სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაუჩინარებული პრინცესა კვლავ არსად სჩანს - მაროკოს მეფემ მეგანს და ჰარის ცოლის გარეშე უმასპინძლა
გაუჩინარებული პრინცესა კვლავ არსად სჩანს - მაროკოს მეფემ მეგანს და ჰარის ცოლის გარეშე უმასპინძლა

მა­რო­კოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი პრინ­ცე­სა ლალა სალ­მა მსოფ­ლი­ოს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა - ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რად მყოფ ბრი­ტა­ნელ პრინც ჰა­რი­სა და მის ცოლს, მე­გან მარ­კლს მეფე მო­ჰა­მედ მე­ექ­ვსე ცო­ლის გა­რე­შე შეხ­ვდა. ლალა სალ­მა კვლავ არ­სად სჩანს.

2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მეფე და მისი ცოლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, თუმ­ცა სა­მე­ფო სა­სა­მარ­თლომ ცნო­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა.

მა­რო­კოს სა­მე­ფო ოჯა­ხი პრინ­ცე­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე

თე­მას მა­რო­კოს მე­დია არა­სო­დეს აშუ­ქებს, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბი ლალა სალ­მა­ზე მუდ­მი­ვად წე­რენ. არა­ვინ იცის, სად არის პრინ­ცე­სა - ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ის ევ­რო­პა­ში იყოს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მწი­რია. ვრცელ­დე­ბო­და ხმა, რომ ის შვი­ლებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბი­სას შე­ნიშ­ნეს, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი, რისი თქმაც ჟურ­ნა­ლის­ტებს დარ­წმუ­ნე­ბით შე­უძ­ლი­ათ, არის ის, რომ ლალა სალ­მა 2017 წლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მას არ­ცერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არც ოფი­ცი­ა­ლურ სტუმ­რებს დახ­ვედ­რია. ლალა სალ­მას ად­გი­ლი მის­მა მულ­მა, პრინ­ცე­სა ლალა მე­რი­ემ­მა და­ი­კა­ვა, ის „პირ­ვე­ლი ლე­დის“ ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას ითავ­სებს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მა­მას აქვს აღე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრინ­ცე­სა შვი­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად ნა­ხუ­ლობს. ინ­ფორ­მა­ცია არც მისი ტი­ტუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ რო­გორც მო­მა­ვა­ლი მე­ფის დე­დას, წო­დე­ბე­ბი შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

პრინ­ცე­სა ლალა სალ­მა საფ­რან­გე­თის პირ­ველ ლე­დის­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გაუჩინარებული პრინცესა კვლავ არსად სჩანს - მაროკოს მეფემ მეგანს და ჰარის ცოლის გარეშე უმასპინძლა

გაუჩინარებული პრინცესა კვლავ არსად სჩანს - მაროკოს მეფემ მეგანს და ჰარის ცოლის გარეშე უმასპინძლა

მაროკოს გაუჩინარებული პრინცესა ლალა სალმა მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - ქვეყანაში სტუმრად მყოფ ბრიტანელ პრინც ჰარისა და მის ცოლს, მეგან მარკლს მეფე მოჰამედ მეექვსე ცოლის გარეშე შეხვდა. ლალა სალმა კვლავ არსად სჩანს.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფე და მისი ცოლი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა სამეფო სასამართლომ ცნობები ოფიციალურად არც უარყო და არც დაადასტურა.

მაროკოს სამეფო ოჯახი პრინცესას გაუჩინარებამდე

თემას მაროკოს მედია არასოდეს აშუქებს, თუმცა საერთაშორისო გამოცემები ლალა სალმაზე მუდმივად წერენ. არავინ იცის, სად არის პრინცესა - ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის ევროპაში იყოს, თუმცა ინფორმაცია ძალიან მწირია. ვრცელდებოდა ხმა, რომ ის შვილებთან ერთად დასვენებისას შენიშნეს, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც ჟურნალისტებს დარწმუნებით შეუძლიათ, არის ის, რომ ლალა სალმა 2017 წლის შემდეგ საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. მას არცერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, არც ოფიციალურ სტუმრებს დახვედრია. ლალა სალმას ადგილი მისმა მულმა, პრინცესა ლალა მერიემმა დაიკავა, ის „პირველი ლედის“ ყველა ფუნქციას ითავსებს.

დასავლური მედიის მტკიცებით, ბავშვებზე მეურვეობა მამას აქვს აღებული, თუმცა პრინცესა შვილებს რეგულარულად ნახულობს. ინფორმაცია არც მისი ტიტულების შესახებ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ როგორც მომავალი მეფის დედას, წოდებები შეუნარჩუნდება.

პრინცესა ლალა სალმა საფრანგეთის პირველ ლედისთან ერთად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"