სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შესაძლოა, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება - ექსპერტი
შესაძლოა, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება - ექსპერტი

და­სა­ნა­ნია, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, წა­ვი­დეს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან, რად­გან, ფაქ­ტია, რომ ეს მისი ნება-სურ­ვი­ლით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა აკა­კი ცო­მა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც აკა­კი ცო­მა­ია აცხა­დებს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მსგავ­სი კამ­პა­ნია რომ არ წა­მო­წყე­ბუ­ლი­ყო, ის წას­ვლას არ აპი­რებ­და.

„რო­გორც ჩანს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ბუ­ნე­ბით მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის და არ ირ­ჩევს იმ გზას, რომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, რა­საც არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი კუ­ლუ­ა­რებ­ში, ალ­ბათ მას სთხოვ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­თან­ხმე­ბა მოხ­და. ეს არ არის კარ­გი ფაქ­ტი. შე­საძ­ლოა, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ შე­ირ­ჩეს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, „თი­ბი­სი ბან­კში“ მე­ნე­ჯმენ­ტიც შე­იც­ვლე­ბა, იმი­ტომ რომ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს შეც­ვლა ხში­რად მე­ნე­ჯმენ­ტიც შეც­ვლა­საც ნიშ­ნავს. რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვანს მერე ის მე­ნე­ჯმენ­ტი ბანკს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, ეს არა­ვინ იცის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის და ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლის მიღ­წე­ვე­ბი­თაც ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა ამა­ყობს, სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ერთ-ერთი სცე­ნა­რია. მაგ­რამ და­სა­ნა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ხა­ზა­რა­ძე რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, წა­ვი­დეს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან, რად­გან, ფაქ­ტია, რომ ეს არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მისი ნება-სურ­ვი­ლით. ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო. მსგავ­სი კამ­პა­ნია რომ არ წა­მო­წყე­ბუ­ლი­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ, ის არ აპი­რებ­და წას­ვლას. ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია“, - გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტს, მისი გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხა­ზა­რა­ძეს ბან­კის უცხო­ელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ე­ღო.

„ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რია ანაკ­ლი­ის პორ­ტის ბე­დიც. შე­იძ­ლე­ბა აქ­ცი­ო­ნე­რებ­თა­ნაც მომ­ხდა­რი­ყო შე­თან­ხმე­ბა. „თი­ბი­სი“ ბან­კის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი - J.P. Morgan და სხვა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტო­რე­ბიც არი­ან. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო ხა­ზა­რა­ძემ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ცო­მა­ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შესაძლოა, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება - ექსპერტი

შესაძლოა, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება - ექსპერტი

დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან, ფაქტია, რომ ეს მისი ნება-სურვილით არ არის განპირობებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

როგორც აკაკი ცომაია აცხადებს, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო, ის წასვლას არ აპირებდა.

„როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე ბუნებით მებრძოლი ადამიანი არ არის და არ ირჩევს იმ გზას, რომ ბოლომდე იბრძოლოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, რასაც არაფორმალური მმართველი კულუარებში, ალბათ მას სთხოვდა, ამ მიმართულებით შეთანხმება მოხდა. ეს არ არის კარგი ფაქტი. შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, „თიბისი ბანკში“ მენეჯმენტიც შეიცვლება, იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეცვლა ხშირად მენეჯმენტიც შეცვლასაც ნიშნავს. რა მიმართულებით წაიყვანს მერე ის მენეჯმენტი ბანკს და როგორი იქნება მისი საქმიანობა, ეს არავინ იცის. შესაძლებელია, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის და ბანკის საქმიანობა, რომლის მიღწევებითაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანა ამაყობს, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია. მაგრამ დასანანია ის ფაქტი, რომ ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან, ფაქტია, რომ ეს არ არის განპირობებული მისი ნება-სურვილით. ეს მისი არჩევანი არ იყო. მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო მის წინააღმდეგ, ის არ აპირებდა წასვლას. ეს იძულებითი ნაბიჯია“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს ბანკის უცხოელ აქციონერებთან კონსულტაციის შედეგად მიეღო.

„ბოლომდე გაუგებარია ანაკლიის პორტის ბედიც. შეიძლება აქციონერებთანაც მომხდარიყო შეთანხმება. „თიბისი“ ბანკის აქციონერები - J.P. Morgan და სხვა საკმაოდ სერიოზული კომპანიები, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორებიც არიან. შესაძლებელია, რომ მათთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო ხაზარაძემ ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს ცომაია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ