სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაიწყება
ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაიწყება

სკო­ლებ­ში ჩი­ნუ­რი ენის სწავ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019-2020 სას­წავ­ლო წლე­ბი­დან და­ი­ნერ­გე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სკო­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩი­ნუ­რი ენა სას­წავ­ლე­ბელ­ში მე­ო­რე უცხო­ურ ენად შევა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნუ­რი ენის მე­ო­რე უცხო­ურ ენად არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­ჯა­რო სკო­ლას მე-5 კლა­სი­დან ექ­ნე­ბა.

„ჩი­ნურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შარ­შან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შე­მუ­შავ­და სტან­დარ­ტი. უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე პროგ­რა­მა. რო­გორც იცით, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან უცხო­ურ ენად სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლია ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა, ხოლო მე­ხუ­თე კლა­სი­დან, ჩი­ნუ­რი ენა, რო­გორც მე­ო­რე უცხო­უ­რი ენა, სკო­ლებ­მა სხვა ევ­რო­პულ ენებ­თან ერ­თად სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან არ მი­უ­ღი­ათ და­ვა­ლე­ბა, რამ­დე­ნი პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო პირ­ველ ეტაპ­ზე, ან რო­დის უნდა და­ი­წყოს მა­სავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ელჩმა, ძი იან­ჩიმ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს ხელი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ა­წე­რეს. მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სწავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაიწყება

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაიწყება

სკოლებში ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.

„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში.

რაც შეეხება მასწავლებელთა გადამზადებას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით განათლების სამინისტროდან არ მიუღიათ დავალება, რამდენი პედაგოგის გადამზადებაა საჭირო პირველ ეტაპზე, ან როდის უნდა დაიწყოს მასავლებელთა გადამზადების კურსი.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ