სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები
რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები

მი­ხე­ილ ცა­გა­რელს, რო­გორც ას­ტრო­ლოგს, ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რომ ის ყო­ფი­ლი მუ­სი­კო­სია – სამ­გზის ლა­უ­რე­ა­ტი და გი­ტა­რის დაკ­ვრის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც კარ­გად ფლობს. წლე­ბის წინ, როცა სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი შექ­მნა და ბიტ­ლო­მა­ნი გახ­და, ჰი­პო­ბაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, არც დროს ტა­რე­ბა აკ­ლდა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი­თაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა, ამის გამო, მკაც­რად და­ი­სა­ჯა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ა­ვა­დე­ბა გახ­და სწო­რედ მისი ას­ტრო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზი.

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი:

- აფხა­ზეთ­ში, სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე და იმ მი­წის ენერ­გე­ტი­კა ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. ახ­ლაც მე­ნატ­რე­ბა. მახ­სოვს, ჩემი სახ­ლი, პარკთან, ორ­ჯო­ნი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე იდგა და იქ, ენერ­გე­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ­დი თავს. იქ სა­ო­ცა­რი ცა იყო, ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი. დავ­ჯდე­ბო­დი და სა­ა­თო­ბით ვუ­ყუ­რებ­დი. სწო­რედ იქ გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი: ნე­ტავ, სა­ი­დან ამო­დის მთვა­რე, რა­ტომ დიდ­დე­ბა და მცირ­დე­ბა, რა­ტო­მაა ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი? მერე, მე­ზო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და, სად წა­ვი­და, რა ხდე­ბო­და. ასე რომ, ეზო­თე­რუ­ლი თუ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კი­თხვე­ბი, სწო­რედ აფხა­ზეთ­ში, ბავ­შვო­ბა­ში და­მე­ბა­და. მაგ­რამ, პა­სუ­ხე­ბი არ მქონ­და. სკო­ლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლა­ში კი თბი­ლის­ში შე­მიყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ყო­ველ ზამ­თარ-ზა­ფხულს, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ჩავ­დი­ო­დი იქ. ომამ­დე, ხუთი წლით ადრე გა­ყი­დეს ის სახ­ლი და ისი­ნიც თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

- ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვე­ლა რო­გორც მუ­სი­კოსს, ისე გიც­ნობ­დათ და მა­შინ, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ეს გრძელთმი­ა­ნი, მა­ღა­ლი, მო­დუ­რად ჩაც­მუ­ლი და "შლაქ­სებ­ში“ გა­მო­წყო­ბი­ლი ბიჭი, ერთ დღე­საც, ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი გახ­დე­ბო­და. ასეა?

- ნამ­დვი­ლად (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ბუა გი­ტა­რა­ზე კარ­გად უკ­რავ­და. ის და ბე­ბია ხმებ­ში სა­ოც­რად მღე­როდ­ნენ. დე­ი­და­ჩე­მი კარ­გად უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და მღე­რო­და. ვო­კა­ლის­ტი იყო და ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და ჯაზს. მახ­სოვს, სო­ხუმ­ში კარ­გად იჭერ­და უცხო­ურ არ­ხებს რა­დიო და იქ ვუს­მენ­დი უცხო­ურ მუ­სი­კას. რეი ჩარლ­ზი იქ მო­ვის­მი­ნე და გა­ვი­ცა­ნი პირ­ვე­ლად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბი­ლის­ში ვერ­სად მო­ის­მენ­დით. მე კი აფხა­ზეთ­ში ვუს­მენ­დი. მო­მე­წო­ნა, და­ვინ­ტე­რეს­დი და ვი­პო­ვე ჩემი სტი­ლი ამ მუ­სი­კა­ში. თან, ბა­ბუ­ას პა­ტე­ფო­ნი ჰქონ­და, დის­კე­ბის კო­ლექ­ცია და ხში­რად ვუს­მენ­დი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები

რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა - ცნობილი ასტროლოგის ახალგაზრდობის ფოტოები

მიხეილ ცაგარელს, როგორც ასტროლოგს, ყველა კარგად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ყოფილი მუსიკოსია – სამგზის ლაურეატი და გიტარის დაკვრის ხელოვნებასაც კარგად ფლობს. წლების წინ, როცა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი შექმნა და ბიტლომანი გახდა, ჰიპობაც კარგად გამოსდიოდა, არც დროს ტარება აკლდა და თაყვანისმცემლებითაც განებივრებული იყო. თუმცა, ამის გამო, მკაცრად დაისაჯა და როგორც თავად ამბობს, დაავადება გახდა სწორედ მისი ასტროლოგიით დაინტერესების მიზეზი.

მიხეილ ცაგარელი:

- აფხაზეთში, სოხუმში დავიბადე და იმ მიწის ენერგეტიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ახლაც მენატრება. მახსოვს, ჩემი სახლი, პარკთან, ორჯონიკიძის ქუჩაზე იდგა და იქ, ენერგეტიკულად ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს. იქ საოცარი ცა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. სწორედ იქ გამიჩნდა კითხვები: ნეტავ, საიდან ამოდის მთვარე, რატომ დიდდება და მცირდება, რატომაა ამდენი ვარსკვლავი? მერე, მეზობელი გარდამეცვალა და ვერ გავიგე, რა მოხდა, სად წავიდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ეზოთერული თუ ასტროლოგიური კითხვები, სწორედ აფხაზეთში, ბავშვობაში დამებადა. მაგრამ, პასუხები არ მქონდა. სკოლამდე იქ ვცხოვრობდი, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს. თუმცა, ყოველ ზამთარ-ზაფხულს, ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი იქ. ომამდე, ხუთი წლით ადრე გაყიდეს ის სახლი და ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

- ახალგაზრდობაში ყველა როგორც მუსიკოსს, ისე გიცნობდათ და მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გრძელთმიანი, მაღალი, მოდურად ჩაცმული და "შლაქსებში“ გამოწყობილი ბიჭი, ერთ დღესაც, ცნობილი ასტროლოგი გახდებოდა. ასეა?

- ნამდვილად (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მუსიკალური განათლებაც აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. ბაბუა გიტარაზე კარგად უკრავდა. ის და ბებია ხმებში საოცრად მღეროდნენ. დეიდაჩემი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. ვოკალისტი იყო და ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს. მახსოვს, სოხუმში კარგად იჭერდა უცხოურ არხებს რადიო და იქ ვუსმენდი უცხოურ მუსიკას. რეი ჩარლზი იქ მოვისმინე და გავიცანი პირველად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბილისში ვერსად მოისმენდით. მე კი აფხაზეთში ვუსმენდი. მომეწონა, დავინტერესდი და ვიპოვე ჩემი სტილი ამ მუსიკაში. თან, ბაბუას პატეფონი ჰქონდა, დისკების კოლექცია და ხშირად ვუსმენდი. წაიკითხეთ სრულად

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში