულები არიან და ბავშვის სიმძიმის მდგომარეობის პირველად შეფასებას შეძლებენ.

კონსულტაციის შემდეგ ბავშვი ხვდება ობსერვაციის ანუ დაკვირვების ზონაში. 12 საწოლიანი განყოფილება ისეა მოწყობილი, რომ პატარები ზედმეტ სტრესში არ იყვნენ. აპარატურა და სამედიცინო აღჭურვილობა სრულად კარადებშია მოთავსებული და დაფარული, რომ პატარა პაციენტები ზედმეტად აი დაიძაბონ და მათთვის უსიამოვნო ნივთებს არ უყურონ. ობსერვაციის განყოფილებაში ხდება პაციენტებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში გადასხმის ან სხვა სახის დახმარება. აღებული ანალიზების პასუხებისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ბინაზე გაუშვას თუ შესაბამის განყოფილებაში მოათავსოს პაციენტი.

ობსერვაციის ოთახშია ინტეგრირებული ექთნებისა და ექიმების კუთხეც, რაც პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია. რადგან მათ სამედიცინო პერსონალის ძებნა სხვა ოთახში აღარ უწევთ.

აქვეა შოკის ოთახი, სადაც სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი გადაუდებელი პაციენტები თავსდებიან და მათზე დაკვირვება ხდება. შოკის ოთახი ისევეა აღჭურვილი, როგორც რეანიმაცია. შესაბამისად ამ განყოფილებაში რეანიმაციული პაციენტების მომსახურებაც შესაძლებელია. მოტეხილობებით შესული პაციენტებისთვის კი სპეციალური ოთახი ე.წ. სათაბაშირეა.

ობსერვაციის ოთახში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პაციენტები ან ბავშვთა განყოფილებაში თავსდებიან ან ბინაზე იწერებიან ექიმის მიერ გაცემული დანიშნულებითა და რეკომენდაციებით.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების სრული დათვალიერების შემდეგ ბავშვთა სტაციონარული განყოფილების სანახავად წაგვიყვანეს, სადაც საკმაოდ დიდი და რეანიმაციის პალატასავით მოწყობილი ლიფტით აგვიყვანეს. პირველი ყურადღება დერეფანში შესვლისთანავე მიიქცია ველოსიპედებმა, რომლებზეც გადასხმის შტატივი მაგრდება და პატარა პაციენტებს გადასხმის გაკეთება დერეფნებში სეირნობის დროსაც შეეძლებათ.

თავად განყოფილება საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, გავიგე, რომ ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებისგან დაავადების გადადების შანსი, ფაქტობრივად, ნულია. თითოეულ პალატაში არის უარყოფითი წნევა, რაც ნიშნავს, რომ ოთახიდან ჰაერი დერეფნებში კი არ გადის, არამედ სპეციალური სისტემის საშუალებით გარეთ იტუმბება. ეს ყველაფერი კი ვირუსული დაავადების გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს. მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად, შინაგანად დავმშვიდდი.

ძალიან მომეწონა პალატებიც, რომლებიც ტრანსფორმირებადი, კომფორტული საწოლებითაა აღჭურვილი, რომ ყველა ასაკის პაციენტმა თავი კარგად იგრძნოს. მშობლებისთვის კი ისეთი გასაშლელი სავარძელი იყო, მის სახლში ქონაზეც რომ არ ვიტყოდი უარს. ამის გაფიქრება იყო და ბატონმა დავითმა აღნიშნა კიდეც, რომ მათი მიზანია, კლინიკა მაქსიმალურად სახლის მსგავსი იყოს. ასე ბავშვებისთვის მკურნალობის პროცესი ნაკლებად სტრესულია.

პაციენტებზე ზრუნვის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ის, რომ თურმე პალატებში ტელევიზორი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით შეაქვთ, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემისგან, ეკრანზე დამოკიდებულებისგან დაიცვან თავი. მომეწონა დედებისთვის გამოყოფილი პატარა სამზარეულოც, სადაც ცოტა განტვირთვასა და ყავის მშვიდად დალევას შეძლებენ. ვნახეთ უახლესი ლაბორატორიაც, რომლის ანალოგიც თურმე საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება.

მთავარი სიურპრიზი კი თურმე ამბულატორიულ განყოფილებაში მელოდა. მოსაცდელი სივრცე სრულად სათამაშოებითაა სავსე. ექიმების კაბინეტებში კი საოცარი გასასინჯი საწოლები დაგვხვდა. ალბათ, შეუძლებელია მაგიდა პანდაზე ან მარტორქაზე გასინჯვაზე ბავშვმა უარი თქვას ან იწუწუნოს. განყოფილებაში სულ 7 პროფილის ექიმები იქნებიან. თუმცა დამატებით გარკვეული მიმართულების სპეციალისტები მხოლოდ ჩაწერილ პაციენტებს მოემსახურებიან.

ტურის ბოლოს კი საჩუქრები, ფასდაკლების ვაუჩერებიც მივიღეთ და სახლში დამშვიდებულები წამოვედით. ამის მერე მეცოდინება, ავადმყოფობის შემთხვევაში სად უნდა წავიყვანო ჩემი შვილი, რომ მისი მკურნალობაც ეფექტური იყოს და დამატებით სხვა პაციენტებისგან ვირუსული დაავადებებიც არ გადაედოს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის