სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს
დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს

დღეს თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა იმის ტეს­ტი, რამ­დე­ნად უზუნ­ველ­ყოფს უვა­დოდ და­ნიშ­ვნა მო­სა­მარ­თლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლე ნუნუ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­კა­ვე­ბულ­მა წევ­რმა, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ.

რო­გორც კირ­კი­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის საქ­მეს უვა­დოდ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავს.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს ჩემს საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც 15 თე­ბერ­ვლი­დან უვა­დოდ არის და­ნიშ­ნუ­ლი. დღეს თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ტეს­ტი იმი­სა, რამ­დე­ნად უზუნ­ველ­ყოფს უვა­დოდ და­ნიშ­ვნა მო­სა­მარ­თლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და აქვს თუ არა მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს გა­აგ­რძე­ლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნა. მო­უთ­მენ­ლად ველი თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და თი­თო­ე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, რო­მელ­მაც აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თავ­დებ­ში ჩა­მიდ­გა“, - გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს წარ­ვუდ­გენთ და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 მო­ქა­ლა­ქის წე­რილს, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის 27 წევ­რის თავ­დე­ბის წე­რილს და ვი­შუ­ამ­დგომ­ლებთ და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კირ­კი­ტა­ძის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სა­სა­მარ­თლოს­თვის ტეს­ტი იქ­ნე­ბა, ხელ­მძღვა­ნე­ლობს თუ არა ის კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით.

კონ­და­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კირ­კი­ტა­ძის მი­მართ შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს აქვს ად­გი­ლი და ის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იმ­ყო­ფე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში წა­ი­ღებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა წინა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­მალ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც ძა­ლა­ში და­ტო­ვა კირ­კი­ტა­ძის პა­ტიმ­რო­ბის გან­გრძო­ბა­დო­ბა. თუმ­ცა, ეს არარ­სე­ბუ­ლი საფრ­თხეა. ეს არის ტეს­ტი სა­სა­მარ­თლოს­თვის, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით თუ ეს არის ფარ­სი.

მარ­თა­ლია, დიდი მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვად­გენთ, რომ და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა არის უკა­ნო­ნო", - აცხა­დებს კონ­და­ხიშ­ვი­ლი.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა იმ დო­კუ­მენ­ტთან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს და ასა­ხავს, რომ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და­ვით კირ­კი­ტა­ძის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სა, რად­გან ის არას­დროს გა­მო­ძი­ე­ბას არ და­მალ­ვია და მზად არის გი­რა­ო­თი გა­რეთ ყოფ­ნით ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვი­დეს, პრო­კუ­ტუ­რას ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, და­მა­ტე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შე­აგ­რო­ვეა ხელ­მო­წე­რე­ბი.

„და­ახ­ლო­ე­ბით, დღე­ნა­ხე­ვარ­ში 15 000-ზე მეტი ხელ­მო­წე­რა მოგ­როვ­და, რო­მე­ლიც კი­დევ ერთი თავ­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­დებ­ში უდ­გე­ბი­ან და­ვით კირ­კი­ტა­ძეს, რომ ის გა­მო­ძი­ე­ბას არ და­ე­მა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს

დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება - რა სიტყვებით მიმართა დაკავებულმა მოსამართლეს

დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ტესტი, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, მის საქმეს უვადოდ დანიშნული მოსამართლე განიხილავს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 15 თებერვლიდან უვადოდ არის დანიშნული. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი იმისა, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას და აქვს თუ არა მორალური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააგრძელოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენს გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და თავდებში ჩამიდგა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წარვუდგენთ დაახლოებით 15 000 მოქალაქის წერილს, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილს და ვიშუამდგომლებთ დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ფაქტი სასამართლოსთვის ტესტი იქნება, ხელმძღვანელობს თუ არა ის კანონის მოთხოვნათა დაცვით.

კონდახიშვილის განცხადებით, კირკიტაძის მიმართ შერჩევით სამართალს აქვს ადგილი და ის პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს.

„მოგეხსენებათ, სასამართლომ დაადგინა წინა სასამართლო პროცესზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმალვის საფრთხე არსებობდა, რის გამოც ძალაში დატოვა კირკიტაძის პატიმრობის განგრძობადობა. თუმცა, ეს არარსებული საფრთხეა. ეს არის ტესტი სასამართლოსთვის, ის ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნათა დაცვით თუ ეს არის ფარსი.

მართალია, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელისთვის გამოვიყენებთ. აუცილებლად დავადგენთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა არის უკანონო", - აცხადებს კონდახიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ ყველა იმ დოკუმენტთან ერთად, რომელიც ამტკიცებს და ასახავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან, სასამართლოში მივიდეს, პროკუტურას ჩვენება მისცეს, დამატებით მოსახლეობაში შეაგროვეა ხელმოწერები.

„დაახლოებით, დღენახევარში 15 000-ზე მეტი ხელმოწერა მოგროვდა, რომელიც კიდევ ერთი თავდების საფუძველი გახდება, ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებას არ დაემალება", - განაცხადა ბოტკოველმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები