სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის პატიმარი ე.წ. მატროსოვის ციხეში, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
ვინ არის პატიმარი ე.წ. მატროსოვის ციხეში, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

თბი­ლი­სის N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 9 თე­ბერ­ვალს მსჯავ­რდე­ბულ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის შოთა შა­ნი­ძის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: „მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თე­ბერ­ვალს, 20:59 სა­ათ­ზე N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ­მა შოთა შა­ნი­ძემ საკ­ნის სა­პირ­ფა­რე­შო­ში სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კით სა­პირ­ფა­რე­შოს კა­რის სა­ხე­ლურ­ზე სცა­და თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბა.

შოთა შა­ნი­ძე N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2017 წლის 26 იან­ვარს იქნა შე­სახ­ლე­ბუ­ლი და ამ დღი­დან მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კერ­ძოდ, იგი იზო­ლი­რე­ბუ­ლად, სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით არის გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­კან­ში, სა­დაც მის მი­მართ ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ელექტრო­ნუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ვე­ლო­ფის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა. იგი სას­წრა­ფო წე­სით ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია და სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და. კერ­ძოდ, გა­ე­წია ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცია, გა­კეთ­და თა­ვის ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, რის შე­დე­გა­დაც რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ამ ეტა­პის­თვის შოთა შა­ნი­ძის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ჰე­მო­დი­ნა­მი­კა სტა­ბი­ლუ­რია, მსჯავ­რდე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა სე­და­ცი­ის ქვეშ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ­ვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ სამ­მარ­თვე­ლოს მიერ (თვით­მკვლე­ლო­ბის ცდამ­დე მიყ­ვა­ნა). ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი; შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა, და­ი­კი­თხნენ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის ის ექი­მი, რო­მელ­მაც მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

შოთა შა­ნი­ძეს 2009 წლის 11 მა­ისს მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“, 236-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, 236-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი, 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, 19-109 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, 19-109 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ და 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით სას­ჯე­ლის ზო­მად 33 წლით და 25 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. გა­ნა­ჩე­ნი 2010 წლის 30 მარტს უც­ვლე­ლი და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივ­ლისს - სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ.

2015 წლის 15 დე­კემ­ბერს შოთა შა­ნი­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ე“, 117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლი, 117-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლის „ე“ და 117-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლე­ბით გა­სა­მარ­თლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე). ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს მიერ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე საქ­მის გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით და ამ­ნის­ტი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შოთა შა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 3 იან­ვარს, შოთა შა­ნი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა, ითხოვ­და მის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­ხედ­ვას და მის უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბას, ასე­ვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის დას­ჯას, მსჯავ­რდე­ბულ­მა შიმ­ში­ლო­ბა 10 იან­ვარს შე­წყვი­ტა. მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს შა­ნი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა და ითხოვ­და მსჯავ­რდე­ბულ გიგა ფარ­ტე­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას. მსჯავ­რდე­ბულ­მა შა­ნი­ძემ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა 7 თე­ბერ­ვალს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ არის პატიმარი ე.წ. მატროსოვის ციხეში, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

ვინ არის პატიმარი ე.წ. მატროსოვის ციხეში, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ინტერპრესნიუსი“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა.

შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა.

ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ.

მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად 33 წლით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივლისს - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

2015 წლის 15 დეკემბერს შოთა შანიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ და 117-ე მუხლის მე-8 ნაწილებით გასამართლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმე). ამავე სასამართლოს მიერ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით, შოთა შანიძეს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მიმდინარე წლის 3 იანვარს, შოთა შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა, ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს