ავტორი:

კაბები, რომლითაც მეგანი მაროკოში ბრწყინავდა - ნახეთ, რა ეცვა ჰერცოგინიას მეფესთან შეხვედრისას

კაბები, რომლითაც მეგანი მაროკოში ბრწყინავდა - ნახეთ, რა ეცვა ჰერცოგინიას მეფესთან შეხვედრისას

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამდღიანი ვიზიტით მაროკოში იმყოფებოდნენ და სასექსის ჰერცოგინიას ყველა საჯარო გამოჩენას მედიისა და სოციალური ქსელების აღფრთოვანება სდევდა.

პრინცი და მისი ორსული ცოლი თავდაპირველად საცხენოსნო სპორტის სამეფო ფედერაციას ესტუმრნენ. მეგანი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი - ის ჰარისთან ერთად მწვანე ქურთუკით და ჯინსის შარვლით გამოჩნდა.

მოგვიანებით ჰერცოგინიამ მისი საყვარელი მოდის სახლის - "ჟივენშის" ულამაზესი შავი კაბა ჩაიცვა, რომლითაც ის გასულ თვეშიც გამოჩნდა.

კიდევ ერთი კაბა, რომელშიც სასექსის ჰერცოგინია "ანათებდა", კაროლინა ჰერერას ეკუთვნის - ლურჯი სამოსით ის მაროკოს მეფესთან შეხვედრაზე მივიდა. ELLE წერს, რომ კაბის ღირებულება 3,222 ფუნტია.

VIDEO: მეგანის კიდევ ერთ გამონათება: რა ღირდა ულამაზესი ლურჯი კაბა, რომელიც ჰერცოგინიას მაროკოს მეფესთან შეხვედრისას ეცვა

ამ წითელი კაბით კი მარკლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ორსული ქალები ყველაზე ლამაზები არიან.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ