ავტორი:

სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი "ანიჰილაცია" ქართულად ითარგმნა

სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი "ანიჰილაცია" ქართულად ითარგმნა

წარმოიდგინეთ X ზონა - ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, უსიცოცხლო ადგილი. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა; ამ მიწის შესასწავლად ბიოლოგი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი და ტოპოგრაფი ქალები მიდიან - იწყება მე-11 ექსპედიცია, მაშინ, როცა წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა.

ჯეფ ვანდერმეიერის "ანიჰილაცია" უკვე ქართულად გამოიცა. ეს არის ნოველა, რომელმაც 2015 წელს, საუკეთესო ნოველის ნომინაციაში, Nebula Award-ის ჯილდო მიიღო; 2014 წელს კი იმავე ნომინაციაში Shirley Jackson Award-ის ჯილდო გადაეცა.

ანიჰილაცია ტრილოგიის პირველი ნაწილია. მისი ავტორი ჯეფ ვანდერმეიერი კი ამერიკელი მწერალი, რედაქტორი და ლიტერატურული კრიტიკოსი.

Ambebi.ge "ანიჰილაციის: მთარგმნელს, ხათუნა ბასილაშვილს ესაუბრა:

"ნოველა გამოირჩევა უცნაური სიუჟეტით, ამავდროულად, დამაინტრიგებელია, რადგან ბევრი კითხვის ნიშანია ტექსტში. ვფიქრობ, როგორც შინაარსობრივი, ისე ლექსიკური თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესოა. ფენტეზის ჟანრში ნათარგმნი მაქვს „მხედვარი“, მაგრამ „ანიჰალაცია“ თვისობრივად სრულიად განსხვავებული წიგნია. ეს არ არის კლასიკური ფანტასტიკა. თუმცა მასში ფენტეზის ჟანრის წიგნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული სტილიც იგრძნობა. ეს ყველაფერი კი ნოველას საინტერესოს და სპეციფიკურს ხდის. თარგმნის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ ის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესოა".

ლიტერატურის კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯეფ ვანდერმეერის შემოქმედება მწერლების: ხორხე ლუის ბორხესისა და ფრანც კაფკას გავლენას განიცდის.

"ის, რომ ამოუცნობია, ის, რომ ბოლომდე არ არის გახსნილი გმირი, თავად საკუთარ თავსაც უმალავს რაღაცას - ამ კუთხით გარკვეული კავშირი არსებობს. ნაწარმოებში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელზეც პასუხი შემდეგ ნაწილებში უნდა გამოჩნდეს. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, უდავუდ იგრძნობა გარკვეული გავლენა ჯეფ ვანდერმეერზე" - ამბობს ხათუნა ბასილაშვილი.

"ანიჰილაციის" მიხედვით 2018 წლის თებერვალში ფილმიც გამოვიდა. Paramount Pictures-ის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარი როლი ნატალი პორტმანმა შეასრულა. ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ყველაზე ხშირად კი ნომინაციაში, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების გამოყენებითვის, იმარჯვებდა კონკურსებში.

"ანიჰილაცია" ქართულად გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სერიის, "პორტალის" ფარგლებში გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია 27 თებერვალს,19:00 საათზე "კრეატორ ბარში" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი