სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე
"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე

ჩვენ­თვის ახლა პრინ­ცი­პუ­ლია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცეს­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ვახ­დი­ნოთ - თუ შევ­ძლებთ ამ ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას დე­პუ­ტატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ა­კე­თა.

ფო­ფხა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ არის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვია.

“ეს არც იმა­ლე­ბო­და და ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მთელ რიგ სა­კი­თხებ­ზე გვქონ­და. აზ­რთა სხვა­დას­ხვო­ბა რამ­დე­ნად გა­მო­იწ­ვევს ჩვენ­სა და გუნდს შო­რის დინ­სტან­ცი­რე­ბას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. ამი­ტომ ახლა ვფიქ­რობთ, გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი - გვაქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­გორც გუნდთან ერ­თად ყოფ­ნის, ასე­ვე გუნ­დი­დან წა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე. დრო გვჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. თუკი გვექ­ნე­ბა რე­სურ­სი იმი­სა, რომ გუნ­დის ფარ­გლებ­ში რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მო­ვუ­ტა­ნოთ პრო­ცესს, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ ამ პრო­ცესს ჩვე­ნი იდე­ე­ბით, წი­ნა­და­დე­ბე­ბით წა­ვეშ­ვე­ლოთ. მე­ო­რეს მხრივ, როცა პარ­ტი­ამ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა იმ გან­ცხა­დე­ბის სა­ხით, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, რბი­ლად რომ ვთქვათ, გან­ცხა­დე­ბის პა­თო­სი ჩვენ­თვის ბო­ლომ­დე მი­სა­ღე­ბი არ არის“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია ჰქონ­დეთ, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ჭი­რო.

“არის მთე­ლი რიგი ნი­უ­ან­სე­ბი, რა­ზეც უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. რო­დე­საც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, გვექ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვაქვს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს ბევ­რს, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ არის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­ი­დან­ღაც წახ­ვი­დე. ჩვენ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, მაგ­რამ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცესს რა უფრო წა­ად­გე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს რაც ჩემი მხრი­დან დას­ჭირ­დე­ბა, მე ეს უნდა გა­ვა­კე­თო“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­პუ­ტატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე

"განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე" - დარჩება თუ არა მმართველ გუნდში გედი ფოფხაძე

ჩვენთვის ახლა პრინციპულია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ პროცესზე ზეგავლენა მოვახდინოთ - თუ შევძლებთ ამ ზეგავლენის მოხდენას გუნდის შემადგენლობაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ბუნებრივია.

“ეს არც იმალებოდა და ამ დღეების განმავლობაში ფიქსირდებოდა. განსხვავებული აზრი მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა. აზრთა სხვადასხვობა რამდენად გამოიწვევს ჩვენსა და გუნდს შორის დინსტანცირებას, ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, გვაქვს ერთმანეთთან საუბარი - გვაქვს არგუმენტები, როგორც გუნდთან ერთად ყოფნის, ასევე გუნდიდან წამოსვლის თაობაზე. დრო გვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდეთ. თუკი გვექნება რესურსი იმისა, რომ გუნდის ფარგლებში რაიმე სარგებელი მოვუტანოთ პროცესს, ამ ეტაპზე ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროცესს ჩვენი იდეებით, წინადადებებით წავეშველოთ. მეორეს მხრივ, როცა პარტიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმ განცხადების სახით, რაც გამოქვეყნდა, რბილად რომ ვთქვათ, განცხადების პათოსი ჩვენთვის ბოლომდე მისაღები არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ, რამდენიმე დღეა საჭირო.

“არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნება გადაწყვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები