სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო
როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 92 წლი­საა და 67 წე­ლია მარ­თავს ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კარს. ეს ნამ­დვი­ლი რე­კორ­დია ყვე­ლა ბრი­ტა­ნელ მო­ნარ­ქს შო­რის - ასე დიდ­ხანს ტახ­ტზე არა­ვინ ყო­ფი­ლა. ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ ინ­გლი­სის დე­დო­ფალ­მა აშშ-ის 12 პრე­ზი­დენ­ტი "მო­ი­ნე­ლა" - ჰარი ტრუ­მე­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი აგერ უკვე დო­ნალდ ტრამ­პის ჩათ­ვლით და ჯერ კი­დევ არა­ვინ იცის, სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს სია.

თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ არა მხო­ლოდ ელი­სა­ბე­დი გა­მო­ირ­ჩე­ვა დღეგ­რძე­ლო­ბი­თა და კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით, არა­მედ მისი წი­ნაპ­რე­ბიც. მა­გა­ლი­თად, დე­დოფ­ლის დედა 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 101 წლის ასაკ­ში, დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რია კი მთე­ლი 62 წელი მარ­თავ­და ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ას და რე­კორდსმე­ნიც იყო, სა­ნამ ეს რე­კორ­დი ელი­სა­ბედ­მა არ მოხ­სნა. ცოტა ხნის წინ მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­არ­კვი­ეს, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი დღეგ­რძე­ლო­ბი­სა ის წყა­ლია, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი სვა­მენ. წყა­რო სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცი­ის - ბალ­მო­რა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და შე­ი­ცავს ისეთ ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის და­ბე­რე­ბის პრო­ცესს აჩე­რე­ბენ. ბალ­მო­რა­ლი ვიქ­ტო­რი­ას შე­უ­ძე­ნია თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და მას მერე ამ წყა­როს ეტა­ნე­ბა სა­მე­ფო კარი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წყა­რო ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბია, მაგ­რამ ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს ცხოვ­რე­ბის წესი და რე­ჟი­მი აქვს ისე­თი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მის არა მხო­ლოდ დღეგ­რძე­ლო­ბას, არა­მედ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და მხნე­ო­ბას. აი, მისი რამ­დე­ნი­მე სა­ი­დუმ­ლო:

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი

გე­ნე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც უკვე ვახ­სე­ნეთ, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დე­დოფ­ლის მამა და დე­დაც სი­გა­რეტს ეწე­ოდ­ნენ, თუმ­ცა თა­ვად ელი­სა­ბე­დი ნი­კო­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. უფრო მე­ტიც, პრინც ფი­ლიპს იმ შემ­თხვე­ვა­ში და­პირ­და ცო­ლად გა­ყო­ლას, თუ ის მო­წე­ვას თავს და­ა­ნე­ბებ­და. სხვა­თა შო­რის ფი­ლი­პი 95 წლი­საა. ფი­ლი­პთან ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბაც ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლოა - წყვი­ლი 68 წე­ლია ერ­თა­დაა და იდი­ლი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

დე­დოფ­ლის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ასე­ვე გუ­ლის­ხმობს ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას - დღე­ში ორ სა­ა­თი ფე­ხით სე­ირ­ნობს, კვი­რა­ში ორ­ჯერ ჯი­რი­თობს და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გარ­კვე­უ­ლი ძი­ლის რე­ჟი­მიც აქვს დად­გე­ნი­ლი - 7 სა­ა­თი სძი­ნავს და ერთი და იმა­ვე დროს - 7:30-ზე იღ­ვი­ძებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

როგორ ინარჩუნებენ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები - რამდენიმე საიდუმლო

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 92 წლისაა და 67 წელია მართავს ბრიტანეთის სამეფო კარს. ეს ნამდვილი რეკორდია ყველა ბრიტანელ მონარქს შორის - ასე დიდხანს ტახტზე არავინ ყოფილა. ხუმრობენ კიდეც, რომ ინგლისის დედოფალმა აშშ-ის 12 პრეზიდენტი "მოინელა" - ჰარი ტრუმენიდან დაწყებული აგერ უკვე დონალდ ტრამპის ჩათვლით და ჯერ კიდევ არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს სია.

თუმცა საინტერესო ისაა, რომ არა მხოლოდ ელისაბედი გამოირჩევა დღეგრძელობითა და კარგი ჯანმრთელობით, არამედ მისი წინაპრებიც. მაგალითად, დედოფლის დედა 2002 წელს გარდაიცვალა 101 წლის ასაკში, დედოფალი ვიქტორია კი მთელი 62 წელი მართავდა ბრიტანეთის იმპერიას და რეკორდსმენიც იყო, სანამ ეს რეკორდი ელისაბედმა არ მოხსნა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი დღეგრძელობისა ის წყალია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები სვამენ. წყარო სამეფო რეზიდენციის - ბალმორალის ტერიტორიაზე მდებარეობს და შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩერებენ. ბალმორალი ვიქტორიას შეუძენია თავისი მმართველობის პერიოდში და მას მერე ამ წყაროს ეტანება სამეფო კარი.

რასაკვირველია, წყარო ერთ-ერთი ხელშემწყობია, მაგრამ ბრიტანეთის დედოფალს ცხოვრების წესი და რეჟიმი აქვს ისეთი, რომელიც ხელს უწყობს მის არა მხოლოდ დღეგრძელობას, არამედ ჯანმრთელობასა და მხნეობას. აი, მისი რამდენიმე საიდუმლო:

ჯანსაღი ცხოვრების წესი

გენების გარდა, რომელიც უკვე ვახსენეთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედოფლის მამა და დედაც სიგარეტს ეწეოდნენ, თუმცა თავად ელისაბედი ნიკოტინის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, პრინც ფილიპს იმ შემთხვევაში დაპირდა ცოლად გაყოლას, თუ ის მოწევას თავს დაანებებდა. სხვათა შორის ფილიპი 95 წლისაა. ფილიპთან ბედნიერი ქორწინებაც ერთ-ერთი საიდუმლოა - წყვილი 68 წელია ერთადაა და იდილიური ურთიერთობა აქვთ.

დედოფლის ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას - დღეში ორ საათი ფეხით სეირნობს, კვირაში ორჯერ ჯირითობს და რასაკვირველია, გარკვეული ძილის რეჟიმიც აქვს დადგენილი - 7 საათი სძინავს და ერთი და იმავე დროს - 7:30-ზე იღვიძებს. წაიკითხეთ სრულად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე