სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ისლამურ სახელმწიფოს" გამოქცეულმა გოგონამ იმშობიარა - "ხალხს ჩემ მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს"
"ისლამურ სახელმწიფოს" გამოქცეულმა გოგონამ იმშობიარა - "ხალხს ჩემ მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს"

ბრი­ტა­ნელ­მა გო­გო­ნამ შა­მი­მა ბე­გუმ­მა, რო­მე­ლიც „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­უ­ერ­თდა, იმ­შო­ბი­ა­რა. BBC წერს, რომ ახალ­შო­ბი­ლი ბი­ჭი­სა და დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ბე­გუ­მი სი­რი­ა­ში 4 წლის წინ, 15 წლის ასაკ­ში გა­ემ­გზავ­რა. გა­სულ კვი­რას გა­მო­ცე­მამ The Times მას ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში მი­აგ­ნო, გო­გო­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქმა­რი უგზო-კვლოდ და­ი­კარ­გა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სო­ფელ­ში კი მის­თვის ცხოვ­რე­ბა უკვე აუ­ტა­ნე­ლი იყო. ამი­ტომ გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა და თავი ბა­ნაკს შე­ა­ფა­რა. შა­მი­მა იმე­დოვ­ნებს, რომ ახალ­შო­ბილ ბი­ჭთან ერ­თად ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს.

Sky News-ის კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ სი­რი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა შეც­დო­მა იყო, ბე­გუ­მი პა­სუ­ხობს:

„გარ­კვე­ულ­წი­ლად კი, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რად­გან პი­როვ­ნუ­ლად შემ­ცვა­ლა. უფრო ძლი­ე­რი გავ­ხდი. დავ­ქორ­წინ­დი. ჩემი ქმრის მსგავსს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვე­რა­ვის ვნა­ხავ­დი. მყავ­და შვი­ლე­ბი და კარ­გად ვცხოვ­რობ­დი, თუმ­ცა მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და მივ­ხვდი, რომ ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ­დი“.

ბე­გუ­მი ორ თა­ნაკ­ლა­სელ­თან, კა­დი­ზა სულ­თა­ნას­თან და ამი­რა აბას­თან ერ­თად სი­რი­ა­ში 2015 წელს გა­ემ­გზავ­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­ზა სახ­ლის აფეთ­ქე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ალ­მი­რას ბედი კი უც­ნო­ბია.

Sky News-მა ბე­გუმ­თან ინ­ტერ­ვიუ მისი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ჩა­წე­რა. შა­მი­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მარ­ტივ პრო­ცე­სად არ მი­აჩ­ნია.

„ჯერ კი­დევ მეს­მის თავს ზე­მოთ ვერ­ტმფრე­ნე­ბის ხმა, მუდ­მი­ვად მახ­სენ­დე­ბა შიმ­ში­ლი... ჩემ­თვის ძა­ლი­ან შო­კის­მომ­გვრე­ლი იქ­ნე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბის ახ­ლი­დან და­წყე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა შა­მი­მამ.

19 წლის გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სი­რი­ა­ში ცხოვ­რე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია და მოკ­ვე­თი­ლი თა­ვე­ბის ნახ­ვაც არ იყო აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი.

„წი­ნას­წარ ვი­ცო­დი ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ და არ ყო­ფი­ლა რთუ­ლი. გამ­გზავ­რე­ბამ­დე რე­ლი­გი­უ­რი გავ­ხდი, მი­თხრეს, რომ ის­ლა­მი ამ ყვე­ლა­ფერს უშ­ვებს და ჩემ­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იყო,“ - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნამ.

შა­მი­მა მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხს მის მი­მართ სიმ­პა­თია უნდა გა­უჩ­ნდეს.

„სი­რი­ა­ში რომ ჩა­ვე­დი, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­სახ­ლი­სი ვი­ყა­ვი - მთელ დროს სახ­ლში ვა­ტა­რებ­დი, ვზრუ­ნავ­დი ქმარ­სა და შვი­ლებ­ზე. არა­ფე­რი სა­ში­ში არ ჩა­მი­დე­ნია, არა­სო­დეს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­პა­გან­და­ში და არ მო­მი­წო­დე­ბია ვინ­მეს­თვის, სი­რი­ა­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ვე­რა­სო­დეს და­მიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ რამე ცუდი მაქვს ჩა­დე­ნი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ბე­გუნ­მა.

მისი ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მო­ჰა­მედ რას­ნი­მე აკუნ­ჯიმ Radio 4-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯა­ხი შვი­ლის გა­მო­ჩე­ნით და მისი უპ­რობ­ლე­მო მშო­ბი­ა­რო­ბით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. თუმ­ცა, იმის გამო, რომ შა­მი­მას მა­ნამ­დე სი­რი­ა­ში ორი შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, მშობ­ლებს სურთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­აბ­რუ­ნონ ის სახ­ლში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ისლამურ სახელმწიფოს" გამოქცეულმა გოგონამ იმშობიარა - "ხალხს ჩემ მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს"

"ისლამურ სახელმწიფოს" გამოქცეულმა გოგონამ იმშობიარა - "ხალხს ჩემ მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს"

ბრიტანელმა გოგონამ შამიმა ბეგუმმა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, იმშობიარა. BBC წერს, რომ ახალშობილი ბიჭისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბეგუმი სირიაში 4 წლის წინ, 15 წლის ასაკში გაემგზავრა. გასულ კვირას გამოცემამ The Times მას ლტოლვილთა ბანაკში მიაგნო, გოგონამ განაცხადა, რომ ქმარი უგზო-კვლოდ დაიკარგა, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად სოფელში კი მისთვის ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. ამიტომ გაქცევა გადაწყვიტა და თავი ბანაკს შეაფარა. შამიმა იმედოვნებს, რომ ახალშობილ ბიჭთან ერთად ბრიტანეთში დაბრუნებას შეძლებს.

Sky News-ის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სირიაში გამგზავრება შეცდომა იყო, ბეგუმი პასუხობს:

„გარკვეულწილად კი, მაგრამ არ ვნანობ, რადგან პიროვნულად შემცვალა. უფრო ძლიერი გავხდი. დავქორწინდი. ჩემი ქმრის მსგავსს დიდ ბრიტანეთში ვერავის ვნახავდი. მყავდა შვილები და კარგად ვცხოვრობდი, თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა და მივხვდი, რომ ვეღარ გავუძლებდი“.

ბეგუმი ორ თანაკლასელთან, კადიზა სულთანასთან და ამირა აბასთან ერთად სირიაში 2015 წელს გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, კადიზა სახლის აფეთქების დროს გარდაიცვალა, ალმირას ბედი კი უცნობია.

Sky News-მა ბეგუმთან ინტერვიუ მისი მშობიარობიდან რამდენიმე საათში ჩაწერა. შამიმამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრიტანეთში დაბრუნება და რეაბილიტაცია მარტივ პროცესად არ მიაჩნია.

„ჯერ კიდევ მესმის თავს ზემოთ ვერტმფრენების ხმა, მუდმივად მახსენდება შიმშილი... ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელი იქნება დიდ ბრიტანეთში დაბრუნება და ცხოვრების ახლიდან დაწყება,“ - აღნიშნა შამიმამ.

19 წლის გოგონა ამბობს, რომ თავდაპირველად სირიაში ცხოვრება არ გასჭირვებია და მოკვეთილი თავების ნახვაც არ იყო აღმაშფოთებელი.

„წინასწარ ვიცოდი ამ ყველაფრის შესახებ და არ ყოფილა რთული. გამგზავრებამდე რელიგიური გავხდი, მითხრეს, რომ ისლამი ამ ყველაფერს უშვებს და ჩემთვისაც მისაღები იყო,“ - განაცხადა გოგონამ.

შამიმა მიიჩნევს, რომ ხალხს მის მიმართ სიმპათია უნდა გაუჩნდეს.

„სირიაში რომ ჩავედი, 4 წლის განმავლობაში დიასახლისი ვიყავი - მთელ დროს სახლში ვატარებდი, ვზრუნავდი ქმარსა და შვილებზე. არაფერი საშიში არ ჩამიდენია, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა პროპაგანდაში და არ მომიწოდებია ვინმესთვის, სირიაში ჩამოსულიყვნენ. ვერასოდეს დამიმტკიცებენ, რომ რამე ცუდი მაქვს ჩადენილი,“ - განაცხადა ბეგუნმა.

მისი ოჯახის ადვოკატმა, მოჰამედ რასნიმე აკუნჯიმ Radio 4-ს განუცხადა, რომ ოჯახი შვილის გამოჩენით და მისი უპრობლემო მშობიარობით ძალიან ბედნიერია. თუმცა, იმის გამო, რომ შამიმას მანამდე სირიაში ორი შვილი გარდაეცვალა, მშობლებს სურთ, რაც შეიძლება მალე დააბრუნონ ის სახლში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე