გორელი კომუნისტები სტალინის გარდაცვალებიდან 66 წლისთავს აღნიშნავენ.
"ერთიანი კომუნისტური პარტიის" და ორგანიზაცია "სტალინელის" წევრები სტალინის მუზეუმთან დილიდან შეიკრიბნენ და მიტინგი გამართეს, შემდეგ კი, გორის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ ჯუღაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
გორელ სტალინელებს თურქეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ჯგუფიც შეუერთდა. მათი განცხადებით, ჯგუფის წევრები თურქეთის "მარქსიზმ-ლენინიზმის კომუნისტური მოძრაობის" წევრები არიან.
ია თინიკაშვილი