სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისში“ გაიხსნა
„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისში“ გაიხსნა

"ვენ­დის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს და მო­რიგ რეს­ტო­რანს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „გა­ლე­რეა თბი­ლის­ში“ ხსნის. „ვენ­დი“ „გა­ლე­რეა თბი­ლის­ში“ სტუმ­რებს ახა­ლი ფორ­მა­ტით უმას­პინ­ძლებს. ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს „ვენ­დის“ რეს­ტორ­ნი­სა და “ვენ­დის” კა­ფის ტრა­დი­ცი­ულ მე­ნი­უს­თან ერ­თად, ნამ­დვი­ლი, მხო­ლოდ იტა­ლი­უ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პი­ცე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბაც შე­ეძ­ლე­ბათ.

„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ პი­ცე­რი­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში გა­ნა­ცხა­და და სა­წყის ეტაპ­ზე პი­ცის კუ­თხე­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა „ვენ­დის“ ამე­რი­კულ რეს­ტორ­ნებ­ში და­ი­წყო, თუმ­ცა, რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, „ვენ­დის“ პი­ცის რეს­ტორ­ნე­ბი ცალ­კე მდგომ ქსე­ლა­დაც გან­ვი­თარ­დე­ბა.

„გა­ლე­რეა თბი­ლის­ში“ "ვენ­დის" რეს­ტორ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნას “ვენ­დის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი რა­ჯე­ევ სა­ბარ­ვალ რა­ჯი­ვი, "ვენ­დის" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რი გა­ბორ ჰა­ვა­რი და კომ­პა­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

"ჩვე­ნი და "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პარტნი­ო­რო­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც, დღეს "ვენ­დის" მე-11 რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით. ჩვენ­თან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ახა­ლი და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თუ­ლი. ჩვენ ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, რის­თვი­საც "ვენ­დის" ჯგუ­ფი ბევ­რს მუ­შა­ობს." - აღ­ნიშ­ნა რა­ჯე­ევ სა­ბარ­ვალ რა­ჯივ­მა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­სა­ხუ­ლი ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბით ჩვენ შევ­ძე­ლით, რომ გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო "ვენ­დის­თან" ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - საკ­ვე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი, მისი უსაფრ­თხო­ე­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტან­დარ­ტი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ შე­ვას­რუ­ლოთ და­ნა­პი­რე­ბი - "ხა­რის­ხი ჩვე­ნი რე­ცეპ­ტია" და თბი­ლი­სის გულ­ში, „გა­ლე­რეა თბი­ლის­ში“ გახ­სნი­ლი ახა­ლი ფორ­მა­ტის ვენ­დის რეს­ტო­რან­ში მას­პინ­ძლო­ბით გა­ვაკ­ვირ­ვებთ რო­გორც ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს, ისე ტუ­რის­ტებს. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ „ვენ­დის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­აც ჩვენ­თან ერ­თად იზი­ა­რებს ბრენ­დის წარ­მა­ტე­ბას ქარ­თულ ბა­ზარ­ზე", გა­ნა­ცხა­და "ვენ­დის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მშვილ­და­ძემ.

”ვენ­დის“ ახალ რეს­ტო­რან­ში 20 ადა­მი­ა­ნი და­საქმდა. დღეს­დღე­ო­ბით უკვე „ვენ­დის“ 11 რეს­ტო­რა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში “ვენ­დის" ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2013 წელს და­ი­წყო. „მეტი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში კი უკვე 2 წე­ლია ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ­მა „ვენ­დიმ“ პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა და მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბულ ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ქონ­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის ხორცს, ბურ­გე­რის პურ­სა და სხვა სთა­ვა­ზობს.

R

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისში“ გაიხსნა

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისში“ გაიხსნა

"ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის. „ვენდი“ „გალერეა თბილისში“ სტუმრებს ახალი ფორმატით უმასპინძლებს. ერთგულ მომხმარებელს „ვენდის“ რესტორნისა და “ვენდის” კაფის ტრადიციულ მენიუსთან ერთად, ნამდვილი, მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან დამზადებული პიცების დაგემოვნებაც შეეძლებათ.

„ვისოლ ჯგუფმა“ პიცერიების ქსელის განვითარების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა და საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში დაიწყო, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.

„გალერეა თბილისში“ "ვენდის" რესტორნის ოფიციალურ გახსნას “ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, "ვენდის" საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ჩვენი და "ვისოლ ჯგუფის" პარტნიორობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რის შედეგადაც, დღეს "ვენდის" მე-11 რესტორანი გავხსენით. ჩვენთან დამზადებული პროდუქტები არის უმაღლესი ხარისხის, ახალი და რაც მთავარია, ქართული. ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ მომხმარებელზე, რისთვისაც "ვენდის" ჯგუფი ბევრს მუშაობს." - აღნიშნა რაჯეევ საბარვალ რაჯივმა.

"საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია" და თბილისის გულში, „გალერეა თბილისში“ გახსნილი ახალი ფორმატის ვენდის რესტორანში მასპინძლობით გავაკვირვებთ როგორც ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე", განაცხადა "ვენდის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ.

”ვენდის“ ახალ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. დღესდღეობით უკვე „ვენდის“ 11 რესტორანი ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოში “ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს.

R

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი