სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე" - რას ჰყვება თორნიკე მამალაძე ძმის მონახულების შემდეგ
"რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე" - რას ჰყვება თორნიკე მამალაძე ძმის მონახულების შემდეგ

მამა გი­ორ­გი ნერ­ვი­უ­ლობს მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, რად­გან ჩემი ძმის შვი­ლე­ბი მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმამ, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში მან მო­ი­ნა­ხუ­ლა მამა გი­ორ­გი, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე, უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა და მარ­ჯვე­ნა მხა­რე აქვს პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი.

"მე მქონ­და რამ­დე­ნი­მე წუ­თით შეხ­ვედ­რა. ვი­სა­უბ­რეთ ოჯახ­ზე, რად­გა­ნაც იგი ნერ­ვი­უ­ლობს მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­ზე. ჩემი ძმის­შვი­ლე­ბი ფლო­ბენ მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას და ჩემი ძმა ნერ­ვი­უ­ლობს," - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ.

ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ძმამ ისა­უბ­რა მამა გი­ორ­გის ზი­ა­რე­ბის სა­კი­თხზეც.

მი­სი­ვე თქმით, ერთი კვი­რის წინ იგი ესა­უბ­რა ბა­თუ­მის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს მამა ნი­კო­ლოზს ზი­ა­რე­ბის სა­კი­თხზე.

"ამის შემ­დეგ აღარ მქო­ნია მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. რო­გორც მე მი­თხრეს, ახლა ჩემ­გან ელო­დე­ბი­ან თურ­მე „კურ­თხე­ვას“, თუ რას ელო­დე­ბი­ან არ ვიცი. მე უნდა და­ვურ­ე­კო და ვუ­თხრა სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რომ შე­ვი­დეს და პა­ტი­მა­რი აზი­ა­როს? მა­შინ მა­კურ­თხონ ეპის­კო­პო­სად და გავ­ცემ შე­სა­ბა­მის „კურ­თხე­ვას“. მე ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ერის­კა­ცი. ასე, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნუ გა­ურ­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში წუ­ხელ, 21:35 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე" - რას ჰყვება თორნიკე მამალაძე ძმის მონახულების შემდეგ

"რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე" - რას ჰყვება თორნიკე მამალაძე ძმის მონახულების შემდეგ

მამა გიორგი ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე, რადგან ჩემი ძმის შვილები მის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მან მოინახულა მამა გიორგი, რომლის მდგომარეობა არის მძიმე, უჭირს მეტყველება და მარჯვენა მხარე აქვს პარალიზებული.

"მე მქონდა რამდენიმე წუთით შეხვედრა. ვისაუბრეთ ოჯახზე, რადგანაც იგი ნერვიულობს მცირეწლოვან შვილებზე. ჩემი ძმისშვილები ფლობენ მასზე ინფორმაციას და ჩემი ძმა ნერვიულობს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ბრალდებული დეკანოზის ძმამ ისაუბრა მამა გიორგის ზიარების საკითხზეც.

მისივე თქმით, ერთი კვირის წინ იგი ესაუბრა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს მამა ნიკოლოზს ზიარების საკითხზე.

"ამის შემდეგ აღარ მქონია მასთან კომუნიკაცია. როგორც მე მითხრეს, ახლა ჩემგან ელოდებიან თურმე „კურთხევას“, თუ რას ელოდებიან არ ვიცი. მე უნდა დავურეკო და ვუთხრა სასულიერო პირს, რომ შევიდეს და პატიმარი აზიაროს? მაშინ მაკურთხონ ეპისკოპოსად და გავცემ შესაბამის „კურთხევას“. მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი. ასე, რომ პასუხისმგებლობას ნუ გაურბიან", - განაცხადა მამალაძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ