სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მასწავლებლების სერტიფიცირების ახალი მოდელი შემოვა, შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები კი გაუქმდება
მასწავლებლების სერტიფიცირების ახალი მოდელი შემოვა, შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები კი გაუქმდება

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მუ­შავ­დე­ბა და დამ­ტკიც­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი და სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ტკიც­დე­ბა.

ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის გა­უქ­მდე­ბა კრე­დი­ტ­ქუ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან თვით­შე­ფა­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მარ­ტივ­დე­ბა და დაჩ­ქარ­დე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში კად­რე­ბის შეს­ვლის გზე­ბი. ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში 2021-2023 წლე­ბი­სათ­ვის სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა აღ­საზ­რდე­ლის­თვის.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, 2019-2020 წლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის გა­უქ­მდე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და პორ­ტფო­ლი­ოს ატ­ვირ­თვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად შე­მო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და. რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ფას­დე­ბი­ან კომ­პლექ­სუ­რად - სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და გა­მოც­დის გზით.

გარ­და ამი­სა, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, და­ი­ნერ­გე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­კლუ­ზი­უ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს და­ე­ფუძ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში სას­წავ­ლო წელს 2018-2019 სას­წავ­ლო წელს მე-11 და მე-12 კლა­სელ­თათ­ვის მო­იხ­სნა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი. ასე­ვე, 2020 წლი­დან მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი სამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში ჩა­ტარ­დე­ბა: ქარ­თულ­სა და უცხო ენა­ში. მე­სა­მე კი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: მა­თე­მა­ტი­კა - ტექ­ნი­კუ­რი, ხოლო ის­ტო­რია - ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მასწავლებლების სერტიფიცირების ახალი მოდელი შემოვა, შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები კი გაუქმდება

მასწავლებლების სერტიფიცირების ახალი მოდელი შემოვა, შესაფასებლად დაწესებული კრედიტქულები კი გაუქმდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოდელი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

ამასთან, მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები და პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. უწყების ინფორმაციით, გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები. ასევე, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019-2020 წლებში მასწავლებლებისთვის გაუქმდება თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულება. ამასთან, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული იქნება სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა. რეფორმის ფარგლებში მასწავლებლები შეფასდებიან კომპლექსურად - საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა და გამოცდის გზით.

გარდა ამისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში სასწავლო წელს 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. ასევე, 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

"მსურს გავაწბილო ის მაყურებელი, რომელიც ილანძღება: "ნინას ხელი არ ახლოო" - როგორ მოხვდა 25 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული მსახიობი ჩცდ-ში

"კორონავირუსის შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს" - გამყრელიძე

მარიამ გეგუჩაძე კარანტინში გადაჰყავთ - "პარიზიდან ჩამოვფრინდი..."