სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები
ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები

„ოს­კა­რის“ წლე­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე ცნო­ბი­ლია. სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჯილ­დო რე­ჟი­სორ პი­ტერ ფა­რე­ლის ფილმმა „მწვა­ნე წიგნ­მა“ მი­ი­ღო.

ფილ­მი რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. სი­უ­ჟე­ტი მა­ყუ­რე­ბელს მო­უ­თხრობს 1962 წელს ჯა­ზის პი­ა­ნის­ტის დონ შირ­ლი­სა და მისი მძღო­ლის ტონი ლი­პას მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. აშშ-ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ისი­ნი „მწვა­ნე წიგნს“ იყე­ნე­ბენ, სა­დაც აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი.

სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი ოლი­ვია კოლ­მე­ნი გახ­და, მა­მა­კა­ცი კი ფრე­დი მერ­კუ­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რამი მა­ლე­კი.

კოლ­მენს ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ჯილ­დოს მი­ღე­ბის შემ­დეგ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და - მან სცე­ნა­ზე ჯერ იტი­რა, შემ­დეგ კი პუბ­ლი­კას­თან ერ­თად იცი­ნა.

ოლი­ვია კოლ­მე­ნი

„რა სა­ო­ცა­რია, მე ოს­კა­რი მაქვს!“ - გა­ნა­ცხა­და კოლ­მენ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბას ის გლენ კლო­უზს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და.

ემო­ცი­უ­რი იყო რამი მა­ლე­კის გა­მოს­ვლაც, მან მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღერ­ლის, ფრე­დი მერ­კუ­რის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილმში “ბო­ჰე­მუ­რი რაფ­სო­დია“.

„მე ეგ­ვიპ­ტე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლი ვარ. ჩემი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი სწო­რედ ახლა იწე­რე­ბა. ყვე­ლა თქვენ­გა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ, ყვე­ლა­სი, ვი­საც ჩემი სჯე­რო­და,“ - აღ­ნიშ­ნა მა­ლეკ­მა თა­ვის სა­მად­ლო­ბელ სი­ტყვა­ში.

რამი მა­ლე­კი

სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში კი რა­ი­კა ზე­ტაბ­ჩის ნა­მუ­შე­ვარ­მა გა­ი­მარ­ჯვა მენსტრუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­ხელ­წო­დე­ბით Period. End of sentence.

„ღმერ­თო ჩემო! იმი­ტომ არ ვტი­რი, რომ ახლა მენსტრუ­ა­ცია მაქვს. არ მჯე­რა, რომ „ოს­კა­რი“ მი­ი­ღო ფილმმა მენსტრუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ!“ - გა­ნა­ცხა­და ზე­ტაბ­ჩიმ.

VIDEO : ლედი გაგა ისე მოთ­ქვამს, რომ ვერ ლა­პა­რა­კობს - მსა­ხი­ო­ბის ემო­ცი­უ­რი სი­ტყვა ქარ­თუ­ლი ტიტ­რე­ბით

ორი­გი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რის­თვის ოს­კა­რი ლედი გა­გას გა­და­ე­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მისი ნა­მუ­შე­ვა­რი Shallow გახ­და. მომ­ღე­რალს ემო­ცი­ე­ბის გამო სა­უ­ბა­რი გა­უ­ჭირ­და, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დას, მშობ­ლებს და ფილმში მის პარტნი­ორს "ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბა" - ბრედ­ლი კუ­პერს, რო­მე­ლიც, ამას­თან, ფილ­მის რე­ჟი­სო­რიც იყო.

ლედი გაგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები

ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო - ნახეთ, ვინ გახდნენ წლევანდელი გამარჯვებულები

„ოსკარის“ წლევანდელი მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილია. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჯილდო რეჟისორ პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნმა“ მიიღო.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მაყურებელს მოუთხრობს 1962 წელს ჯაზის პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის ტონი ლიპას მოგზაურობის შესახებ. აშშ-ში მოგზაურობისას ისინი „მწვანე წიგნს“ იყენებენ, სადაც აფროამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილებია მითითებული.

საუკეთესო მსახიობი ქალი ოლივია კოლმენი გახდა, მამაკაცი კი ფრედი მერკურის როლის შემსრულებელი რამი მალეკი.

კოლმენს ყველა მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოს მიღების შემდეგ ემოციების შეკავება გაუჭირდა - მან სცენაზე ჯერ იტირა, შემდეგ კი პუბლიკასთან ერთად იცინა.

ოლივია კოლმენი

„რა საოცარია, მე ოსკარი მაქვს!“ - განაცხადა კოლმენმა და აღნიშნა, რომ ნომინაციაში გამარჯვებას ის გლენ კლოუზს უწინასწარმეტყველებდა.

ემოციური იყო რამი მალეკის გამოსვლაც, მან მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარული მომღერლის, ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმში “ბოჰემური რაფსოდია“.

„მე ეგვიპტელი ემიგრანტების შვილი ვარ. ჩემი ისტორიის ნაწილი სწორედ ახლა იწერება. ყველა თქვენგანის მადლიერი ვარ, ყველასი, ვისაც ჩემი სჯეროდა,“ - აღნიშნა მალეკმა თავის სამადლობელ სიტყვაში.

რამი მალეკი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი რაიკა ზეტაბჩის ნამუშევარმა გაიმარჯვა მენსტრუაციის შესახებ, სახელწოდებით Period. End of sentence.

„ღმერთო ჩემო! იმიტომ არ ვტირი, რომ ახლა მენსტრუაცია მაქვს. არ მჯერა, რომ „ოსკარი“ მიიღო ფილმმა მენსტრუაციის შესახებ!“ - განაცხადა ზეტაბჩიმ.

VIDEO : ლედი გაგა ისე მოთქვამს, რომ ვერ ლაპარაკობს - მსახიობის ემოციური სიტყვა ქართული ტიტრებით

ორიგინალური სიმღერისთვის ოსკარი ლედი გაგას გადაეცა, გამარჯვებული მისი ნამუშევარი Shallow გახდა. მომღერალს ემოციების გამო საუბარი გაუჭირდა, მადლობა გადაუხადა დას, მშობლებს და ფილმში მის პარტნიორს "ვარსკვლავის დაბადება" - ბრედლი კუპერს, რომელიც, ამასთან, ფილმის რეჟისორიც იყო.

ლედი გაგა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს