სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმის ახალი დეტალები - რა დადგინდა ექსპერტიზით
გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმის ახალი დეტალები - რა დადგინდა ექსპერტიზით

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, მავ­თულ­ზე, რი­თიც გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ხელ-ფეხი ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დნმ ამო­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბე­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი გო­გო­ნა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ხე­ლის ური­კა­ზე მო­ა­თავ­სა, რათა ამ გზით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე გა­და­ე­ად­გი­ლე­ბი­ნა.

„დნმ-ის პა­სუ­ხი მო­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხე­დარს ხელ-ფეხი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ამ მავ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დნმ-ის კვა­ლი.

ასე­ვე მო­ვი­და დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ხე­ლის ური­კა­ზე ამო­სუ­ლი სის­ხლის კვა­ლი გარ­დაც­ვლილ ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. მის ტან­საც­მელ­ზე იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ამო­ვი­და, რი­თიც დად­გინ­და, რომ მას შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­თან.

ასე­ვე მი­ვი­ღეთ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დას­კვნა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე შე­რა­ცხა­დია“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რო­მელ­საც ის დღეს გა­ეც­ნო, საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ მთა­ვარ კი­თხვებს, მათ შო­რის იმას, თუ რით იქნა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი, პა­სუ­ხი გა­ე­ცა.

„ძი­რი­თად კი­თხვას, თუ რით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხედ­რის გა­და­ტა­ნა იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს, პა­სუ­ხი გა­ე­ცა, ის ხე­ლის ური­კით იქნა გა­და­ტა­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი ური­კით მი­ტა­ნა, რა­საც ური­კა­ზე ორ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბე­რი­აშ­ვი­ლის სის­ხლის კვა­ლი ადას­ტუ­რებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ის ვა­რა­უ­დობს, რომ ბავ­შვის ცხე­და­რი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ური­კა­ზე სწო­რედ მისი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მო­ა­თავ­სა.

„ბავ­შვის ცხე­დარს ური­კის ფორ­მა და ზომა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მისი სის­ხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად იმი­ტომ შე­უკ­რა ხელ-ფეხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ური­კა­ზე და­ტე­უ­ლი­ყო“, - დას­ძენს გელ­ხა­უ­რი.

გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმის ახალი დეტალები - რა დადგინდა ექსპერტიზით

გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის საქმის ახალი დეტალები - რა დადგინდა ექსპერტიზით

ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანუკა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა.

„დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული. ამ მავთულზე აღმოჩნდა იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი.

ასევე მოვიდა დასკვნა, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის ურიკაზე ამოსული სისხლის კვალი გარდაცვლილ ნანუკა ბერიაშვილს ეკუთვნის. მის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა, რითიც დადგინდა, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ნანუკა ბერიაშვილთან.

ასევე მივიღეთ ფსიქიატრიული დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ იაგო ნებიერიძე შერაცხადია“, - აცხადებს გელხაური.

მისი განმარტებით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ის დღეს გაეცნო, საქმის გარშემო არსებულ მთავარ კითხვებს, მათ შორის იმას, თუ რით იქნა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილამდე გადაადგილებული, პასუხი გაეცა.

„ძირითად კითხვას, თუ რით მოხდა გარდაცვლილი ბავშვის ცხედრის გადატანა იმ ადგილზე, სადაც ის აღმოაჩინეს, პასუხი გაეცა, ის ხელის ურიკით იქნა გადატანილი. გამოძიების ვერსიით, იაგო ნებიერიძემ შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ურიკით მიტანა, რასაც ურიკაზე ორ ადგილას აღმოჩენილი ბერიაშვილის სისხლის კვალი ადასტურებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ის ვარაუდობს, რომ ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ურიკაზე სწორედ მისი მკვლელობის შემდეგ მოათავსა.

„ბავშვის ცხედარს ურიკის ფორმა და ზომა ჰქონდა მიღებული, რომელზეც მისი სისხლის კვალი აღმოჩნდა. ზუსტად იმიტომ შეუკრა ხელ-ფეხი ამ მდგომარეობაში, რომ ურიკაზე დატეულიყო“, - დასძენს გელხაური.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს