სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაშველებმა 20-დღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა 20-დღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღი­ა­ნი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, მაშ­ვე­ლებ­მა 16 წლის მო­ზარ­დის ცხე­და­რი იპო­ვეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე, მდი­ნა­რე რი­ო­ნის შე­სარ­თა­ვი­დან 1 კი­ლო­მეტრში ნა­ხეს.

უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს 29 იან­ვრის შემ­დეგ, რო­გორც მდი­ნა­რე­ში ისე ზღვა­ში 24:00 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აწარ­მო­ებ­და.

„სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან ერ­თად კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და. ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბი, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო 30-მდე მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის მყვინ­თა­ვე­ბი თბი­ლი­სი­დან და აჭა­რის რე­გი­ო­ნი­დან. წყალ­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ძებ­რო აპა­რა­ტით აწარ­მო­ებ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ორი კა­ტე­რი და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ჰიდ­როგ­რა­ფი­ის სამ­სა­ხუ­რის კვლე­ვი­თი კა­ტარ­ღა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში.

16 წლის მო­ზარ­დი 29 იან­ვარს, ფოთ­ში, მდი­ნა­რე რი­ონ­ში ხი­დის მო­ა­ჯი­რი­დან გა­და­ვარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მაშველებმა 20-დღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა 20-დღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24:00 საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო