ავტორი:

როგორ უნდა "მოარჯულოთ" ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ბიზნესპარტნიორი

როგორ უნდა "მოარჯულოთ" ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ბიზნესპარტნიორი

ოდესმე წარმოიდგენთ, რომ თქვენი კარიერა გემრიელ დესერტზეა დამოკიდებული? ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კულინარიულ ან სარესტორნო ბიზნესში საქმიანობთ. ჩემი სფერო კი აქედან ძალიან შორსაა, საგამომცემლო საქმეს უკავშირდება და თავადაც ყველაზე უარესი კულინარი გახლავართ. ამის მიუხედავად, ერთმა ჩვეულებრივმა ჩიზქეიქმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ამ ამბავს იმიტომ ყვები, რომ ყველამ, ვინც ოდესმე სამსახურის გამო სასოწარკვეთილებამდე მისულა, გული არასდროს გაიტეხოს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად სასიკეთოდ შეიცვალოს... მოკლედ, ერთი პროექტის ავტორი გახლდით, რომელიც წარმატებით ვერ დაიძრა და მისი განხორცილება დიდი ეჭვის ქვეშ დადგა.

ან სასწრაფოდ ახალი პარტნიორი და დაფინანსება უნდა მეპოვა, ან ასე დამარცხებულს უნდა დამეტოვებინა სიმწროთ ნაშოვნი სამსახური. თანაც ეს პირველი დამოუკიდებელი პროექტი იყო, რომელიც ჩემს სახელს უკავშირდებოდა და არ მინდოდა, პირველივე ცდაზე ჩავფლავებულიყავი. შევაწუხე ყველა, ნაცნობი თუ უცნობი და როგორც იქნა, დავითანხმე შეხვედრაზე ერთი ადამიანი, რომელზეც წინასწარ გამაფრთხილეს, ძალიან მძიმე ხასიათი აქვსო. ჯერ დიდხანს ვიფიქრე, სად დამეთქვა შეხვედრა. ბოლოს კაფე "პიატო" გადავწყვიტე, რადგან ბიბლუსი გალერეაში, წიგნების უზარმაზარ სამყაროშია განთავსებული და ჩავთვალე, რომ ეს კარგად იმოქმედებდა მომავალი პარტნიორის გადაწყვეტილებაზე. თანაც ჭავჭავაძეზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობს, მარტივად მისადგომი ადგილია და საქმიანი შეხვედრებისთვის ბევრი ჩემი ახლობელი იყენებს ამ კაფეს. ინტერიერიც დახვეწილია, მუსიკა ყოველთვის უკრავს, თან იმდენაც არაგამაღიზიანებლად, რომ ყოველთვის კარგად ისმის თანამოსაუბრის ხმა. განათებაც გამშვიდებს, მოკლედ, მსგავსი ადგილი თბილისში თითოოროლაა.

მივადექი კაფეს ჩემი საპატიო სტუმრის მოლოდინში. გარემო, როგორც ყოველთვის, მომეწონა. აქ მომსახურებაც მაღალი ხარისხისაა, ლოდინის დროც ნორმალური და კერძებიც - მოწოდების სიმაღლეზე. მისვლისთანავე შევუკვეთე ჩემი საყვარელი ჩიზქეიქი კენკრითა და მარწყვით. ამასობაში მობრძანდა ჩემი სტუმარი, ახალგაზრდა მამაკაცი... თავზე გადამეტებული წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ აშკარად ვიმსახურებდი ოდნავ ღიმილსა და ერთ ნორმალურ შემოხედვას მაინც... სამწუხაროდ, ძალიან ცივად შემხვდა. საუბარში აყოლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. აშკარად საერთო ნაცნობის ხათრით მითმობდა დროს, მეჩვენებოდა, რომ არც მისმენდა. გუნებაში ხელიც კი ჩავიქნიე და დასამშვიდობებელ სიტყვების თავმოყრაც დავიწყე, თუმცა ამასობაში შეკვეთილი ჩიზქეიქიც მოიტანეს და... პირველად ჩემმა სტუმარმა ახლა ამოიღო ხმა - ამას გემოც ისეთი კარგი აქვს, როგორც შეხედულებაო? უკეთესი-მეთქი - ამოვთქვი დაბნეულმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი რჩეული ჩიზქეიქი კენკრითა და მარწყვით ერთადერთი აღმოჩნდა, რაც ჩემს უჟმურ სტუმარს "ჩემში" მოეწონა. სწორედ ამ ჩიზქეიქმა განაპირობა ამ საქმიანი შეხვედრის წარმატებით დასრულება, იმიტომ, რომ მკაცრმა თანამოსაუბრემ კმაყოფილება ვერ დამალა და ამ დესერტის დაგემოვნების მერე ხასიათიც შეეცვალა და განწყობაც. ამის მერე ყველა ჩემი საქმიანი შეხვედრა ჩემი იღბლიანი ჩიზქეიქით მიმდინარეობს და არასოდეს გაუცრუებია იმედი. ასეთი დესერტის ჭამა მხოლოდ პიატოში თუ შეიძლება. ეს ის კერძია, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ადამიანმა და რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოს საქმის სასიკეთო შემობრუნების იმედი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ