სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ადგენენ ახალი მეთოდით სისხლში ტყვიის შემცველობას საქართველოში, რა არის დაბინძურების წყარო და როგორია მკურნალობის გზები
როგორ ადგენენ ახალი მეთოდით სისხლში ტყვიის შემცველობას საქართველოში, რა არის დაბინძურების წყარო და როგორია მკურნალობის გზები

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შე­მოწ­მე­ბუ­ლი 200 ადა­მი­ა­ნი­დან 75%-ზე მეტს სის­ხლში ტყვი­ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა და­უდ­გინ­და, მათ შო­რის კი უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვია. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კა „ნე­ო­ლა­ბის“ დი­რექ­ტორ­მა გია კამ­კა­მი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უკვე სამი თვეა, რაც კლი­ნი­კა­ში სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბას ამოწ­მე­ბენ და ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერგვა პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, სის­ხლის ანა­ლი­ზი აღე­ბის შემ­დეგ უცხო­ეთ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, რაც დიდ დრო­სა და და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა.

„კლი­ნი­კა­ში ამე­რი­კუ­ლი მე­თო­დი დავ­ნერ­გეთ. პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვია რო­გორც ბავ­შვებ­ში, ასე­ვე მოზ­რდი­ლებ­ში. ხდე­ბა თი­თი­დან აღე­ბუ­ლი კა­პი­ლა­რუ­ლი სის­ხლის შე­მოწ­მე­ბა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გვაქვს პა­სუ­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა შე­დე­გებს, არ ფიქ­სირ­დე­ბა მწვა­ვე მო­წამ­ვლა, ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა სის­ხლში ტყვი­ის ნორ­მა­ზე მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დაგ­რო­ვი­ლია ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რე­მო­დან უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად და შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გუ­ლის­ხმობს ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლას და და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა კამ­კა­მი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი - ძი­რი­თა­დად ტყვი­ის შემ­ცვე­ლი სა­ღე­ბა­ვი და გა­მო­ნა­ბოლ­ქვია, რო­მე­ლიც ტყვი­ის შემ­ცვე­ლი საწ­ვა­ვის შე­დე­გად და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის გზებს, კამ­კა­მი­ძის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­თაც ორ­გა­ნიზ­მი­დან ტყვი­ის გა­მო­დევ­ნის უნა­რი აქვთ. ასე­თე­ბია: რკი­ნა, კალ­ცი­უ­მი, თუ­თია, სე­ლე­ნი­უ­მი.

„ბევრ ქვე­ყა­ნა­ში პურ­საც ამ­დიდ­რე­ბენ რკი­ნით, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრაქ­ტი­კა არ გვაქვს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლია რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დე­ბა პუ­რის და ხორ­ბლე­უ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის რკი­ნით გამ­დიდ­რე­ბა, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ნამ­დვი­ლად წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ანე­მი­ის დაძ­ლე­ვის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და კამ­კა­მი­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფო მიდ­გო­მა ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, მიდ­გო­მა და ხედ­ვა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს აქვს და ამ თე­მა­ზე გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონდთან ერ­თად მი­დის მუ­შა­ო­ბა.

ზო­ი­ძის თქმით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონდმა და მისი შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დეგ შე­მუ­შავ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

„წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბა, მაგ­რამ ღრმა ანა­ლი­ზი დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ გა­ვარ­კვი­ოთ რა ფაქ­ტო­რებ­მა გა­მო­იწ­ვია ეს. ეს პრობ­ლე­მა დღე­ვან­დე­ლი და გუ­შინ­დე­ლი არაა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია დაგ­რო­ვი­ლი. მას შემ­დეგ, რაც გან­ვსა­ზღვრავთ პრობ­ლე­მის მას­შტაბს და მი­ზე­ზებს, ვი­მუ­შა­ვებთ მი­ზე­ზის აღ­კვე­თა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პუ­რის რკი­ნით გამ­დიდ­რე­ბას, ანუ ფორ­თი­ფი­კა­ცი­ას, რომ­ლის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის რე­კო­მენ­და­ცია ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­ნი­ხი­ლა პარ­ლა­მენ­ტმა, აკა­კი ზო­ი­ძის თქმით, რე­კო­მენ­და­ცი­ას და­სა­ბუ­თე­ბა აკ­ლდა.

„მთლი­ა­ნად მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რკი­ნით ფორ­თი­ფი­კა­ცი­ას მეტი და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ჭი­როა ხარჯთე­ფექ­ტი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზი, რომ დად­გინ­დეს, რა და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მა თუ სა­ხელ­მწი­ფომ ეს სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს. სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტურ ანე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ დგას. ორ­სუ­ლებ­ში არის ეს პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ორ­სუ­ლე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტე­ბი უფა­სოა. თუ გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დი საკ­მა­რის და­სა­ბუ­თე­ბას წარ­მო­ად­გენს, ცხა­დია გან­ვი­ხი­ლავთ“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ადგენენ ახალი მეთოდით სისხლში ტყვიის შემცველობას საქართველოში, რა არის დაბინძურების წყარო და როგორია მკურნალობის გზები

როგორ ადგენენ ახალი მეთოდით სისხლში ტყვიის შემცველობას საქართველოში, რა არის დაბინძურების წყარო და როგორია მკურნალობის გზები

ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, შემოწმებული 200 ადამიანიდან 75%-ზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, მათ შორის კი უმეტესობა ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა გია კამკამიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე სამი თვეა, რაც კლინიკაში სისხლში ტყვიის შემცველობას ამოწმებენ და ამ მომსახურების დანერგვა პაციენტების მოთხოვნამ განაპირობა. არსებული პრაქტიკით, სისხლის ანალიზი აღების შემდეგ უცხოეთში იგზავნება, რაც დიდ დროსა და დანახარჯებს უკავშირდება.

„კლინიკაში ამერიკული მეთოდი დავნერგეთ. პროცედურა მარტივია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ხდება თითიდან აღებული კაპილარული სისხლის შემოწმება და რამდენიმე საათში გვაქვს პასუხი. რაც შეეხება შედეგებს, არ ფიქსირდება მწვავე მოწამვლა, ძირითადად ვლინდება სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა, რომელიც დაგროვილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარემოდან უარყოფითი ზემოქმედების შედეგად და შესაბამისად, მკურნალობის თვალსაზრისითაც გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას და დამაბინძურებელი ზემოქმედების შემცირებას”, - აღნიშნა კამკამიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში დაბინძურების ძირითადი წყარო, სამშენებლო მასალები - ძირითადად ტყვიის შემცველი საღებავი და გამონაბოლქვია, რომელიც ტყვიის შემცველი საწვავის შედეგად დაბინძურების წყარო ხდება.

რაც შეეხება მკურნალობის გზებს, კამკამიძის თქმით, მნიშვნელოვანია იმ მიკროელემენტების მიღება, რომელთაც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის უნარი აქვთ. ასეთებია: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენიუმი.

„ბევრ ქვეყანაში პურსაც ამდიდრებენ რკინით, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მაღალია რკინადეფიციტური ანემიის გავრცელება, თუ საქართველოში მოხდება პურის და ხორბლეულის პროდუქტების რკინით გამდიდრება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ანემიის დაძლევის თვალსაზრისით“, - განაცხადა კამკამიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია სახელმწიფო მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

როგორც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მიდგომა და ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს და ამ თემაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად მიდის მუშაობა.

ზოიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყვიის შემცველობის კვლევა ჩაატარა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და მისი შედეგების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

„წინასწარი მონაცემებით, მომატებულია ტყვიის შემცველობა, მაგრამ ღრმა ანალიზი დაგვჭირდება, რომ გავარკვიოთ რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს. ეს პრობლემა დღევანდელი და გუშინდელი არაა, წლების განმავლობაშია დაგროვილი. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრობლემის მასშტაბს და მიზეზებს, ვიმუშავებთ მიზეზის აღკვეთაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება პურის რკინით გამდიდრებას, ანუ ფორთიფიკაციას, რომლის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2015 წელს განიხილა პარლამენტმა, აკაკი ზოიძის თქმით, რეკომენდაციას დასაბუთება აკლდა.

„მთლიანად მოსახლეობისთვის რკინით ფორთიფიკაციას მეტი დასაბუთება სჭირდება. საჭიროა ხარჯთეფექტიანობის ანალიზი, რომ დადგინდეს, რა დანახარჯებს უკავშირდება, რომ ბიზნესმა თუ სახელმწიფომ ეს საკუთარ თავზე აიღოს. საგანგაშო მდგომარეობა რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არ დგას. ორსულებში არის ეს პრობლემა, თუმცა ორსულებისთვის შესაბამისი პრეპარატები უფასოა. თუ გაერო-ს ბავშვთა ფონდი საკმარის დასაბუთებას წარმოადგენს, ცხადია განვიხილავთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი