15 თებერვალს, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონია" სახლში "ბადალონას" მიიღებს.
აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი, თუმცა "ბასკონიამ" სამი ვიდეოკლიპი "სამეფო კარის თამაშების" მოტივებზე შექმნა, საიდანაც ერთ-ერთში მთავარ როლს ქართველი კალათბურთელი ასრულებს. თორნიკე შენგელია ვიდეოში კალათბურთის ბურთს თანაგუნდელ მარსელო ჰუერტასს გადასცემს.
"ბასკონიასა" და "ბადალონას" შორის გამარჯვებულის მეტოქე ნახევარფინალში მადრიდის "რეალსა" და "ესტუდიანტესს" შორის გამარჯვებული იქნება.